Applied nutrition - მაღალი კლასის საერთაშორისო ბრიტანული ბრენდი და მისი ბენეფიტები

Applied nutrition-ი დაარსდა 2014 წელს, რომელმაც უმოკლეს დროში, საკუთარი ხედვა დანერგა საკვები დანამატების სამყაროში. დღეისათვის კომპანიის პროდუქტების რეალიზება 60 ქვეყანაში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Applied nutrition-ის პროდუქციის შეძენა 2023 წლიდან შესაძლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. რით არის ეს ფაქტი გამორჩეული? იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკამ პირველმა დაიწყო საკვები დანამატების წარმოება და არის ქვეყანა, სადაც მრავალი ბრენდის მაღალი ხარისხის პროდუქციას შეხვდებით.  ჩამოთვლილი უპირატესობების მიუხედავად, Applied Nutrition ახერხებს საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ამ უზარმაზარ კონტინენტზე.

განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც Applied Nutrition არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი მსოფლიო ბაზარზე, მაგალითად კომპანია ფლობს სამი სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან სერთიფიკატს.

GMP (კარგი წარმოების პრაქტიკა) - ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი ლაბორატორია ამოწმებს და უზრუნველყოფს ნედლეულის ხარისხს, უვნებლობა, ტექნოლოგიის სისწორეს და საკვები დანამატების ვარგისიანობას.

Informed Sport- კომპანია ამოწმებს პროდუქტების შემადგენლობაში არ შედიოდეს აკრძალული ნივთიერებები, რომელიც საერთო ჯამში 220-ზე მეტია და პროფესიონალურ სპორტში მკაცრად კონტროლდება.

ჰალალ სერთიფიკატი გაიცემა მხოლოდ იმ შემთვევაში, როდესაც პროდუქტი შექმნილია მუსულმანური წესების სრული დაცვით. ეს კი საშუალებას აძლევს ისლამის მიმდევრებს, თავისუფლად შეიძინონ სასურველი პროდუქტი.

 

ასევე კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებში, მაგალითად, Applied Nutrition სპონსორია ისეთი ცნობილი სპორტსმენების რომლებიც არიან: MOLLY MCCANN-ი(UFC), Nethaneel Mitchell-Blake-ი(სირბილი) და ასე შემდეგ..

Applied nutrition-ი პატრნიორია ისეთი წარმატებული საფეხბურთო კლუბების, როგორებიცაა: Fullam-ი და Rangers-ი.

ზემოთ განხილული ინფორმაციების საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Applied Nutrition საკვები დანამატების ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და სანდო ბრენდია.

უკვე 4 წელზე მეტია საქართველოში Applied Nutrition -ის ოფიციალური წარმომადგენელი არის კომპანია „ვიტამინი“ და დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია, ამიტომ ამ ბლოგში გაგაცნობთ Applied Nutrition -ის გამორჩეულად საინტერესო საკვებდანამატებს.

  

Applied Nutrition - Marine Collagen - ზღვის თევზეულის ბაზაზე დამზადებული ელასტიური სახის ცილა, რომელშიც ყველაზე მეტად ჭარბობს ვირთევზას კოლაგენი. ზღვის კოლაგენი არის 1-ი ტიპის კოლაგენი, რომელიც მიიღება თევზის კოლაგენის პეპტიდებისგან. ამ ტიპის კოლაგენს გააჩნია ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობა ორგანიზმში და გამოირჩევა ამინომჟავების მაღალი კონცენტრაციით.

სხვა კოლაგენებისგან განსხვავებით, ზღვის კოლაგენი განსაკუთრებულად  მხარს უჭერს კანის, თმის და ფრჩხილების ჯანმრთელობას. კვლევებმა აჩვენა, რომ 1-ი ტიპის კოლაგენი, რომელიც მზადდება მხოლოდ ზღვის თევზისგან, 1,5-ჯერ უფრო მეტად ბიოშეღწევადია, ვიდრე მსხვილფეხა საქონლის კოლაგენი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მას გააჩნია მეტად მცირე ცილის ნაწილაკები, რომელსაც უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი.

Applied Nutrition - Critical Mass - გეინერი, რომელიც წარმოადგენს აუცილებებლი საკვები ნუტრიენტებისა და რამდენიმე საკვები დანამატის გაერთიანებულ, სრულყოფილ ფორმულას, განსაკუთრებით,  მისი მიღება პრიორიტეულია მათთვის, ვისაც სურს წონის მომატება და კუნთური მასის ზრდა.

რა უპირატესობები აქვს critical mass სხვა გეინერებთან შედარებით? პირველ რიგში ყურადღებას იქცევს მისი ნახშიწრყლების ტიპი.

