ჭარხლის ფხვნილის ბენეფიტები

ჭარხალი ცნობილია ნიტრატების მდიდარი შემადგენლობით. როდესაც სხეულს აქვს საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობა, მაშინ აზოტის ოქსიდის გამომუშავების უნარი იზრდება.

აზოტის ოქსიდი არის მნიშვნელოვანი სასიგნალო მოლეკულა და ნაერთი ორგანიზმში, რომელიც ხელს უწყობს მრავალი ფიზიოლოგიური მექანიზმის მუშაობას.

აზოტის ოქსიდს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა  პროცესებში, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელია მოქმედებაა ვაზოდილაცია, ანუ სისხლძარღვების უფრო ეფექტური გაფართოება. შედეგად უფრო სტაბილურია საკვები ნივთიერებების მიწოდება ორგანიზმისთვის, არტერიული წნევის რეგულირება და გარკვეული ჰორმონების გამოყოფა.

ჭარხლის საკვებდანამატები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელიც გვხვდება სხვადასხვა ფორმით. (ფხვნილის, აბების და თხევადი.)

ჭარხლის ეფექტურობა ვარჯიშის დროს

ვარჯიშისას, სხეულში რაც უფრო გააქტიურებულია ვაზოდილაცია, მით უფრო ეფექტური იქნება ვარჯიში, რადგან უკეთ მიმდინარეობს საკვები ნივთიერების, ჟანგბადის და გლუკოზის გადატანა ორგანიზმში.

მაგალითად მძიმე წონებით ვარჯიშისას, ამ ნაერთების უფრო სწრაფი და ეფექტური ტრანსპორტირება, ახანგრძლივებს სავარჯიშო აქტივობას და ამცირებს დაღლილობას.

ვაზოდილაცია ხელს უწყობს კუნთებში უკეთეს ჰიპერტროფიულ რეაქციას, რაც ნიშნავს იმას, რომ კუნთებს შეუძლია საწვავის და ჟანგბადის უფრო ეფექტურად გამოყენება, შედეგად უფრო დიდხანს შეძლებთ რომ ივარჯიშოთ.

გამძლეობის გააუმჯობესება

ჭარხალი ხელს უწყობს ვარჯიშის დროს გამძლეობის გაუმჯობესებას. კვლევამ აჩვენა, რომ ჭარხალი ზრდის ჟანგბადის ტრანსპორტირებას.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭარხლის წვენის მიღებამ ხელი შეუწყო ჟანგბადის ხარჯის შემცირებას ზომიერი და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს.

ამ კვლევაში მონაწილეები დაიყო ორ ჯგუფად და ერთი მოიხმარდა 500 მლ/დღეში ჭარხლის წვენს, მეორე კი პლაცებოს. შემდეგ მათ ტესტირება გააკეთეს ზომიერი და მაღალი ინტენსივობის ვარჯიშით 4-6 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც სისხლში ნიტრატების დონე საკმაოდ გაზრდილი ქონდათ.

კიდევ ერთი სარგებელი, რომელიც ახლავს ჭარხლის ფხვნილის მოხმარებას, არის ის, რომ მას შეუძლია დაეხმაროს კუნთებს უფრო ეფექტურ შეკუმშვაში.

თუ სხეულში ეს უნარი უფრო მეტად გაუმჯობესდება მაშინ შეძლებთ გაზარდოთ ვარჯიშის ინტენსივობა და დრო.

ერთმა კვლევამ დაადასტურა ჭარხლის საკვებდანამატების ეფექტიანობა, კერძოდ მან გავლენა მოახდინა ფილტვებში ჟანგბადის მიღებაზე და კუნთების მეტაბოლიზმზე მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს. კვლევის მონაწილეები ვარჯიშის წინ იღებდნენ ჭარხლის ფხვნილის საკვებდანამატებს.

დაბალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს, ჭარხლის წვენი ხელს უწყობს კუნთებში ფოსფოკრეატინის დონის შემცირებას, ხოლო მაღალი ინტენსივობისას ამცირებს დაღლილობას.

როდის უნდა მიიღოთ ჭარხლის ფხვნილი

რეკომენდებულია ჭარხლის ფხვნილის მიღება ვარჯიშამდე 1-3 საათით ადრე. ეს არის ის დრო, როდესაც სისხლში ნიტრატების დონე პიკს აღწევს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ადამიანის ორგანიზმი შეიწოვს ჭარხლის ფხვნილს სხვადასხვა სიჩქარით, ამიტომ ჩაატარეთ რამდენიმე სახის ექსპერიმენტი.

 

როგორ მოვიხმაროთ ჭარხლის ფხვნილი

ჭარხლის ფხვნილის მოხმარების მრავალი გზა არსებობს. ყველაზე გავრცელებული გზაა მისი უბრალოდ დალევა წყალთან ერთად.

მეორე არის ჭარხლის შეიკის გაკეთება. ქვემოთ მოცემულია ჭარხლის შეიკის რეცეპტი, ვისაც სურს მისი მიღება კოქტეილის სახით.

ინგრედიენტები:

1 ჭიქა ყინული

1 პორცია ჭარხლის ფხვნილი

1 ჭიქა ისპანახი

1/2 ჭიქა მოცვი ან მარწყვი

1 პორცია უგემოვნო ცილის ფხვნილი (შრატი ან კოლაგენი)

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვნებამდე.