ზაფხულის დადგომასთან ერთად, იმატებს ტემპერატურა და ადამიანების სხეულიდან უფრო მეტი სითხე გამოიყოფა. მომატებული ოფლიანობა არამარტო არასასიამოვნო და შემაწუხებელია, არამედ სახიფათოა ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ჭარბი ოფლის გამოყოფის დროს, ორგანიზმი კარგავს არა მარტო სითხეს და დგება დეჰიდრატაციის საფრთხის წინაშე, არამედ მთავარ მაკრომინერალებს - ელექტროლიტებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში სითხის ბალანსის შენარჩუნება ევალებათ.
რა არის ელექტროლიტები. ელექტროლიტები დადებითი, ან უარყოფითი ელექტრული მუხტის მქონე მაკრომინერალებია, რომლებიც დიდი ოდენობით შედიან ადამიანის სხეულში არსებულ ბიოლოგიურ სითხეებში (სისხლი, შარდი, ოფლი და ა.შ.). მათ არაერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ორგანიზმში, მათ შორის: ნერვული იმპულსების წარმოქმა, კუნთების შეკუმშვა, დატენიანება (ჰიდრატაცია), PH დონის დარეგულირება და ა.შ.
სულ ადამიანის ორგანიზმში არსებობს 7 სახის ელექტროლიტი:
- ნატრიუმი
- კალიუმი
- ქლორიდი
- კალციუმი
- მაგნიუმი
- ფოსფატი
- ბიკარბონატი
ელექტროლიტების მთავარი ფუნქცია ორგანიზმში. ორგანიზმში არსებული ელექტროლიტებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ:
- ნერვული სისტემის ფუნქციონირება. ჩვენი ტვინი ელექტრონულ სიგნალებს აგზავნის ნერვული უჯრედების საშუალებით, რათა დაუკავშირდეს უჯრედებს მთელ სხეულში. ასეთ სიგნალებს ნერვული იმპულსები ეწოდება და ისინი წარმოიქმნება ნერვული უჯრედის მემბრანის ელექტრული მუხტის ცვლილებით. ელექტრული სიგნალების გაგზავნის ამ პროცესს ნატრიუმი უზრუნველყოფს.
- კუნთების ფუნქცია. კალციუმი უზრუნველყოფს კუნთების შეკუმშვას. იგი ხელს უწყობს კუნთის ბოჭკოების ერთმანეთთან სრიალს, რაც განაპირობებს კუნთის შეკუმშვისა და გაშლის პროცესს.
- ჰიდრატაცია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წყლის საჭირო რაოდენობა იყოს როგორც მთლიანად ჩვენს სხეულში, ასევე თითოეულ უჯრედში. ელექტროლიტები, განსკუთრებით ნატრიუმი, ხელს უწყობს სითხის ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმში.
- მჟავა-ტუტოვანი (PH) ბალანსი. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანესია მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება. ელექტროლიტების სწორი ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია სისხლში PH დონის შესანარჩუნებლად.
ელექტროლიტების დისბალანსი. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენს სისხლში ელექტროლიტების დონე შეიძლება ძალიან მაღალი, ან პირიქით, ძალიან დაბალი იყოს, რამაც ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს. ასეთმა დარღვევამ შესაძლოა მძიმე შედეგი მოიტანოს ჯანმრთელობისათვის და იშვიათად ფატალურ შედეგამდეც კი მივიდეს საქმე.
ელექტროლიტური დისბალანსს ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ორგანიზმში ხდება დეჰიდრატაცია, ადამიანი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, აქვს ღებინება ან დიარეა. ამას გარდა, შესაძლოა დეჰიდრატაცია გამოწვეული იყოს სხვადასხვა დაავადებების (თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სიმსივნე და ა.შ), კვების დარღვევა, ძლიერი დამწვრობა და სხვა. ელექტროლიტების ყველაზე გავრცელებული დისბალანსი ხდება ნატრიუმის და კალიუმის შემთხვევაში.
მსუბუქი ელექტროლიტური დისბალანსი არ არის საშიში და შესაძლოა არც ახლდეს რაიმე განსაკუთრებული სიმპტომები. მწვავე ფორმის დროს კი გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- დაღლილობა
- კუნთების სისუსტე და სპაზმი
- თავის ტკივილი
- კრუნჩხვა
- სწრაფი, ან არარეგულარული გულისცემა
- არტერიული წნევის ცვლილება
- დაბნეულობა
- აგრესიულობა
- დაბუჟება
- ნერვული სისტემის დარღვევა
ელექტროლიტები ზაფხულში. ტემპერატურის მომატებასთან ერთად იზრდება ჩვენი სხეულის ტემპერატურაც. შესაბამისად ადამიანი იწყებს მეტი სითხის გამოყოფას (ძირითადად ოფლის სახით), რაც ქმნის ორგანიზმის გაუწყლოვნების და ელექტროლიტების დაკარგვის (განსაკუთრებით ნატრიუმი და ქლორიდი) საფრთხეს. სითხის გამოყოფა კიდევ უფრო იმატებს, თუ ადამიანი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ვარჯიშობს, სპორტით არის დაკავებული, ან ფიზიკურად შრომობს. რათქმაუნდა, ასეთ დროს აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რათა ორგანიზმში დარეგულირდეს სითხის ბალანსი და ამასთანავე, საჭიროა დამატებით ელექტროლიტების მიღებაც.
