თმის ცვენა ბუნებრივი პროცესია, თუმცა თმის ჭარბი რაოდენობით ცვენა წარმოადგენს პრობლემას, რომელიც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.
ჯანსაღი თმის ზრდისთვის საჭიროა სხვადასხვა ვიტამინები, მინერალები და ცხიმოვანი მჟავები.
დერმატოლოგიასა და თერაპიაში გამოქვეყნებული კვლევევების მიხედვით საკვები ნივთიერებების ნაკლებობა თმის ცვენის, შეთხელების და თმის ცვენის მთავარი მიზეზია.
თმის ზრდის ციკლზე გავლენას ახდენს რამდენიმე ჰორმონი, მათ შორის ესტროგენი და ტესტოსტერონი. ამ ჰორმონების დისბალანსს კი შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა.
ქრონიკული სტრესი დაკავშირებულია კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის ამაღლებულ დონესთან, რომელსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს თმის ფოლიკულების ფუნქციონირებაზე და შეზღუდოს სისხლის მიმოქცევა სკალპში.
გარდა ამისა, Cosmetics Journal-ში გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა დაადგინეს, რომ ანთება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თმის ცვენაში და ვარაუდობს, რომ ანთების საწინააღმდეგო მოლეკულებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ თმის ფოლიკულების ზრდის ფაზას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა და ზრდის შეფერხება.
ფაქტორები, რომლებიც იწვევს ქრონიკულ ანთებას, მოიცავს:
ჭარბი ცხიმი
ქრონიკული სტრესი
რაფინირებული ნახშირწყლების, შაქრისა და დამუშავებული საკვების რეგულარული მოხმარება
ფიზიკური ვარჯიშის ნაკლებობა
მოწევა და ალკოჰოლის მიღება
ცუდი ძილი
შესაძლებელია თმის ცვენის ბუნებრივად შეჩერება?
დიახ, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თმის ცვენის შეჩერება და თმის მოცულობის გაზრდა მარტივი, მაგრამ ეფექტური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით.
9 ბუნებრივი საშუალება თმის ცვენისთვის
თმის ცვენამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პიროვნული და ფიზიოლოგიური დატვირთვა, რაც გავლენას მოახდენს თვითშეფასებაზე და თავდაჯერებულობაზე. საბედნიეროდ, სხვადასხვა საშუალებებს შეუძლიათ თმის ცვენის თავიდან აცილება და შებრუნებაც კი.
1. შეინარჩუნეთ D ვიტამინის ოპტიმალური დონე
D ვიტამინის ოპტიმალური დონის შენარჩუნება ხელს უწყობს თმის ჯანსაღ ზრდას და ამცირებს მამაკაცებში სიმელოტეს და ალოპეციას.
D ვიტამინის დეფიციტი ფართოდ არის გავრცელებული.(ამიტომ აღენიშნება ამერიკელების 35%-ს თმის ცვენის სერიოზული პრობლემები.)
D ვიტამინი ხელს უწყობს თმის ფოლიკულების ნორმალურ ციკლს და ამცირებს ანთებას რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს სკალპის და თმის ჯანმრთელობაში.
ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ასაკი, გეოგრაფიული მდებარეობა და კანის ტონალობა, შეუძლია გავლენა მოახდინოს D ვიტამინის წარმოებაზე და ხელი შეუწყოს D ვიტამინის დეფიციტს, მზის ადეკვატური ზემოქმედების მიუხედავად.
ვიტამინი D3 საკვებდანამატის მიღება არის მოსახერხებელი და ეფექტური სტრატეგია D ვიტამინის ოპტიმალური მარაგების შესანარჩუნებლად და თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
2. მიირთვით მეტი ზღვის პროდუქტები
ზღვის პროდუქტები, მათ შორის კრევეტები, მიდიები, მოლუსკები და ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია და კალმახი, ომეგა -3ის მდიდარი წყაროა.
ეს არსებითი ცხიმოვანი მჟავები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სკალპის ბუნებრივი ცხიმოვანი ბარიერის შესანარჩუნებლად, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და გვეხმარება თავიდან აიცილოთ სკალპის გაღიზიანება.
