ზოგადი ჯანმრთელობა

საკვები რომელიც მოგცემთ მეტ ენერგიას

  • კვერცხი

დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. მასში თითქმის ყველა სახის ამინომჟავაა გაერთიანებული, რომელიც ორგანიზმს ჭირდება მშრალი კუნთის მასის ზრდისთვის, ასევე შეიცავს B ვიტამინს და შეგიძლიათ ეს პროდუქტი ნებისმიერი სახის დიეტის ცხრილში მოათავსოთ.

  • შავი შოკოლადი

დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში დაღლილი დღის შემდეგ. აირჩიეთ შოკოლადი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კაკაოს და კოფეინს. კაკაოს შემადგენლობაში არსებულმა ფლავინოიდებმა, შესაძლოა ინსულტის და ინფარქტის შანსი შეამციროს.

  • ვაშლი

ვაშლის შემადგენლობაში შედის: ორგანული მჟავები, ფოსფორი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი,მაგნიუმი, იოდი, მანგანუმი, პეკტინი. ასევე შედის ვიტამინები: A, B1, B3, PP, C და სხვა. 100 გრამ ვაშლში არის ცილები -0,4 გრ; ცხიმები -,4გრ; ნახშირწყლები-9,8 გრ; წყალი86,3 გრ; ვაშლი დაბალკალორიულია-100 გრამი 47კ.კალორიას შეიცავს, შემწვარი ვაშლის კალორიულობა 66კ.კალორიაა,ხოლო ვაშლის ჩირის-253კ,კალორია.

  • ბანანი

ბანანის სასარგებლო თვისებები: შეიცავს დიდი რაოდენობით B-6 ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, დილით მიღებული ბანანი ავსებს ორგანიზმს ენერგიით, ხელს უწყობს ტვინს აქტიურ მუშაობას, რაც გამოიხატება მაქსიმალური კონცენტრაციით. თუ ბანანს ღამით მივირთმევთ ის შეამცირებს კუნთის კრუნჩხვებს .

  • ხილის წვენების ასორტიმენტი
  • ფორთოხალი და ფორთოხლის წვენი

შეიცავს დიდი რაოდენობით c ვიტამინს, ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მადას, ამცირებს დაღლილობას, ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, ცხიმების წვას უწყობს ხელს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას.

  • გრეიფუტის წვენი– აჩქარებს ცხიმების წვას, შეგიძლიათ მიირთვათ უძილობის დროსაც.
  • სტაფილოს წვენი

ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრელობლისთვის, სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს: A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს,Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში პროვიტამინ A-დ გარდაიქმნება. სწორედ კაროტინი უზრუნველყოფს ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

  • ანანასი

შეიცავს: კალიუმი, მაგნიუმი, C, PP, B12, B1, B2, ვიტამინებს, ასევე ასკორბინის მჟავას, ცილებს, შაქარს, საკვებ ბოჭკოებსა და წყალს. გარდა ამისა, მასში შედის სასწაულმოქმედი ფერმენტი ბრომელაინი — ის ცილებს შლის და შეშუპებას ხსნის. იმისთვის, რომ ანანასმა მაქსიმალური ეფექტი გამოავლინოს, ის უზმოზე უნდა მივიღოთ.

ანანასი კარგი საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ. აგრეთვე, ის სისხლძარღვების კედლებს ცხიმოვანი ნადებისგან წმენდს. არტერიულ წნევას დაბლა სწევს, კუნთებისა და სისხლძარღვების ტკივილს აყუჩებს. დადასტურებულია, რომ ანანასს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა შეუძლია. მეცნიერთა კვლევების მიხედვით ის ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.

ანანასის უარყოფითი თვისებები

ბევრ მჟავას შეიცავს, ამიტომ მისი მოხმარება კუჭის მომატებული მჟავიანობისას, წყლულის და სხვა კუჭ-ნაწლავის დაავადების შემთხვევაში არაა რეკომენდირებული.

კონსერვირებულ ანანასის გამოყენებას არა აქვს იგივე ეფექტი, რაც ცოცხალს, რადგან მასში ბრომელაინი თითქმის დაშლილია.

კომენტარის დატოვება