ელექტროლიტების მიღება კიდევ უფრო აუცილებელი ხდება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაკავებულები არიან შედარებით დიდ ხნიანი ფიზიკური აქტივობით, როგორებიცაა: მარათონი, ტრიატლონი და დიდ მანძილიალზე ველოსიპედით გადაადგილება. ასევე სასურველია ელექტროლიტების მიღება შემდეგი საქმიანობებით დაკვებული ადამიანებისათვის: ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო ან სამშენებლო სამუშაოები, სოფლის მეურნეობის სამუშაოები და ა.შ.
როგორ შევავსოთ ორგანიზმი ელექტროლიტებით. ჩვენი ორგანიზმის საჭირო ელექტროლიტებით შევსება სხვადასხვა წყაროდან შეგვიძლია:
- საკვები. ელექტროლიტების ძირითადი საკვები წყარო ხილი და ბოსტნეულია. ელექტროლიტები დიდი რაოდენობით მოიპოვება შემდეგ საკვებში:
- ნატრიუმი - დამარინადებული საკვები, ყველი, სუფრის მარილი.
- ქლორიდი - სუფრის მარილი
- კალიუმი - ბანანი, ავოკადო, ტკბილი კარტოფილი
- მაგნიუმი - თხილეული და თესლები
- კალციუმი - რძის პროდუქტები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.
- ბიოკარბონატი - ბუნებრივად იწარმოება სხეულში და არ არის აუცილებელი მისი საკვებიდან მიღება.
- საკვები დანამატები. ელექტროლიტების დღიური ნორმის მიღება შესაძლებელია საკვები დანამატების სახითაც. ეს არის მარტივი და კომფორტული გზა ორგანიზმის ელექტროლიტებით შესავსებად. Vitamini.ge-ს მაღაზიებსა და ვებ საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის ელექტროლიტებით გამდიდრებული შემდეგი პროდუქტები:
- Bulk Powders – Electrolyte tablets - შუშხუნა აბები, რომელიც ადვილად იხსნება წყალში და აქვს სასიამოვნო გემო. იგი ელექტროლიტებთან ერთად შეიცავს ვიტამინ B1, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, განსაკუთრებით ნახშირწყლების ცვლაში და ხელს უწყობს საკვები პროდუქტების დაშლას.
- Evlution nutrition – Hydramino – ეს არის უნიკალური პროდუქტი, სადაც გაერთიანებულია ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სჭირდება ჩვენს ორგანიზმს ფიზიკური აქტივობისას. იგი ყველა, ექვსივე სახის ელექტროლიტის გარდა შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, ალკალიზატორებს და ენერგიის წარმოქმნისათვის ისეთ მნიშვნელოვან ამინომჟავებს, როგორებიცაა: ტაურინი და L-ალანინი.
- Olimp Nutrition – Hydratonic Energy - შუშხუნა აბები, გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალებითა და ელექტროლიტებით, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში ხელს უწყობს ორგანიზმში წყლისა და ელექტროლიტების დადებითი ბალანსის შენარჩუნებას. იგი შეიცავს ოთხი სახის ელექტროლიტსა და B ვიტამინების ჯგუფს.
- Real Pharm – Iso Go - იზოტონური სასმელი, ელექტროლიტებთან ერთად გამდიდრებულია ვიტამინებით, ამინომჟავებითა და ნახშირწყლით, რომლებიც ინტენსიური ვარჯიშის დროს დაგეხმარებათ კუნთოვანი მასისა და გამძლეობის შენარჩუნებაში და შეგავსებთ საჭირო ენერგიით.
- Ironmax – Low Calories Sportsdrink - დაბალკალორიული სპორტული სასმელი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობასთან ერთად დამატებული აქვს ცხიმის მწველიც (L-კარნიტინი). შედეგად იგი შეგავსებთ ელექტროლიტებით, ვიტამინებით და ამავდროულად დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის წვის პროცესშიც. და ამ ყველაფერთან ერთად გემო - რომლის გასინჯვა ნამდვილად ღირს.