ბეტა-ალანინი. ბენეფიტები, დოზირება, უსაფრთხოება

ყველა ადამიანს ვარჯიშის დროს, განსხვავებული მიზანი აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ, მაქსიმალურად გააუმჯობესონ ვარჯიშის ხარისხი.  ერთ-ერთი საუკეთესო საკვები დანამატი, რომელიც დაგეხმარებათ ამ მხრივ იყოთ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, არის ბეტა-ალანინი.  ბეტა-ალანინს შეუძლია გააუმჯობესოს კუნთების გამძლეობა და გაზარდოს მისი შესაძლებლობები. მარტივად რომ ვთქვათ: თუ ვარჯიშისგან მეტის მიღება გსურთ, მაშინ ბეტა-ალანინი არის ის, რაც გჭირდებათ.

სანამ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ბეტა-ალანინი, მოდი ჯერ გავიგოთ, თუ როგორ კლასიფიცირდება იგი. როგორც ვიცით, არსებობს 20 სახის ამინომჟავა, მათგან განსხვავებით, ბეტა-ალანინი საინტერესოდ გამორჩეულია. მისი უნიკალური მოლეკულური სტრუქტურის გამო, იგი სინთეზირდება როგორც ბეტა-ამინომჟავა. პირობითად, ამინომჟავები უკავშირდება β ნახშირბადს, თუმცა ბეტა-ამინომჟავები უკავშირდება α ნახშირბადს. ბეტა-ალანინს ბუნებრივად გამოიმუშავებს ორგანიზმი, რაც უჩვეულოა ბეტა-ამინომჟავისთვის.

როგორ მუშაობს ბეტა ალანინი

ენერგიის შესაქმნელად და ბიოლოგიური რეაქციების გასაძლიერებლად, სხეული იყენებს საკვებს, რომელსაც თქვენ მიირთმევთ. გლუკოზა ითვლება კუნთების საწვავის პირველწყაროდ, რომელიც მიღებულია ნახშირწყლებიდან. გლუკოზა ენერგის წარმოებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ამავდროულად იგი იწვევს რძემჟავის გამომუშავებას, რომელიც ზრდის კუნთების მჟავიანობას.

რძემჟავა იქმნება წყალბადის იონების (H+) დაგროვების შედეგად,  საბოლოოდ კი მის დაგროვებას კუნთების დაღლილობამდე მივყვავართ. ამ დროს, ორგანიზმში წვის შეგრძნება მატულობს, რაც გავლენას ახდენს ვარჯიშის ხარისხზეც.

ბეტა-ალანინი აერთიანებს ამინომჟავას l-ჰისტიდინს და ქმნის დიპეპტიდს, რომელსაც კარნოზინი ეწოდება. დადასტურებულია, რომ კარნოზინი ამცირებს კუნთების მჟავიანობას. კარნოზინს შეუძლია ლაქტური მჟავის (რძემჟავის ერთ-ერთი ბაქტერია) ბუფერული შეკავება, რაც ასე ვთქვათ „აპაუზებს“  კუნთების დაღლილობას. ეს პროცესი კი გადამწყვეტ როლს თამაშობს ვარჯიშის მოცულობის გაზრდაში.

ასე რომ ბეტა-ალანინს აქვს მთელი რიგი უპირატესობები, რომლებიც ფართოდ იქნა შესწავლილი მრავალი წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევების შედეგად.

ბეტა-ალანინი აუმჯობესებს სავარჯიშო პროცესს.

კვლევებმა აჩვენა, რომ ბეტა-ალანინი ზრდის კარნოზინის შემცველობას და აუმჯობესებს ვარჯიშის პროცესს.

ჟურნალში Amino Acids გამოქვეყნებულმა კვლევამ, დეტალურად შეისწავლა ბეტა-ალანინის ეფექტიანობა კარნოზინის შემცველობაზე. მასში მონაწილეობა მიიღეს  ველოსიპედისტებმა. შედეგებმა აჩვენა, რომ დღეში 5გ ბეტა-ალანინის დამატებით, 58%-ით გაიზარდა კუნთებში კარნოზინის შემცველობა, ხოლო 4 კვირის შემდეგ 80%-იან მაჩვენებელს მიაღწია.

