გინკობილობა, ანტიოქსიდანტებით მდიდარი მცენარე

გინკო ბილობა, არის ხე, რომლის სამშობლოს არის ჩინეთი. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს მცენარეთა უძველესი რიგის ერთადერთი გადარჩენილი წევრია.

მიუხედავად იმისა, რომ მის ფოთლებსა და თესლებს ხშირად იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში (TCM), თანამედროვე კვლევები ძირითადად ფოკუსირებულია გინკოს ექსტრაქტზე, რომელიც მზადდება უშუალოდ ფოთლებისგან.

გინკოს საკვებდანამატები ხელს უწყობს ჯანმრთელობის მნიშნელოვანი ასპექტების გაუმჯობესება,ს რომელთა უმეტესობა ფოკუსირებულია ტვინის ფუნქციონირებასა და სისხლის მიმოქცევაზე.

შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს

გინკო ბილობა შეიცავს ფლავონოიდებსა და ტერპენოიდებს, რომლებიც ცნობილია მათი ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტებით. ანტიოქსიდანტები ებრძვიან ან ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას.

ხელს უწყობს ანთების შემცირებას

ანთება არის ბუნებრივი რეაქცია სხეულში უცხო ნივთიერებების შეჭრის დროს.

ანთებითი პასუხის დროს, ასე რომ ვთქვათ იმუნური სისტემის სხვადასხვა კომპონენტები გროვდება უცხო დამპყრობლის წინააღმდეგ საბრძოლველად ან დაზიანებული უბნის სამკურნალოდ.

კვლევები ვარაუდობს, რომ გინკოს ექსტრაქტი ამცირებს ანთებით მარკერებს ადამიანის უჯრედებში.

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გულის ჯანმრთელობას

ოდითგანვე გინკოს თესლები გამოიყენებოდა ენერგიის „არხების“ გასახსნელად სხვადასხვა ორგანოების სისტემებში, მათ შორის თირკმელებში, ღვიძლში, ტვინში და ფილტვებში.

მას აქვს აშკარა უნარი გაზარდოს სისხლის მიმოქცევა სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

2008 წელს ჩატარებულა კვლევამ გულის დაავადების მქონე ადამიანებში, რომლებმაც მიიღეს გინკო ბილობა, გამოავლინა სისხლის ნაკადის მყისიერი ზრდა სხეულის მრავალ ნაწილში. ეს გამოწვეული იყო მოცირკულირე აზოტის ოქსიდის დონის 12%-ით მატებით, რომელიც მთავარი ნაერთია, სისხლძარღვების გაფართოებისას.

აუმჯობესებს ტვინის მუშაობას

გინკო ბილობა აძლიერებს ტვინის ფუნქციებს.

2002 წელს ჩატარებული კვლევა მხარს უჭერს იმ მოსაზრებას, რომ გინკო საკვებიდანამატები აუმჯობესებს გონებრივი მანიპულაციების შესრულებას. უფრო კონკრეტულად ამაში იგულისხმება გაზომვადი მეხსიერების, აღმასრულებელი ფუნქციის ან ყურადღების უნარების გაუმჯობესება.

გინკობილობას ასევე შეუძლია დაიცვას ნერვული უჯრედები, რომლებიც დაზიანებულია ალცჰეიმერის დაავადების დროს. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ გინკო დადებითად მოქმედებს მეხსიერებასა და აზროვნებაზე ალცჰეიმერის დაავადების ან სისხლძარღვთა დემენციის მქონე ადამიანებში.

ამცირებს შფოთვას და თავის ტკივილს

2015 და 2018 წლის სანდო წყაროებიდან ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ გინკობილობა ხელს უწყობს შფოთვის სიმპტომების შემცირებას. ამას შესაძლებელს ხდის გინკოს ანტიოქსიდანტურ შემცველობა.

 

2018 წელს ჩატარებულმა ადამიანურმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 136 ადამიანზე დაადგინა, რომ გინკო ბილობას ექსტრაქტს შეუძლია გააუმჯობესოს დეპრესიის სიმპტომები და შეამციროს ტვინის დაზიანების მარკერები.

თავის ტკივილის ერთ ერთი მიზეზი დაკავშირებულია სისხლის ნაკადის შემცირებასთან ან სისხლძარღვების შეკუმშვასთან. გინკობილობას აქვს უნარი გააფართოოს სისხლძარღვები, რაც ხელს უწყობს თავის არეში სისხლის უკეთ მიწოდებას.