ფსილიუმის სასარგებლო თვისებები

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ბოჭკოვანი საკვები ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი მიღება შესაძლებელია მარცვლეულის, ხილისა და ბოსტნეულისგან მეშვეობით. თუმცა, რამდენადაც აუცილებელია ბოჭკო ჩვენთვის, იმდენად ვერ ვახერხებთ მის სათანადო მიღებას.

სტატისტიკური მონაცემებით, შეიძლება მთელი კვირა ისე გავიდეს, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს ბოჭკოვანი საკვების მიღება. ასეთი მოქმედება აუცილებლად აისახება უარყოფითად ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზუსტად ამ მიზეზით არსებობს დღევანდელ დროში ბოჭკოვანი საკვებდანამატები, მათი მეშვეობით თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველაზე რთული და დეფიციტური საკვებ ნივთიერებები.

დღევანდელ ჩვენს ბლოგში გვინდა ერთ ერთ ყველაზე ღირებულ ბოჭკოვან საკვებდანამატზე გესაუბროთ. ეს არის ფსილიუმი.(მრავალძარღვა)

რა არის Psyllium?

ფსილიუმი არიც მცენარე, რომელიც მთელ მსოფლიოში იზრდება, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია ინდოეთში. თითოეულ მცენარეს შეუძლია აწარმოოს 15000-მდე პაწაწინა, გელით დაფარული თესლი, საიდანაც მიიღება ფსილიუმის ფხვნილი.

ფსილიუმი არის საკვები ხსნადი ბოჭკოვანი და ამავდროულად პრებიოტიკი.მას ასევე მოიხსენიებენ, როგორც „ადიდებულ“ ბოჭკოს, რადგან მიღების შემდეგ ის ფართოვდება და ნაწლავიდან წყლის შეყვანის გზით გელის მსგავს მასას ქმნის. ამის შემდეგ იწყება ფიზიოლოგიური პროცესი, რომელსაც „ელიმინაცია“ ეწოდება. (მსხვილი ნაწლავიდან ნარჩენების უფრო სწრაფი და ეფექტიანი განდევნა)

სარგებელი

ხსნის ყაბზობას და დიარეას

ყაბზობა ჯანმრთელობის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ქრონიკული ყაბზობა განსაკუთრებით ხშირია 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.(ამ ასაკის თითქმის 50 პროცენტს აქვს ყაბზობა.)

დამატებითი ბოჭკოების მიღება ფსილიუმის სახით რეკომენდებულია სამეცნიერო კვლევებით სიმპტომების გასაუმჯობესებლად და ყაბზობის ბუნებრივი შემსუბუქების მიზნით.

წყალთან ან სხვა სითხესთან შერწყმისას ფსილიუმის წარმოქმნის მეტ მასას, რაც ასტიმულირებს ნაწლავებს შეკუმშვას და ხელს უწყობს განავლის დაჩქარებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. დადგინდა, რომ ამ კუთხით ფსილიუმი ასევე აღემატება ნატრიუმის დოკუზატს და გააჩნია მეტი ეფექტნობა.

ფსილიუმი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქი დიარეის შესამსუბუქებლად. ეს სასარგებლოა დიარეით დაავადებულთათვის, რადგან ის შთანთქავს მნიშვნელოვან რაოდენობiს წყალს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, რაც ხელს უწყობს განავლის გამკვრივებას და ნელა გავლას სისტემაში.

ქოლესტერინის შემცირება

კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ფსილიუმი არის თერაპიული საკვებდანამატი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან მაღალი ქოლესტერინის დონეს.

ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ შეისწავლა ფსილიუმის ეფექტიანობა, როგორც დამხმარე თერაპია მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანებისთვის. დადგინდა, რომ  ფსილიუმის მეშვეობით 4,8 პროცენტით შემცირდა მთლიანი ქოლესტერინის დონის და 8,2 პროცენტით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის დონე, რაც აშკარად აჩვენებს ფსილიუმის უნარს ბუნებრივად შეამციროს ქოლესტერინი.