როდესაც ბეტა-გადადის სისხლში და შემდგომ კუნთოვან ქსოვილში იზრდება ვარჯიშის მოცულობა და მცირდება კუნთების დაღლილობა.

ბეტა-ალანინი ასევე ზრდის სავარჯიშო გამეორებებს. ხოლო რაც უფრო მეტ გამეორებას შეძლებთ, მით უფრო მეტად შეძლებთ რძემჟავის განეიტრალებას.

ამ ფაქტს ადასტურებს ოკლაჰომას უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა, სადაც ერთობლივად გამოიყენეს ბეტა-ალანინისა და კრეატინის საკვები დანამატები. კვლევა მიმდინარეობდა 28 დღის განმავლობაში და მისი მიზანი იყო ფიზიკური დატვირთვის და ვარჯიშის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბეტა-ალანინის დამატებამ კრეატინთან ერთად, ვარჯიშის მოცულობა 16,9%-ით გაზარდა.

ბეტა-ალანინის დამატება საკვები დანამატის სახით, დაგეხმარებათ გაზარდოთ ვარჯიშის დროს გამეორებები.

 

ბეტა-ალანინი ზრდის ენერგიის გამომუშავებას.

ბეტა ალანინი ენერგის მაჩვენებლის ზრდას ახერხებს ადენოზინტრიფოსფატის (ATP-ის) სტიმულირებით, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ენერგის გამომუშავებაში და ხელს უწყობს პიკური სიმძლავრის განვითარებას (გამძლეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფორმა). პიკურ სიმძლავრე ასევე უწოდებენ კრიტიკულ მეტრიკას“, რადგან მოითხოვს საკმაო გამძლეობას, რა დროსაც გულისცემამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, შეიძლება მაქსიმალურ სიმძლავრ მიაღწიოს.

 ჟურნალ Applied Physiology-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ჩატარდა ბელგიაში. მასში მონაწილეობა მიიღეს მაღალკვალიფიციურმა ნიჩბოსნებმა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 7კვირის განმავლობაში ბეტა-ალანინის მიღების შედეგად, ნიჩბოსნების სიჩქარე 4,3 წამით გაუმჯობესდა.

სხვა კვლევაში სადაც მონაწილეობა მიიღეს ველოსიპედისტებმა 8 კვირის განმავლობაში  მათი საშუალო სიმძლავრ 11.4%-იანი გაირდა.

დამატებითი ინფორმაცია ბეტა-ალანინთან დაკავშირებით.

ბეტა-ალანინი მიღების დროს იწვევს პარესთეზიას. ეს ნიშნავს, რომ სხეულზე გექნებათ მსუბუქი ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება რამდენიმე წუთით. ეს იმის დასტურია რომ იგი ნამდვილად მუშაობს. ზოგისთვის ეს მომენტი არასასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველად იწყებს დანამატის გამოყენებას, თუმცა უმეტესობას პირიქით, ეს შეგრძნება უყვარს და სავარჯიშო მოტივაციასაც კი უმაღლებს. დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეგუება ამ პროცესს და ნაკლებად მგრძნობიარე ხდება.

ბეტა-ალანინს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ვარჯიშის ხარისხი, თუმცა ამისათვის იგი უნდა გამოიყენოთ როგორც ცალკეული საკვები დანამატი. (შეიძლება ზოგიერთი ენერგიის მასტიმულირებელი საკვები დანამატი შეიცავდეს „გენერიკ“ ბეტა-ალანინს, რომელიც გაცილებით იაფია და შესაბამისად ნაკლები ეფექტი აქვს.) თქვენ უნდა მიიღოთ კარნოზინ ბეტა-ალანინი.

თუ გსურთ რომ ვარჯიშის ხარისხი მაქსიმალურად გააუმჯობესოთ, შეგიძლიათ ბეტა-ალანინი შეურიოთ ციტრულინ მალატს და კრეატინ მონოჰიდრატს. ასეთ დროს, ფიზიკურ ძალასა და გამძლეობასთან ერთად, სრულ ტონუსში მოდის კუნთოვანი ქსოვილი და ვარჯიშიც ბევრად სასიამოვნოა.