თუ რეგულარულად ვერ ახერხებთ ზღვის პროდუქტების მიღებას საკვები სახით, შესანიშნავი საშუალებაა ომეგა 3-ის საკვებდანამატები.
3. სკალპის რეგულარული მასაჟები
სკალპის ჯანმრთელობის ხელშეწყობა გადამწყვეტია ნაადრევი თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად და თმის ბუნებრივი ზრდის მხარდასაჭერად.
სკალპის მასაჟი ზრდის სისხლის ნაკადს, აწვდის ჟანგბადს და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს თმის ფოლიკულების ფუნქციას და მის ზრდას.
უკეთესი მიმოქცევა ასევე ხელს უწყობს სკალპიდან ტოქსინებისა და ნარჩენების მოცილებას.
ამიტომ, თავის კანზე რეგულარული მასაჟი არის ერთ-ერთე ყველაზე ეფექტური ბუნებრივი მეთოდი თმის ზრდის ხელშეწყობისთვის.
სკალპის მასაჟი ეთერზეთების ან ქოქოსის ზეთით ხელს უწყობს სიმშრალისა და გაღიზიანების შემცირებას და მაქსიმალურად ზრდის სკალპის მასაჟის სარგებელს.
ზეთები რომლებსაც აქვთ სარგებელი თმის ჯანმრთელობისთვის:
გოგრის თესლის ზეთი
აბუსალათინის ზეთი
ჟოჟობას ზეთი
ლავანდის ეთერზეთი
როზმარინის ეთერზეთი
4. ალოე ვერას თმის ნიღაბი
ალოე ვერას გელის წასმა სკალპსა და თმაზე ხელ უწყობს თმის ხელახლა ზრდას და თმის ცვენის შემცირებას.
ალოე ვერას გელი შეიცავს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის C და E ვიტამინებს, მინერალებს და ამინომჟავებს, რომლებიც კვებავს თმის ფოლიკულებს, აძლიერებს თმის ღერს და აუმჯობესებს სკალპისა და თმის საერთო მდგომარეობას.
5. მინერალების კომპლექსი
მინერალური კომპლექსები დიდი ხანია ცნობილია, როგორც თმის ზრდის ბუნებრივი საკვებდანამატი.
მინერალები აუცილებელია თმის სიმტკიცის, ზრდისა და გარეგნობის შესანარჩუნებლად, ხოლო მისი დეფიციტი იწვევს თმის ცვენის, გამელოტებისა და ზრდის შეფერხებას.
მინერალებიდან განსაკუთრებით თუთია, სპილენძი, სელენი და მაგნიუმი, კრიტიკულუად მნიშვნელოვანია თმის ფოლიკულების ფუნქციონირებისთვის.
გარდა ამისა რკინა აადვილებს სისხლის მიმოქცევას მთელს სხეულში, რაც უზრუნველყოფს თმის ფოლიკულებში ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიღებას.
6. წითელი ჟენშენის ექსტრაქტი
წითელი ჟენშენის ექსტრაქტი არის პოპულარული ბუნებრივი საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს თმის ზრდის გაძლიერებას.
მოლეკულური მეცნიერების საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კლინიკურმა კვლევამ[9] დაადგინა, რომ წითელ ჟენშენს შეუძლია დაარეგულიროს თმის ციკლის ფაზებში ჩართული სხვადასხვა ცილების აქტივობა და შეიძლება იყოს ეფექტური როგორც არაფარმაცევტული საშუალება თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად და თმის ზრდის ხელშეწყობისთვის.
7. მოერიდეთ რაფინირებულ ნახშირწყლებსა და შაქარს
ნახშირწყლებითა და შაქრებით მდიდარი დიეტა იწვევს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის მატებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ინსულინის წინააღმდეგობას.
ინსულინის რეზისტენტობა ასოცირდება ანთებასთან და ჰორმონალურ დისბალანსთან, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თმის ფოლიკულებზე და გამოიწვიოს თმის ცვენა.
შაქრისა და არაჯანსაღი ნახშირწყლების შემცირება ხელს უწყობს მეტაბოლურ ჯანმრთელობას და ინსულინის წინააღმდეგობის თავიდან აცილებას, რითაც ამცირებს ანთების და ჰორმონალური პრობლემების რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული თმის ცვენა.