არსებობს ნახშიწრყლების ორი ტიპი: მონოსახარიდები(მარტივი ნახშირწყლები, რომელიც ძირითადში არის შაქარი) პოლისახარიდები(რთული მოლეკულური სტრუქტურის მქონე ნახშირწყლები)

Critical Mass-ის გეინერში 98%-ი შედის პოლისახარიდები რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მიღებით, ფაქტობრივად, მხოლოდ კუნთურ მასას მოიმატებთ.

მის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ტიპის კრეატინი, ასევე მაღალი შემცველობით პროტეინი და შეუცვლელი ამინომჟავების სრული სპექტრი. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში, საშუალებას მოგცემთ გააუმჯობესოთ ვარჯიშის ხარისხი.

საერთო ჯამში critical mass-ის შემადგენლობის განხილვით ვრწმუნდებით, რომ ეს გახლავთ საგულდაგულოდ ნაფიქრი, კარგად კონცენტრირებული, უმაღლესი ხარისხის გეინერი, საკვები დანამატის სახით.

 Applied nutrition – shred x powder - ინოვაციური ფორმულით შექმნილი ძლიერი თერმოგენული ცხიმისმწველი, რომელსაც მაღალი ენერგიული ღირებულებებიც გააჩნია, რაც მოგცემთ საშუალებას ვარჯიში შესაბამისი განწყობით და მოტივაციით დაიწყოთ.

 

 სხვა თერმოგენებისგან ისიც განასხვავებს, რომ აქტიური ინგედიენტების გარდა, მის შემადგენლობაში შეხვდებით რამდენიმე სახის აუცილებელ ამინომჟავებს. განვიხილოთ მათგან ერთ-ერთი.

 

L-theanine-ი, ამინომჟავა, რომელიც მზადდება მწვანე ჩაის ფოთლიდან. იგი კლასიფიცირდება, როგორც ნოოტროპული ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც უმჯობესესდება მეხსიერება, კონცენტრაცია, კრეატიულობა და სხვა აუცილებელი ფუნქციები. მას ასევე სასარგებლო გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს შფოთვას, შიშებს, ებრძვის ძილის პრობლემებს და აქვს სხვა ბევრი სასარგებლო ეფექტი.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები აუცილებელია ჯანსაღი ცხიმის წვის დროს, რათა ორგანიზმისთვის ვარჯიში და შემდგომი პერიოდი არ

აღმოჩნდეს სტრესული.

 

 

Applied Nutrition - Body Fuel Electrolyte Water - ელექტროლიტების ძლიერი ფორმულა თხევადი სახით.

ელექტროლიტები არის ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი სახით დადებითი ან უარყოფითი ელექტრული მუხტი წყალში გახსნისას. ზრდასრული ადამიანის სხეულში დაახლოებით 60% წყალია, რაც ნიშნავს, რომ სხეულის თითქმის ყველა სითხე და უჯრედი შეიცავს ელექტროლიტებს. მათი მეშვეობით ხდება ქიმიური რეაქციების დარეგულირება, უჯრედების შიგნით და გარეთ სითხის ბალანსის შენარჩუნება.

ადამიანის სხეული ელექტროლიტებს ან მათ კომპონენტებს იღებს საკვებისა და სასმელის მეშვეობით, თუმცა საკმაოდ დიდი რაოდენობით ელექტროლიტები იკარგება ვარჯიშის დროს ოფლის ინტენსიური გამოყოფის გამო.

Applied Nutrition - Body Fuel Electrolyte Water-ში სადაც წარმოდგენილია ელექტროლიტების კომპლექსი, რომელიც (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდი, თუთია და მაგნიუმი) დაგეხმარებათ ვარჯიშის შემდგომ საჭირო ბალანსის აღდგენაში.

Applied Nutrition's Clear Whey Protein - ჰიდროლიზირებული შრატის პროტეინის იზოლატი. მისი მთავარი სიახლე გახლავთ დახვეწილი სტრუქტურა (წვენის), რომლის მეშვეობითაც ბევრად უფრო მარტივი და სასიამოვნოა ცილის მიღება.

მსგავსი ტიპის პროტეინი გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური ღირებულებებით. ჰიდროლიზირებული პროტეინი, ეს გახლავთ ცილის ყველაზე მაღალი ხარისხი, სადაც პროტეინის მაჩვენებელი მინიმუმ 90%ია.

 

მისი მიღება განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია წონის კლება და მაქსიმალურად კუნთური მასის შენარჩუნება. EAA(9 სახის ამინომჟავა) ფორმულის მეშვეობით მაქსიმალურად შეძლებთ კუნთი დაიცვათ ქსოვილის დონეზე.

 

საერთო ჯამში დღევანდელი განხილვა რომ შევაჯამოთ: Applied Nutrition არის საერთაშორისო ინოვაციური ბრენდი, რომელიც გახლავთ ხარისხისა და ინდივიდუალურობის იდეალური შერწყმა.