Diet food – 100%-ით ორგანული და ბიო პროდუქცია

კომპანია diet-food-ი დაარსდა 2013 წელს. მათი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ კომპანია აწარმოებს ბიო და ორგანულ საკვებ პროდუქტებს. დღევანდელ ჩვენს ბლოგში ვისაბრებთ, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ტერმინები და განვიხილავთ Diet Food-ის მიერ წარმოებულ საკვებ დანამატებს.

თავიდან diet-food აწარმოებდა კონჯაკის(აზიური წარმოშობის უჯრედისით მდიდარი ბოსტნეული) მაკარონებს. ხოლო  2014 წლიდან კომპანიამ სუპერპროდუქტების და ზეთების ფართო ასორტიმენტი შექმნა.

ნედლეული, რომელსაც კომპანია წარმოებისას იყენებს სპეციალურად ამზადებენ ბრაზილიაში, პერუში, რუმინეთში და ჩინეთში. ყველა პროდუქტს აქვს ხარისხის სერთიფიკატი, რომელიც გაიცემა შესაბამისი განყოფილებების მიერ.

რას ნიშნავს მწვანე ფოთოლი შეფუთვაზე?

ლოგო GREEN LEAF(მწვანე ფოთოლი) არის ეკოლოგიური პროდუქტის სიმბოლო. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ პროდუქტის ინგრედიენტების წარმოება ხდება ხელოვნური პესტიციდების გარეშე და არ არის გენმოდიფიცირებული.

ბიო პროდუქტი, ანუ ორგანულად წარმოებული საკვები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს :

1. არ არის გენეტიკურად მოდიფიცირებული.

2. არ შეიცავს კონსერვანტებს, ემულგატორებსა და სხვა არაორგანულ ნივთიერებებს.

3. პროდუქტების საწარმოებლად ფერმებში, ან ცხოველების გამოსაკვებად, დაუშვებელია ჰორმონების და ანტიბიოტიკების გამოყენება. 

4. მცენარეთა სწრაფი ზრდისთვის  არაორგანულ სასუქზე უარის თქმა.

5. თესლბრუნვის პროცესი გათვალისწინება, რათა მცენარეები მავნებლებმა ან მწერებმა არ გაანადგურონ.

Diet-food-ი, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას აკმაყოფილებს და დღეისათვის ისინი, რამდენიმე მიმართულებით ქმნის 100-ზე მეტი სახეობის, უმაღლესი ხარისხის ბიო-ორგანილ საკვებდანამატებს. განვიხილოთ 5 ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქტი.

Diet-Food - Bio Almond Flour. Diet-Food - Bio Almond Flour (ნუშის ფქვილი) რომელიც მზადდება კანგაცლილი ნუშისგან. მას კანს აშორებენ წყალში მოხარშვით, ფქვავენ,  რის შემდეგაც გარდაიქმნება ფქვილისებრ კონსისტენციად.

ნუშის ფქვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში, განსაკუთრებით კი გასტრონომიული კუთხით. მისი მეშვებოით შეგიძლიათ მოამზადოთ მრავალნაირი საკვები: პური, ფუნთუშები, ბლინები, ორცხობილა,  გააკეთოდ სხვადასხვა სმუზები და ა.შ. ნუშის ფქვილს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, შეიცავს მინიმალურ ნახშირწყლებს, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას კეტოგენურ დიეტის დროს. 

 

Diet-Food - Bio Spirulina Powder - მიკროსკოპიული წყალმცენარე, რომელიც ითვლება სუპერსაკვებად. იგი ხასიათდება სასარგებლო მიკრო და მაკრო ნუტრიენტების მაღალი შემცველობით, გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება და მრავალი კუთხით ახდენს დადებით გავლენას ადამიანის ორგანიზმზე.

სპირულინა სავსეა ძვირფასი ცილებით, ცხიმებით, და საკვები ბოჭკოებით. მას „მწვანე ხორცსაც“ კი უწოდებენ, რადგან ამ წყალმცენარეში გაცილებით მეტი ცილაა, ვიდრე ხორცში.

სპირულინას გააჩნია მაღალი ბიოლოგიური ღირებულება და მის შემადგენლობაში შეხვდებით სხვადასხვა სახის ამინომჟავას. უფრო მეტიც, ის შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორებიცაა: ვიტამინი C, K, B6, A. თიამინი, ფოლიუმის მჟავა, ნიაცინი და რიბოფლავინი.  ასევე მდიდარია მინერალებით, როგორებიცაა: კალციუმი, თუთია, ნატრიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი და ფოსფორი.

სპირულინას მიღება საკვები დანამატის სახით, ამცირებს სხვადასხვა დაავადებებს, მაგალითად, იგი შეიცავს გამა ლინოლენის მჟავას, რომელიც მონაწილეობს სისხლის წნევის შემამცირებელი ნივთიერებების ბიოსინთეზში. ეს ნივთიერებები ასევე ამცირებს სისხლის შედედების რისკს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. 

სპირულინას გამოყენება საკვები დანამატის სახით, სასარგებლოა ქალბატონებისთვის, რადგან მას შეუძლია შეამსუბუქოს პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები.

Diet-Food - Bio Psylium Powder - ფსილიუმი არის ხსნადი ბოჭკოს ფორმა, რომელიც მიიღება ფსილიუმის (Plantago ovata) თესლის ქერქიდან. ამ მცენარის სამშობლოა აზია და ძირითადად იზრდება ინდოეთში, მაგრამ მისი ნახვა თავისუფლად შესაძლებელია  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში,   მაგალითად შეერთებულ შტატებში სამხრეთ-დასავლეთით.

