21-ე საუკუნეში საკვები დანამატების ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია. მათი მეშვეობით ბევრად მარტივია როგორც ფიტნეს მიზნების მიღწევა, ასევე ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
თუმცა კარგი იქნება ვფლობდეთ იმ ინფორმაციას, რომელიც საკვები დანამატის უსაფრთხოებაშო დაგვარწმუნებდა. დღევანდელ დროში მწარმოებელი კომპანიები მაღალი სტანდარტებით და ხარისხის არაერთი ნიშნის დაცვით აწარმოებენ საკვებდანამატებს.
ამ ბლოგში ვისაუბრებთ ხარისხის ნიშნის სამ ყველაზე სანდო და გავრცელებულ სახეობებზე, რომლებსაც ზუსტადაც რომ ეს კომპანიები იყენებენ.
ინფორმირებული სერთიფიკატი
ინფორმირებული სერთიფიკატი არის სპორტული კვების ხარისხის კონტროლის გლობალური სტანდარტი. Informed Choice-ის მიერ მოწოდებული საცალო ვაჭრობის მონიტორინგის პროცესი ამოწმებს პროდუქტებს, რათა კიდევ უფრო შემცირდეს საკვებდანამატების დაბინძურების ისედაც დაბალი რისკი.
როდესაც საკვებდანამატს აქვს მსგავსი სერთიფიცირება, როგორც მომხმარებელი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან ყიდულობთ პროდუქტს, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო.
უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ინფორმირებული სერთიფიცირებული ტესტირება გამორიცხავს საკვებდანამატებში მინარევების და აკრძალული ნივთიერებების არსებობას. ასე, რომ ამ სერთიფიკატის მქონე პროდუქტები უმაღლესი სტანდარტისაა.
ინფორმირებული სერთიფიცირებისას პროდუქტების შემოწმება ძალიან მკაცრი პროცესით მიმდინარეობს. ტესტირებისას რანდომიზებული მიდგომის ნაცვლად, პროდუქტის თითოეული პარტიის ტესტირება ხდება. ეს ნიშნავს, რომ მცირე შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ დანამატები შეიცავდეს აკრძალულ ნივთიერებებს.
GMP ხარისხი
GMP. ეს არის ხარისხის სტანდარტი, რომელიც ადგენს საოპერაციო პირობებს და მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია საკვები დანამატის წარმოებისას.
GMP შედგება გაიდლაინებისგან, რომლებიც განსაზღვრავს მენეჯმენტისა და მართვის მოქმედებებს, რათა უზრუნველყოს ხელსაყრელი პირობები უსაფრთხო წარმოებისთვის.
GMP ხარისხი მოიცავს ბევრ ძირითად საოპერაციო პირობას და პროცედურას, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კვების კომპანიის მიერ. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი შეიძლება იყოს:
შესაბამისი სტანდრტების მქონე კვების ობიექტების საწარმო
პროფესიონალი თანამშრომლები
კომპანიის შიგნით გამოყენებული აღჭურვილობისა და ჭურჭლის ადეკვატური მოვლა
შესაფერისი ქიმიკატების გამოყენება კვების ობიექტებში და მის ირგვლივ. მაგალითად საწმენდი ქიმიკატების, მანქანების საპოხი მასალების კონტროლი სპეციალური პროგრამის მეშვეობით.
ნარჩენების იდენტიფიკაცია და შენახვა იზოლირებულ ადგილში.
შენობების, აღჭურვილობის, ჭურჭლის, იატაკის, კედლებისა და ჭერის სისუფთავე.
არაგენმოდიფიცირებული
გენმოდიფიცირებული ორგანიზმი არის მცენარე, ცხოველი, მიკროორგანიზმი ან სხვა, რომლის შემადგენლობა შეცვლილია ლაბორატორიაში გენეტიკური ინჟინერიის ან ტრანსგენური ტექნოლოგიის გამოყენებით. ეს ქმნის მცენარეების, ცხოველების, ბაქტერიების და ვირუსების გენების კომბინაციებს, რომლებიც არ გვხვდება ბუნებაში.
გენეტიკური მოდიფიკაცია უარყოფით გავლენას ახდენს პროდუქტზე, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. არადა კომერციული გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი გენმოდიციფირება ყოველწლიურად იზრდება. ამიტომ არა-გმო პროექტი გულმოდგინედ მუშაობს, რათა ზუსტად და ხარისხიანად გადამოწმდეს ნედლეულის ვარგისიანობა.
იმისათვის, რომ პროდუქტი იყოს არა-გმო სტანდარტით დამოწმებული, მისი ხარისხი უნდა შეფასდეს და შესაბამისობაში მოვიდეს არაგენმოდიციფირებულ სტანდარტთან.
რისკის დონის განსაზღვრის მაგალითები
მაღალი რისკის შემცველ პროდუქტებში შედის ისინი, რომელშიც მონაწილეობენ ორგანიზმები, რომლებიც ცნობილია როგორც გენეტიკურად მოდიფიცირებული და კომერციულად ხელმისაწვდომი. ასეთებია: სიმინდი, სოიო, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, მიკრობები და ფერმენტები.
არაგენმოდიფიცირებული პროექტი ყურადღებით აკვირდება გენეტიკური ინჟინერიის პროდუქტების განვითარებას.
ამ წუთისთვის დაკვირვების ქვეშ არის 100-მდე პროდუქტი.მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მხოლოდ რამდენიმე გენმოდიფიცირებული კულტურა, მაინც ითქმის, რომ იგი ფართოდ არის ხელმისაწვდომი.
განსაკუთრებით საყურადღებოა სასაქონლო კულტურები, რომლებიც შემდგომ გადამუშავდება სხვადასხვა ინგრედიენტებად, ასეთებია: ამინომჟავები, ჰიდროლიზებული ცილა და ასე შემდეგ.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ სად ყიდულობთ საკვებდანამატებს და რამდენად სანდოა მწარმოებელი კომპანიები.
ვიტამინში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ბრენდებს და იმ ხარისხის ნიშნებს, რომელზეც ზევით ვისაუბრეთ და დეტალურად გავარჩიეთ.