E ვიტამინის ჯანმრთელობის სარგებელი

E ვიტამინი მიეკუთვნება ცხიმში ხსნადი კატეგორიის ვიტამინებს, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში იგი ჯერ ცხიმოვან მოლეკულებს უკავშირდება.

E ვიტამინს მრავალი დანიშნულება აქვს, მათ შორის ოქსიდაციური სტრესისგან დაცვა, იმუნური სისტემის მხარდასაჭერა და უჯრედული სიგნალიზაცია. ვიტამინი E ძირითადი წყაროა გარკვეული საკვები და საკვებდანამატები.

მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი E ხშირად განიხილება, როგორც ერთი ნაერთი, ის სინამდვილეში არის რვა ცხიმში ხსნადი ნაერთების ჯგუფი, ძლიერი ანტიოქსიდანტური ეფექტით.

ამ რვა ქიმიური ფორმიდან ალფა-ტოკოფეროლი საუკეთესოდ აკმაყოფილებს ადამიანის დიეტურ მოთხოვნებს.

სარგებელი

1.ოქსიდაციური სტრესის შემცირება ანტიოქსიდანტური დაცვა

ოქსიდაციური სტრესი ჩნდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში დისბალანსია ანტიოქსიდანტურ დაცვასა და ნაერთების წარმოება, დაგროვებას შორის, რომელსაც ეწოდება რეაქტიული ჟანგბადის სახეობები (ROS). ამან შეიძლება გამოიწვიოს უჯრედების დაზიანება.

იმის გამო, რომ ვიტამინი E მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი იგი ამცირებს ოქსიდაციური სტრესის მარკერებს და აძლიერებს ანტიოქსიდანტური დაცვას.

2021 წლის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვიტამინის E და C ვიტამინის კომბინაციაში მიღება 8 კვირის განმავლობაში ამცირებს ოქსიდაციური სტრესის მარკერებს, როგორიცაა მალონდიალდეჰიდი და ROS, ენდომეტრიოზია.

2. გულის დაავადების რისკ-ფაქტორების შემცირება

მაღალი არტერიული წნევა ლიპიდების ზრდა, (ცუდი) ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები, მთავარი რისკ-ფაქტორია გულის დაავადების განვითარების.

 

ვიტამინი E-ს საკვებდანამატები ხელი უწყობს გულის დაავადების რისკ ფაქტორების შემცირებას.

ამას ადასტურებს 2019 წელს ჩატარებული რამდენიმე კვლევა, რომლის მიხედვითაც E ვიტამინის საკვებდანამატებმა მნიშვნელოვნად შეამცირა სისტოლური წნევა.

ზოგიერთი კვლევა ასევე აჩვენებს, რომ E ვიტამინის მიღება ომეგა-3 საკვებდანამატებთან ერთად ამცირებს LDL და ტრიგლიცერიდების დონეს.

3. დისმენორეის მართვა

დისმენორეა არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხშირი მენსტრუალური ტკივილით, როგორიცაა კრუნჩხვები და მენჯის ტკივილი.

კვლევა ვარაუდობს, რომ ვიტამინი E-ს საკვებდანამატები ამცირებს მსგავსი ტიპის ტკივილს.

2018 წელს დისმენორეის მქონე 100 ქალზე ჩატარებულ კვლევაში, ყოველდღიურად ვიტამინის E-ს მიღებამ მენსტრუალური ტკივილი უფრო მეტად შეაქმცირა, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში.

ეფექტი კიდევ უფრო უკეთესი იყო, როდესაც ვიტამინი შერწყმული იყო ომეგა-3 დანამატთან, რომელიც შეიცავს 180 მგ EPA-ს და 120 მგ DHA-ს ცხიმოვან მჟავებს.

გარდა ამისა, 2021 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინის E და C-ს გამოყენებამ კომბინაციაში დაეხმარა მენჯის ტკივილისა და დისმენორეის სიმძიმის შემცირებას ენდომეტრიოზის მქონე ქალებში.

სხვა პოტენციური ჯანმრთელობის სარგებელი

E ვიტამინის დანამატები ასევე დაკავშირებულია ჯანმრთელობის რამდენიმე სხვა სარგებელთან:

E ვიტამინი სასარგებლოა კოგნიტური ჯანმრთელობისთვის. ოპტიმალური დონის შენარჩუნება და საკვებდანამატის სახით მიღება გვეხმარება შემეცნებითი დაქვეითებისგან დაცვაში.

სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის. იმის გამო, რომ ვიტამინი E თამაშობს მნიშვნელოვან როლს ჯანმრთელობაში, როგორიცაა ანთების შემცირება და იმუნური ფუნქციის გაუმჯობესება, განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ხანდაზმული ადამიიანებისთვის, მათ აქვთ გაზრდილი მოთხოვნილებები, რადგან საკვებიდან ისინი ვერ იღებენ საკმარის ნივთიერებებს.