ბოჭკოვანი საკვების არასრული მიღება იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს, ამიტომაც, Diet-Food - Bio Psylium Powder-ის საკვები დანამატის მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უჯრედისი ნუტრიენტების დეფიციტი.

როგორც ხსნადი ბოჭკოს წყარო, ფსილიუმი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ეს საშუალებას აძლევს სხეულს შეიწოვოს მეტი ნუტრიენტები თქვენი საკვებიდან, როდესაც ის გადის კუჭსა და ნაწლავებში. ლოგიკურია, რაც უფრო სრულფასოვნად მოხდება საკვებიდან საჭირო ნივთიერებების შეწოვა, მით უფრო მეტად გამართული იქნება ორგანიზმის მუშაობა.

2018 წლის მეტა-ანალიზმა (მრავალჯერადი სამეცნიერო კვლევის სტატისტიკური ანალიზი) დაადგინა, რომ 10 გრამი ფსილიუმი ყოველდღიურად მნიშვნელოვნად ამცირებს LDL(მავნე) ქოლესტერინის დონეს.

2021 წლის სისტემურმა მიმოხილვამ აჩვენა, რომ საკვები, რომელიც მდიდარია ხსნადი ბოჭკოებით, როგორიცაა ფსილიუმი, იწვევს LDL ქოლესტერინის ზომიერ შემცირებას. 

მომატებული ქოლესტერინის შედეგად, ორგანიზმში ირღვევა: სიხლში შაქრის დონე, იმატებს ინსულინის ჰორმონი საჭიროზე მეტად, ირღვევა ფარისებრი თუ მეტაბოლური პროცესები.

 

Diet-Food - Bio Chlorella - ქლორელა (Chlorella pyrenoidosa) წყალმცენარეების სახეობა, რომელიც იზრდება მტკნარ წყალში. მას ზოგჯერ ზღვის წყალმცენარეებსაც უწოდებენ. - ქლორელას  ადამიანის ორგანიზმისთვის არაერთი სარგებელი აქვს, მაგალითად შეგიძლიათ ჩართოთ საკვებ რაციონში ან სამკურნალოდ.

ქლორელა არის ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ბოჭკოების, ქლოროფილის, ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყარო. ქლორელას უმეტესობა, რომელიც ხელმისაწვდომია აშშ-ში, იზრდება იაპონიაში ან ტაივანში. 

ქლორელა გამოიყენება ორსულობის დროს რკინის დაბალი დონის თავიდან ასაცილებლად. ი ასევე გამოიყენება დეპრესიის, მენსტრუალური კრუნჩხვების, ფიბრომიალგიის, (დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვალ-კუნთური ტკივილით, რომელსაც თან ახლავს სისუსტე, ძილიანობა, მეხსიერებისა და ხასიათის გაუარესება)

ერთ-ერთი გამორჩელი ნივთიერება, რომელსაც Diet-Food - Bio Chlorella- შეიცავს, ეს არის ქლოროფილის მჟავა. 

ქლოროფილის მჟავას შეუძლია ორგანიზმში ტოქსინები შეამციროს და გამოდევნოს, კერძოდ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, იგი ხელს უშლის მავნე ნივთიერებების შეწოვასა და მიმოქცევას ორგანიზმში. ქლოროფილი ასევე ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას.

ქლოროფილი ცნობილია ასევე როგორც, ორგანიზმის შიდა დეოდორანტი, იგი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზის რაოდენობის შემცირებას, რაც ითვლება როგორც ჰიგიენური, ასევე ფიზიოლოგიური დარღვევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. 

Diet-Food - Bio Guarana Powder - გუარანა ბრაზილიური წარმოშობის მცენარე, რომელიც იზრდება ამაზონის ტერიტორიაზე.

მწიფე გუარანას ნაყოფი დაახლოებით ყავის მარცვლის ზომისაა. გუარანას   თესლის ექსტრაქტი გადამუშავება ხდება ფხვნილის სახით.

ამაზონის ტომები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ გუარანას მისი სამკურნალო თვისებებისთვის. ის შეიცავს სტიმულატორების შთამბეჭდავ სპექტრს, როგორებიცაა: კოფეინი, თეოფილინი და თეობრომინი.(აქტიური ნივთიერებები) .

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გუარანა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლია  პოტენციურად მავნე მოლეკულების განეიტრალება, მათ თავისუფალ რადიკალებს უწოდებენ. ამ მოლეკულებს შეუძლიათ თქვენი უჯრედების ნაწილებთან ურთიერთქმედება რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის, კერძოდ, ნაადრევ დაბერებასთან, გულის დაავადებებთან, კიბოსთან და სხვა დაავადებებთან.

გუარანა შესანიშნავი წყაროა კოფეინის , რომელიც გეხმარებათ შეინარჩუნოთ ფოკუსი და გონებრივი ენერგია. ინფორმაციისთვის: გუარანას თესლი შეიძლება შეიცავდეს ოთხ-ექვსჯერ მეტ კოფეინს, ვიდრე ყავის მარცვლები. 

კოფეინი მუშაობს ადენოზინის ეფექტების პრინციპით, ეს არის ნაერთი, რომელიც ეხმარება თქვენს ტვინს მოდუნებაში. იგი აკავშირებს ადენოზინის რეცეპტორებს, ხელს უშლის მათ გააქტიურებას (ადენოზინი ასევე ბლოკავს გაუმართავ წრედს გულში, რაც იწვევს გულის არარეგულარულ რიტმს.)

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც გუარანას იღებდნენ საკვები დანამატის, გაცილებით ნაკლებ ენერგიულად გრძნობდნენ თავს და ნაკლებად განიცდიდნენ დაღლილობას.