აშვაგანდას სასარგებლო თვისებები

აშვაგანდა (სიტყვა-სიტყვით aka Withania somnifera) ადაპტოგენური მცენარე, რომელიც პოპულარულია აიურვედასა (მრავალსაუკუნოვანი ინდური მედიცინა) და ტრადიციულ მედიცინაში. მას გმოყენების 2500 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ამ ხნის განმავლობაში მასზე არაერთი სხვადასხვა კვლევა არის ჩატარებული (დაახლოებით 200მდე).

მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, აშვაგანადას რამდენიმე მეტსახელიც კი შეარქვეს, ერთ-ერთი მათგანია „ინდური ჟენშენი“, რადგან მას ტრადიციულად იყენებდნენ ავადმყოფობის შემდეგ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის აშვაგანდას ერთადერთი სარგებელი.

მისი ადაპტოგენური თვისებების გამო, აშვაგანდა ეხმარება ორგანიზმს ჰომეოსტაზის (ორგანიზმის შინაგანი გარემოს შედგენილობისა და ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შედარებითი დინამიკური მუდმივობა და ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციების შედეგობა) შენარჩუნებაში, როდესაც ამის განსაკუთრებული საჭიროება არსებობს.

 

აშვაგანდა შეიცავს ბევრ სასარგებლო ელემენტს, მათ შორის ფლავონოიდებსა და ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა  გლუტათიონი, იგი ცნობილია მეტსახელით "ყველა ანტიოქსიდანტის დედა".

 

 

ასევე მის შემადგენლობაში შეხვდებით შეუცვლელი სახის ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელსაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის ორგანიზმში.

მოდი, განვიხილოთ აშვაგანდას სარგებლობის ის მხარეები რომელზეც შეიძლება ნაკლები გსმენიათ.

   ფარისებრი ჯირკვლის გაუმჯობესებული მუშაობა

დღევანდელი მონაცემებით მილიონობით ადამიანი ებრძვის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს.  უფრო სამწუხარო ის არის, რომ უმეტეს შემთხვევაში მარტივი არ არის მისი დამარცხება.

2017 წლის გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც დაიბეჭდა სამედიცინო ჟურნალში, გამახვილებული იყო ყურადღება აშვაგანდას სარგებელზე.

50 მონაწილეს დაუსვეს ფარისებრი ჯირკვლის აშლილობის დიაგნოზი,

რვაკვირიანი პერიოდის განმავლობაში, ისინი იღებდნენ ყოველდღიურად 600 მილიგრამ აშვაგანდას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აშვაგანდას ექსტრაქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) თიროქსინის გამომუშავებას.

აიურვედასა და ინტეგრაციული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებულმა სხვა კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აშვაგანდას აქვს ფარისებრი ჯირკვლის გამაძლიერებელი თვისებები. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებმა, რომლებმაც საკუთარ თავში კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება იგრძნეს.

თირკმელზედა ჯირკვლის დაღლილობის მოხსნა

აშვაგანდა ხელს უწყობს თირკმლების ფუნქციების გაუმჯობესებას. თირკმელზედა ჯირკვლები არის ენდოკრინული ჯირკვლები, რაც ნიშნავს რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ჰორმონების, განსაკუთრებით ადრენალინის გამოყოფაზე, რომელიც კარგად ებრძვის სტრესულ გარემოებებს.

რა დროს ხდება თირკმელზედა ჯირკვლის დაღლილობის წარმოშობა? ფიზიკური, ემოციური, თუ ფსიქიკური სტრესის დროს, რა დროსაც განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს აღნიშნული ტიპის ჯირკვლები.

თირკმელზედა ჯირკვლების გადატვირთულმა მუშაობამ შესაძლოა დაარღვიოს ორგანიზმში არსებული სხვა ჰორმონების წარმოება, მათ შორის პროგესტერონის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა და DHEA-ის დონის დაქვეითება, (ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში აუმჯობესებს ძალისმიერ ფუქნციებს)

                           ანტიდეპრესანტი

დეპრესია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სევდიანი მდგომარეობა. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის განწყობაზე, ურთიერთობებზე, ოჯახსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. . დეპრესიამ შესაძლოა თქვენი საყვარელი საქმიანობა უინტერესო გახადოს. ასე რომ მასთან ბრძოლა მხოლოდ საკუთარი რესურსით ძალიან რთულია.

აშვაგანდა გახლავთ ერთ ერთი ბუნებრივი საშუალება, დეპრესიასთან საბრძოლველად. იგი ამცირებს შფოთს, რაც შესაძლოა ბევრი ფიზიოლოგიური ქმედების დარღვევის მიზეზი გახდეს. მაგალითად როდესაც მოუსვენრობა და შფოთი რეგულარულ ხასიათს იღებს, ამან შეიძლება ორგანიზმში გაზარდოს მავნე ნივთიერების ამიაკის დონე.

კვლევებმა აჩვენა, რომ აშვაგანდა ასევე ამცირებს კორტიზოლის დონეს თქვენს ორგანიზმში, ამსუბუქებს სტრესს და მის სიმპტომებს, როგორიცაა მომატებული არტერიული წნევა და გულისცემა. იგი ხელს უწყობს ნერვული სისტემის აქტივობის ბლოკირებას ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. (როცა ადამიანი შფოთავს ან ნერვიულობს სპეციფიკური საფრთხის ან საფრთხის მომტანი ობიექტის არარსებობის პირობებში).

             სისხლში შაქრის დონის ბალანსი

აშვაგანდა შეფასებულია  ანტიდიაბეტური ეფექტიანობით, ეს სავარაუდოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ მას გააჩნია ფენოლური ნაერთები, (ორგანული ნაერთები, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს) მათ შორის ფლავონოიდების(ერთ-ერთი ტიპის საკვები წყარო) არსებობის გამო. ფლავონოიდებს გააჩნია ისეთი ტიპის აქტივობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სისხლში შაქრის ნორმალური დონის მიღწევა, კერძოდ კი, ის ამცირებს გლუკოზის და ინსულინის დონეს სისხლში.

       ტვინის უჯრედების დეგენერაციის შემცირება

                    და მეხსიერების გაუმჯობესება

ემოციურ, ფიზიკურ და ქიმიურ სტრესს შეუძლია საზიანო გავლენა მოახდინოს ტვინზე და ნერვულ სისტემაზე. აშვაგანდა მეტია, ვიდრე უბრალოდ სტრესის შემამსუბუქებელი. ის ასევე იცავს ტვინის უჯრედებს გადაგვარებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნეიროდეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა ალცჰეიმერი და პარკინსონი.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი ასე ეფექტურია ტვინის სამკურნალოდ, არის ის, რომ იგი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს, რაც იწვევს დაბერებას.

2017 წლის ჟურნალ, Journal of Dietary Supplements-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშვაგანდა ეფექტურად აძლიერებს როგორც უშუალო, ისე ზოგად მეხსიერებას მსუბუქი კოგნიტური უკმარისობის მქონე ადამიანებში.

აშვაგანდას ასევე შეუძლია გააუმჯობესოს ყურადღება, ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე და გონებრივი უნარები. კვლევაში სადაც მონაწილეობდა 50 ზრდასრული ადამიანი, მიიღეს 300 მილიგრამი აშვაგანდა საკვები დანამატის სახით, 8 კვირის განმავლობაში. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ აშვაგანდას მკურნალობამ შეძლო მეხსიერების და სხვა კოგნიტური უნარების გაძლიერება.