გაბა - ბუნებრივი დამამშვიდებელი

გაბა, (რომელიც ასევე ცნობილია როგორც, გამა-ამინობუტერინის მჟავა) არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ეხმარება ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის შეტყობინებების გაგზავნას. იგი წარმოიქმნება ტვინში გლუტამატისგან. ეს პროცესი კატალიზებულია ვიტამინის B6 აქტიური ფორმით და ფერმენტ გლუტამატ დეკარბოქსილაზას (GAD) მიერ.

გაბას მთავარი ფუნქციაა ნერვული სისტემის და უჯრედების აქტივობის შემცირება. ახალმა კვლევების მიხედით დადასტურდა რომ, მისი დეფიციტი იწვევს ბევრ პრობლემას, მათ შორის დეპრესიას და სტრესს.

გაბას აქვს ბუნებრივი დამამშვიდებელი ეფექტი და ითვლება, რომ ამცირებს შფოთვისა და შიშის გრძნობას ნეირონების აგზნებადობის შემცირებით. იგი ხშირად გამოიყენება როგორც ბუნებრივი საკვებდანამატი ძილის, განწყობის და პრემენსტრუალური სიმპტომების გასაუმჯობესებლად.

სარგებელი

შფოთვის შემცირება

GABA-ს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ნერვული აგზნებადობის შემცირება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს შფოთვისა და შიშის გრძნობასთან. გაბას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხშირად გამოიყენება შფოთვის ბუნებრივ საშუალებად. უფრო მეტიც, გარკვეული ფსიქიკური აშლილობა ასოცირდება GABA-ს დაქვეითებულ დონესთან.

ეს ფაქტი აღიარა ფსიქიატრიის ამერიკულ ჟურნალში ჩატარებულმა კვლევამ, სადაც მონაწილეობა მიიღო შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანებმა. კვლევამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ  GABA-ს დაქვეითებამ გამოიწვია ბევრი ქრონიკული პრობლემა.

ძილის გაუმჯობესება

უძილობა არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად ხასიათდება ჩაძინების გაძნელებით. ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებელია დღევანდელ დროში და განსაკუთრებით ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 30 პროცენტს აწუხებს. GABA-ს აქვს დამამშვიდებელი უნარი, რომელსაც „სედატიურ“ ეფექტს უწოდებენ. კერძოდ, იგი ბუნებრივად უბიძგებს ორგანიზმს ძილისკენ, ნერვული აგზნებადობის შემცირებით.

თუმცა ძილი ისეთი საკითხია, რომ ადამიანმა ცხოვრების ჯანსაღი წესითაც უნდა შეუწყოს ხელი მის გაუმჯობესებას. ამაში მაგალითად იგულისხმება: ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და ხარისხიანი საკვებდანამატების მიღება.

ებრძვის დეპრესიას

შფოთვის პრევენციისა და ძილის რეგულირების გარდა, GABA ნეიროტრანსმიტერი ასევე თამაშობს ცენტრალურ როლს განწყობის გაუმჯობესებაში. კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს აქვთ GABA-ს საკმაოდ დაბალი დონე.

GABA-ს დონე შეიძლება ასევე გაიზარდოს დეპრესიის მკურნალობის შემდეგ. იელის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებმაც დეპრესიასთან ბრძოლის თერაპია ჩაიტარეს აჩვენა GABA-ს მომატებული დონე მკურნალობის შემდეგ, რამაც განაპირობა ხასიათის და გუნება განწყობილების საგრძნობი გაუმჯობესება. ანტიდეპრესანტული ეფექტის წყალობით, GABA ერთი ერთი კარგი საშუალებაა დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ხსნის PMS-ის სიმპტომებს

პრემენსტრუალური სინდრომი,(იგივე PMS) არის სიმპტომების ჯგუფი, რომელიც გავლენას ახდენს განწყობის ცვალებადობაზე, დაღლილობაზე და საკვების მიმართ ლტოლვაზე, რომელიც გვხვდება ქალებში ოვულაციასა და მენსტრუალური ციკლის დროს. კვლევები ადასტურებს, რომ GABA-ს დონე მცირდება მენსტრუაციის გამო.

სინამდვილეში ამ მნიშვნელოვან ნეიროტრანსმიტერს შეუძლია დაეხმაროს PMS-ის სიმპტომების შემსუბუქებაში. მას შეუძლია იმოქმედოს როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ზოგიერთი მკვლევარი კი აღნიშნავს, რომ გაბას შეუძლია ასევე ებრძოლოს მენსტრუალურ კრუნჩხვებსაც კი.

ამცირებს ანთებას

მიუხედავად იმისა, რომ ანთება არის ნორმალური რეაქცია, რომელიც გამოწვეულია იმუნური სისტემის შესუსტებისას, ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება და ართრიტიც კი. GABA შეუძლია ანთების შემცირება და მისი გამოყენება სასარგებლოა მსგავს სიტუაციაში.

თუ გაწუხებთ ქრონიკული ანთება კარგი იქნება GABA მიიღოთ ანთების საწინააღმდეგო საკვებთან ერთად. ესენია ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული, კენკრა, ორაგული და ნიგოზი. ეს პროდუქტები ითვლება ანთებითი პროცესების დამშლელ საკვებად.

ჰიპერაქტიური აშლილობა

ყურადღების დეფიციტი, რომელსაც ასევე ეწოდება ჰიპერაქტიურობის აშლილობა, საკმაოდ გავრცელებული დარღვევაა. ეს მდგომარეობა, განსაკუთრებით ვლინდება ბავშვებსა და მოზრდილებში, რომელიც გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით: შეზღუდული ყურადღება, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა. GABA გამოყენება საკვებდანამატის სახით, აუმჯობესებს გონებრივ ფოკუსს და ამცირებს ჰიპერაქტიურობის სიმპტომებს.

2012 წელს უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ კვლევამ აჩვენა, რომ GABA-ს დაბალი დონე ასოცირდება მეტ იმპულსურობასთან და ნაკლებ ინჰიბირებასთან.

ზრდის ჰორმონის მატება

ზრდის ჰორმონი წარმოება ჰიპოფიზის ჯირკვალში მიმდინარეობს. ეს არის აუცილებელი ჰორმონი, რომელიც ჩართულია სხეულის ყველა ფიზიოლიურ პროცესში.(მაგალითად კუნთოვანი ქსოვილის ზრდა, გულის მუშაობა, ძვლის მინერალიზაცია და ასე შემდეგ.) ამ არსებითი ჰორმონის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება, ბავშვებში ზრდის შენელება, ასევე დეპრესია, სექსუალური დისფუნქცია, ინსულინის რეზისტენტობა და მოზრდილებში გულის დაავადების გაზრდილი რისკი.

კვლევებმა აჩვენა, რომ GABA-ს ასტიმულირებს ადამიანის ზრდის ჰორმონის დონეს.

GABA გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს. იგი კომბინაციაში ეფექტურია ისეთ საკვებდანამატებთან ერთად, როგორიცაა L-გლუტამინი და L-არგინინი, რომლებიც ეხმარება ზრდის ჰორმონის დონის ბუნებრივად გაზრდას.