5-HTP-ის თვისებები

5-HTP (5-ჰიდროქსიტრიპტოფანი) არის ამინომჟავა, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება სხეულში. ეს არის სეროტონინის წინამორბედი. ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც აგზავნის სიგნალებს ნერვულ უჯრედებს შორის. ორგანიზმში მიმდინარე იმ პროცესების ჩამონათვალი, რომლებშიც მონაწილეობს სეროტონინი საკმაოდ ვრცელია. სეროტინინის გარეშე ძირითადი ორგანოების მუშაობა ფაქტიურად შეუძლებელია.

მაგალითად თავის ტვინში სეროტონინი მონაწილეობს ქცევითი პროცესების რეგულირებაში, მათ შორის არის: განწყობა, მადა, სტრესისადმი დამოკიდებულება, შიში და მეხსიერება. სეროტონინი ასევე არის ცენტრალური ნერვული სისტემის ბევრ პროცესებში ჩართული. მაგალითად: ძილი ციკლი, გადაადგილების კონტროლი და სხეულის ტემპერატურის რეგულირება.

5-HTP-ის სარგებელი

ზრდის სეროტონინის დონეს

სეროტონინის წარმოებისთვის, ამინომჟავა L-ტრიტოფანი გარდაიქმნება 5-HTP-ად, შემდგომ კი სეროტონინად. 5-HTP-ის დამატება ბევრად ამარტივებს L-ტრიპტოფანის ამ თავდაპირველ სინთეზირებას. არაერთი კვლევა ადასტურებს რომ 5-HTP ეფექტურად ზრდის სეროტონინის დონეს თავის ტვინში.

სეროტონინი მუშაობს ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალების გადაცემით. ის ცვლის ტვინის ფუნქციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის განწყობასა და ძილის მდგომარეობაზე.

სეროტონინის თერაპია საკმაოდ განვითარებადი და რაც მთავარია პრაქტიკული სფეროა. მათი მიღება სასარგებლოა ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ძილი, დეპრესია, დაღლილობა, შფოთვა და სექსუალური დისფუნქციები. ამ აუცილებელი ამინომჟავის მიზნობრივად გამოყენება აუმჯობესებს ჯანმრთელობას და რაც მთავარია ის სრულიად ბუნებრივია, არ საჭიროებს რეცეპტს და უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს.

მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიის ზუსტი მიზეზი დიდწილად უცნობია, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ სეროტონინის დისბალანს გავლენა ახდენს ადამიანის უარყოფით განწყობაზე, რაც დეპრესიის გამომწვევი ერთ ერთი მთავარი მახასიათებელია.

აუმჯობესებს ძილს

სეროტონინი ნაწილობრივ გარდაიქმნება მელატონინად, ეს არის ჰორმონი, რომელიც თამაშობს ცენტრალურ როლს ძილის ციკლში. მელატონინის დონე იზრდება ღამით და ეცემა დილით. ვინაიდან 5-HTP ზრდის სეროტონინის და შესაბამისად მელატონინის გამომუშავებას, ლოგიკურია რომ ეს პროცესი დადებითად აისახება ძილზეც.

ამ კუთხით ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ დაადასტურა, რომ 12 კვირის განმავლობაში 5-HTP საკვებდანამატების გამოყენებამ გააუმჯობესა ძილის ხარისხ. კონკრეტულად, აძინებისთვის საჭირო დრო შემცირდა.

2010 წელს ჩატარებულმა ერთ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 5-HTP-ის და GABA-ს კომბინაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა დაძინებისთვის საჭირო დრო, გაზარდა ძილის ხანგრძლივობა და გააუმჯობესა მისი ხარისხი. GABA ეწოდება ქიმიური მესნჯერი რომელიც ხელს უწყობს რელაქსაციას. ხოლო 5-HTP-თან მის კომბინაციას აქვს სინერგიული ეფექტი.( ორი ან მეტი ქიმიური ნივთიერების ერთდროული ზემოქმედება.)

 

წონის დაკლება

5-HTP საკვებდანამატები ხელს უწყობს წონის კლებას და იგი ამას ახორციელებს ძალიან საინტერესო კუთხით. კერძოდ, 5-THP ზრდის გაჯერების, ან სისავსის შეგრძნებას. ეს განცდა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში. თუ ეს შეგრძნება გაგრძელდება კვირები განმავლობაში, ორგაზიმში შეიქმნება კალორიების დეფიციტი, რაც თავის მხრივ დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოცილებაში. ასე რომ, თუ თქვენი მიზანია წონის კლება, დაბალანსებულ საკვებთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ 5-HTP.

5-HTP  წინააღმდეგობას უწევს შიმშილის გამომწვევ ჰორმონებს, რაც ახშობს მადას და გეხმარებათ წონის დაკლებაში. უფრო მეტიც, 5-HTP შეუძლია შეაფერხოს ნახშირწყლებიდან კალორიების მიღება, რაც კავშირშია სისხლში შაქრის უკეთეს კონტროლთან.

5-HTP-ის შესაძლო გვერდითი მოვლენები

მიუხედავად იმისა რომ 5-HTP არის უვნებელი და პირიქით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ჯანმრთელობის კუთხით, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები.თუმცა გვერდითი ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია დოზირებაზე. მოდი უფრო კარგად განვმარტოდ ეს საკითხი.

5-HTP გამოყენება რეკომენდებულია დაიწყოთ 50 მილიგრამით, დღეში სამჯერ ჭამის დროს. ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე სამჯერ დღეში.

უძილობის დროს, დაიწყეთ 50 მგ დოზით და მოუმატეთ თანდათან (100-300 მგ-მდე).

ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ იყენებთ მედიკამენტებს, ზოგიერთი მათგანი ზრდის სეროტონინის გამომუშავებას. ამ მედიკამენტების 5-HTP-თან კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის კიდევ უფრო მეტი მატება. ამას ეწოდება სეროტონინის სინდრომი, რომელიც არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი. ასე რომ, თუ იყენებთ მედიკამენტებს, 5-HTP-ის მიღებამდე მიმართეთ კვალიფიციურ ექიმს.