Swanson-ი ერთ-ერთია იმათგან, რომელმაც საკვები დანამატების წარმოება ათწლეულების წინათ დაიწყო, კერძოდ კი 1969 წელს.
თავიდან კომპანიამ შექმნა E-ვიტამინი საკვები დანამატის სახით, რაც იმ დროისთვის ინოვაციურ ნაბიჯად ჩაითვალა. პროდუქტმა მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა და მისი რეალიზება მაღალი ტემპით მიმდინარეობდა.
1982 წელს კომპანიამ აქტიურად დაიწყო საკვები დანამატების წარმოება და შექმნა საწარმო, რომლის ფართობი მოიცავდა 15000 კვ ფუტს (1402მ2).
2001 წელს swanson - მა, კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა განვითარებისკენ, ხოლო ობიექტი, სადაც საკვები დანამატების წარმოება ხდებოდა 120 000 კვ ფუტის(11 000მ2) ფართობს იკავებდა.
2016 წელს ჩატარდა გამოკითხვა თუ საკვები დანამატების მწარმოებელ რომელ კომპანიას ჰყავდა ყველაზე მეტი მომხმარებელი. პირველი ადგილი swanson-მა დაიკავა. ეს ნამდვილად არ მომხდარა შემთხვევით. Swanson - ი ფლობს GMP-ი ხარისხის სერთიფიკატს და ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს FDA-ისთან ( რომელიც ზედამხედველობას უწევს საკვები დანამატების წარმოების ხარისხის უსაფრთხოებას.)
საქართველოში swanson-ის ოფიციალური წარმომადგენელია ვიტამინი. ახლა კი განვიხილოთ კომპანიის გამორჩეული საკვები დანამატები.
Swanson - Passion Tongkat Ali - მალაიზიური წარმოშობის მცენარე, რომელიც იზრდება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.
Tongkat ali სიტყვასიტყვით ნიშნავს "ალის ჯოხს", რაც მიუთითებს მის აფროდიზიაკურ( ნივთიერები, რომელნიც ასტიმულირებენ ან აძლიერებენ სქესობრივ ლტოლვას) ეფექტზე. Tongkat ali-ის ექსტრაქტში ბიოაქტიური ნაერთების არსებობა ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის ამაღლებას და ლიბიდოს გაუმჯობესებას. გარდა ამისა, Tongkat ali ასევე აუმჯობესებს სპერმის მოძრაობას, სექსუალურ სწრაფვას და საერთო რეპროდუქციულ ფუნქციას მამაკაცებში.
Tongkat Ali-ი საუკუნეებია, რაც გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში და მისი გამოყენება პრაქტიკულია მამაკაცებში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. იგი ბუნებრივი სახით ასტიმულირებს მამაკაცის მთავარი ჰორმონის ტესტოსტერონის გამოყოფას.
Tongkat Ali-ის მიღება საკვები დანამატის სახით, სასარგებლოა სტრესის შესამსუბუქებლად. ოფიციალურად დადასტურებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Tongkat Ali-ს მიღება ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონეს 16%-ით.
Tongkat ali-ის გამოყენება ასევე პრაქტიკულია ვარჯიშის დროსაც. იგი ბუნებრივი სახით შეიცავს კვაზინოიდებს(აქტიური ნაერთები) რომლის მეშვეობითაც ენერგიის გამოყენება გაცილებით ეფექტიანად მიმდინარეობს, შედეგად ორგანიზმში მცირდება დაღლილობის შეგრძნება და მატულობს გამძლეობა.
Swanson - Passion Horny Goat Weed Complex - ქართულად სიტყვასიტვით ითქმის როგორც „რქოვანი თხის სარეველას კომპლექსი“ . მისი უცნაური სახელწოდებიდან გამომდინარეც ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს საინტერესო და იშვიათი სახის საკვებდანამატთან.
Swanson - Passion Horny Goat Weed Complex გახლავთ კომპლექსური სახის მცენარული საკვები დანამატი, რომელიც ასტიმულირებს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სექსუალურ ლტოლვას. მის შემადგენლობაში შედის: ტრიბულუსი, მაკა, მაკუნა პრუენსი და პოლიპოდიუმის ექსტრაქტი. ზემოთ ჩამოთვლილი კომბინაციური მოქმედების შედეგად, ადამიანის ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავება გაცილებით მაღალი ინტენსივობით მიმდინარეობს.
Passion Horny Goat Weed Complex-ს გამოყენების ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგალითად, ჩინურ მედიცინაში მას უკვე 2000 წელზე მეტია იყენებენ. ამ კომპლექსის მეშვეობით შესაძლებელია ქალის „შუახნის ასაკში“ დამახასიათებელი დისკომფორტის შემსუბუქება. ასევე, პირველადი კვლევის თანახმად, დადგინდა, რომ Passion Horny Goat Weed Complex-მა შეიძლება გააუმჯობესოს ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი.) სისქე თხელი ენდომეტრიუმის მქონე ქალბატონებში.