სისხლში შაქრის მართვა

ფსილიუმს შეუძლია დაეხმაროს როგორც დიაბეტით დაავადებულებს, სევე იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ეს დაავდება თავიდან აიცილონ, რადგან ისეთი ბოჭკოვანი საკვებდანამატის მოხმარება, როგორიცაა ფსილიუმი, ხელს უწყობს ორგანიზმში ჯანსაღი გლიკემიური ბალანსის შენარჩუნებას.

ერთ ერთმა კვლევამ შეაფასა ფსილიუმის ბოჭკოვანი ეფექტი ლიპიდების და გლუკოზის დონეებზე, როგორც თერაპიის დამხმარე საშუალება II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში. კვლევამ აჩვენა, რომ ფსილიუმის ყოველდღიური მიღებით შესაძლებელია II ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებმა აკონტროლონ სისხლში შაქრის შემცველობა გვერდითი ეფექტების გარეშე.

აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობასა და არტერიული წნევა

ფსილიუმი დაგეხმარებათ შეამციროთ გულის დაავადების რისკი. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, წყალში ხსნადი ბოჭკოვანი საკვებ ნივთიერებები მაგალითად ფსილიუმი ასოცირდება ტრიგლიცერიდების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დაბალ რისკთან.

კლინიკური კვების ევროპულ ჟურნალში ჩატარებულმა კვლევამ შეაფასა ფსილიუმის ეფექტი რამაც დაადგინა, რომ ფსილიუმი არა მხოლოდ აუმჯობესებს სისხლში შაქარს, არამედ ამცირებს გულის კორონარული დაავადების რისკს.

ფსილიუმი ასევე აუმჯობესებს ჰიპერტენზიას(სისხლში მომატებული წნევა) ან არტერიულ წნევას, რაც პირდაპირ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

წონის მართვა

დღევანდელ საზოგადოებაში სიმსუქნე არის ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და იწვევს ბევრ სერიოზულ პრობლემას, მათ შორის დიაბეტსა და გულის ქრონიკულ დაავადებას.

როგორ ეხმარება ფსიულიუმი ორგანიზმს ზედმეტი წონის მოცილებასა და მის კონტროლში? უფრო მეტსაც გეტყვით, ფსილიუმი არის მოწინავე პოზიციაზე იმ მცენარეების სიაში, რომლებიც დადასტურებულია, რომ მნიშვნელოვნად ამცირებს სხეულის წონას.

ფსილიუმი სასარგებლო წონის შესანარჩუნებლად, რადგან ის ხელს უწყობს დანაყრების და გაჯერების განცდის გაუმჯობესებას. წონის კლებისას შეზღუდული საკვები რაციონის გამო, ადამიანი ნაკლებად გრძნობს რომ დანაყრდა. ამის გამო შეიძლება მან ვერ შეძლოს წონის კლება, რადგან ხშირად შიმშილის შეგრძნების გამო ხშირად უწევს დიეტის დარღვევა. როდესაც საკვებ რაციონში ჩართავთ ისეთ ბოჭკოვან საკვებდამატს, როგორიცაა ფსილიუმი, გრძნობთ სისრულეს, არ გექნებათ შიმშილის შეგრძნება.

გარდა ამისა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფსილიუმს აქვს უნარი გააუმჯობესოს ორგანიზმის ბუნებრივი ელიმინაციის პროცესი, რომელიც დადებითად აისახება წონაზე, რადგან ნარჩენები ორგანიზმიდან უფრო სწრაფად და რეგულარულად გამოიდევნება.

თუ თქვენი მიზანია წონაში ხარისხიანი კლება და ამავდროულად ცდილობთ აკონტროლოთ ჭამის მადა, შეგიძლიათ მიიღოთ ფსილიუმი ჭამამდე რამდენიმე წუღით ადრე, ან გაურიოთ საკვებში.