Swanson - Indole-3 carbinol 200mg - წარმოიქმნება ნივთიერებისგან, რომელსაც ეწოდება გლუკობრასიცინი,(ორგანული ნაერთი) რომელიც ძირითადად გვხვდება ბოსტნეულში, როგორიცაა: ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, მდოგვის მარცვალი და ასე შემდეგ..
ინდოლ 3 კარბინოლის გამოყენებას მრავალი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის, მაგალითად, მისი გამოყენება ხდება სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. ეს კი იმის წყალობით არის შესაძლებელი, რომ მას ბუნებრივად აქვს უნარი სხეული უჯრედულ დონეზე დაიცვას. იგი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ხელს უწყობს ჯანსაღი უჯრედების ციკლს.
ინდოლ 3 კარბინოლის გამოყენება პრაქტიკულია მათთვის, ვინც მაღალი ინტენსივობით ვვარჯიშობს, რადგანაც ამ დროს კუნთი რეგულარულ რეჟიმში ჩვენი მხრიდან მიზანმიმართულ სტრესს განიცდის.
ინდოლ 3 კარბინოლის მიღება შესაძლებელია წონის კლების პროცესშიც, რადგანაც წონის კლების დროს საკვები რაციონი მნიშვნელოვნად იცვლება, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ კუნთის ქსოვილს, რომელიც ძალიან მგრძნობიარე ხდება.
Swanson - Taurine 500mg - არის ამინომჟავა, რომელსაც აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის იმუნური ჯანმრთელობისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირების მხარდაჭერა. უმეტეს შემთხვევაში, ორგანიზმი თავისთავად გამოიმუშავებს საკმარის ტაურინს, (განსაკუთრებით იგი გვხვდება სხეულის ელექრტულ ქსოვილებსა თუ ორგანოებში, მაგალითად: გული, ტვინი, ჩონჩხი) მაგრამ რეგულარული ვარჯიშის დროს, ტაურინის მიღება დაგეხმარებათ საჭირო ჰორმონალური თუ მეტაბოლური პროცესების წარმართვაში.
ორგანიზმში მისი ყველგანმყოფი უნარის გამო, ტაურინს ზედმეტსახელად უჯრედების დამცავი აგენტი შეარქვეს.
ტაურინის აუცილებლობას კიდევ ერთი დეტალი უსვამს ხაზს: პლაზმაში(სისხლის მთავარი კომპონენტი) ტაურინის დაბალი დონე იწვევს სხვადასხვა არსასურველ მდგომარეობას, მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და მე-2 ტიპის დიაბეტი.
უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ტაურინი ამცირებს არტერიულ წნევას და მისი გამოყენება ეფექტურია ჰიპერტენზიის (დაავადება, რომლის დროსაც მომატებულია სისხლის წნევა.) ასევე მას შეუძლია ორგანიზმში შეამციროს არაჯანსაღი ქოლესტერინის დონე, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადების ერთ-ერთი წინაპირობაა.
Swanson – inosine - ნუკლეოზიდის სახელით ცნობილი აქტიური ნივთიერება , რომელიც გვხვდება კუნთოვან ქსოვილში.
1970-იან წლებში სპორტულ მეცნიერებაში ინოზინის გამოყენება დაიწყო და მას შემდეგ, საკვები დანამატების ბაზარზე აქტიურად ხდება მისი წარმოება. ინოსისი განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვინც მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობს და სურს თავისი ფიზიკური კონდიციები გააუმჯობესოს.
ინოზინის პოტენციური სარგებელი გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი მოქმედებს როგორც დნმ-ისა და რნმ-ის სამშენებლო ბლოკი, რაც ეხმარება ჯანსაღი ნერვული ტოტების ზრდას ტვინში და ხელს უწყობს გამართულ ნერვულ მუშაობას ზურგის ტვინში.
ინოზინს ასევე შინოზინის პოტენციური სარგებელი გამომდინარეობს იქიდან, რომ იგი მოქმედებს როგორც დნმ-ისა და რნმ-ის სამშენებლო ბლოკი, რაც ეხმარება ჯანსაღი ნერვული ტოტების ზრდას ტვინში და ხელს უწყობს გამართულ ნერვულ მუშაობას ზურგის ტვინში.
ინოზინს ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ადენოზინტრიფოსფატის (ATP) შენარჩუნებას, ეს ის ადგილია ორგანიზმში, სადაც ენერგის გამომუშავება, შექმნა და შემდგომ მისი საჭიროებისამებრ გამოყენება ხდება.
ინოზინის გამოყენება საკვები დანამატის სახით კარგი საშუალებაა, როგორც ზოგადი ჯანმრთელობისთვის, ასევე სერიოზულ დაავადებასთან ბრძოლის დროსაც.
ავტორიტეტულ ჟურნალში მედინიცინის კვლევა იყო გამოქვეყნებული, სადაც ნათქვამია, ~რომ ინოზინის მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც აღენიშნება გაფანტული სკლეროზის სიპტომები.
ასევე, ერთ-ერთ გამოქვეყნებულ სანდო მიმოხილვაში ნათქვამი იყო, რომ ინოზინს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად შეამციროს ისეთი სერიოზული ნერვოლოგიური დარღვევა, როგორებიცააზურგის ტვინის დაზიანება და მისი არასრული მუშაობა.