ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, საკვებდანამატები მოიცავს ვიტამინებს, მინერალებს, მცენარეულ ნივთიერებებს, ამინომჟავებს, ფერმენტებს და ბევრ სხვა პროდუქტს.
დღეს უფრო მეტი საკვებდანამატია ხელმისაწვდომი, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. საკვებდანამატები იყიდება მაღაზიებში, აფთიაქებში და ინტერნეტში,ტაბლეტების, კაფსულების, ფხვნილების და სასმელების სახით.
დღევანდელ დროში საკვებდანამატები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, ამერიკელების ნახევარზე მეტი თითქმის ყოველდღიურად ღებულობს რაიმე სახის ვიტამინს, ან სხვა საკვებდანამატს.
როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო დანამატები? ძირითადად ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე: სქესი, ასაკი, სამედიცინო ისტორია, გენეტიკა და ფიზიკური აქტივობის დონე.
მაგალითად, ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის დანამატებით, ვეგეტარიანელები/ვეგანები იყენებენ კონკრეტულ საკვებ ნივთიერებებს,(განსაკუთრებით ესაჭიროებათ ვიტამინი D და B12, რადგან ისინი ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში გვხვდება)
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საუკეთესო საკვებდანამატებიც კი ვერ ჩაანაცვლებს საკვების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ დანამატებში, არსებული ვიტამინები, მინერალები, ანტიოქსიდანტები და ცილის ფხვნილები, ხელს უწყობენ კონკრეტული ფუნქციების მხარდაჭერას, საკვებდანამატების გამოყენების რეალური მიზანი უნდა იყოს საკვებთან ერთად გამოყენება.
მოდი ახლა განვიხილოთ ზოგადი ჯანმრთელობის ხელშემწყობი საკვებ დანამატები.
1. ვიტამინები C, E და A კანის ჯანმრთელობისთვის
ასაკთან ერთად, ჩვენი კანი უფრო მგრძნობიარე ხდება. ამას ემატება არაჯანსაღი ცხოვრების წესი, გლობალური დათბობა, არასწორი კვება და სუსტი იმუნიტეტი.
რომელი ვიტამინები მოქმედებს დადებითად კანის ჯანმრთელობაზე? ესენია: C, E და A ვიტამინები.
მაგალითად, ვიტამინი C ანტოიქსიდანტურია და ებრძვის დაავადებებსა თავისუფალ რადიკალებს, რომელიც ზიანს აყენებს კანს.
ვიტამინ E-სა და A-ს ერთად მიღება აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და შეხორცებას. ასევე მათთან ერთად ხშირად გამოიყენება კოლაგენი, რომელიც დადებითად მოქმედებს კანის დატენიანებაზე.
2. B ვიტამინები ენერგიისა და სტრესის დასაძლევად
B ვიტამინები, განსაკუთრებით კი B12 და ფოლიუმის მჟავა, მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმის მუშაობისთვის. ისინი ხელს უწყობენ უჯრედულ პროცესების მუშაობას, რის შედეგადაც ორგანიზმი გამოიმუშავებს სასიცოცხლო ენერგიას.
როგორ ზევითაც ავღნიშნეთ, ის ადამიანები რომლებიც ერიდებიან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებას, მუდმივად აქვთ B ვიტამინების დეფიციტი.
განსაკუთრებით რეკომენდირებულია B12, რომელიც მხოლოდ ცხოველურ საკვებში გხვდება. (საქონლის ხორცი, ფრინველი და კვერცხი)
3.D ვიტამინი და კალციუმი ძვლების ჯანმრთელობისთვის
კალციუმის მიღება საკვებიდან არ წარმოადგენს პრობლემას, თუმცა კალციუმი სათანადოდ არ შეიწოვება, როდესაც ადამიანს აქვს D ვიტამინის და მაგნიუმის დაბალი დონე.
ვიტამინი D არა მხოლოდ მნიშვნელოვანია ძვლების/ჩონჩხის ჯანმრთელობისთვის, არამედ აუცილებელია ტვინის ფუნქციებისთვის, განწყობის დარღვევების თავიდან ასაცილებლად, იმუნური სისტემის მხარდაჭერისა და ჰორმონალური ბალანსისთვის. ადამიანი D ვიტამინს მზის სხივების ზემოქმედების შედეგად იღებს.
იმის გამო, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანი უფრო მეტ დროს მეტი ატარებს შენობაში, ორგანიზმი განიცდის მუდმივ დეფიციტს.(დედამიწის მოსახლეობის 75 პროცენტს აღენიშნება D ვიტამინის დეფიციტი)
როგორ უნდა განვსაზღვროთ თუ რა დოზა D ვიტამინი უნდა მიიღოთ ყოველდღიურად?
D ვიტამინის პირველწყაროდ რათქმაუნდა მზე ითვლება. ეცადეთ, რომ 15-20 წუთი გაატაროთ მზის ქვეშ მაშინ, როდესაც სხივები არ გადმოსცემს რადიაციას.(დილის 8-10სთმდე)
ყოველდღიურად რეკომენდირებულია მიიღოთ 10-20 მიკროგრამი D ვიტამინი, ხოლო სერიოზული დეფიციტის შემთხვევაში უმჯობესია ესაუბროთ ექიმს.
4. ანტიოქსიდანტები თვალის ჯანმრთელობისთვის
ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ თვალის ლინზების და რქოვანას დაცვას, ასევე ამცირებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ზიანს აყენებენ თვალს.
დროთა განმავლობაში, არასწორი კვება, კომპიუტერის ეკრანებიდან ლურჯი შუქის გამოსხივება და მზის/ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ზრდის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას.
ანტიოქსიდანტები, მათ შორის ვიტამინი A და ლუტეინი დაგეხმარებათ ასაკთან მატებასთან ერთად მხედველობის შენარჩუნებასა და თვალების დაცვაში.
კერძოდ ლუტეინი არის კარტოტენოიდი, რომელიც გვხვდება თვალის ბადურის მაკულარულ რეგიონში.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ლუტეინი ამცირებს შუქით გამოწვეულ დაზიანების რისკებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს, მხედველობის გაუარესება.
5. პრობიოტიკები, ნაწლავის/მონელების მხარდასაჭერად
პრობიოტიკები არის ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და მხარს უჭერენ სხეულისთვის საჭირო ნუტრიენტების შეწოვას.
პრობიოტიკების ზოგიერთი შტამი, ასევე აძლიერებს იმუნურ ფუნქციას, ზოგი კი ხელს უწყობს ჯანმრთელობას, ან ჰორმონების ბალანსს.
მაქსიმალურად ეცადეთ მინიმუმამდე იყოს თქვენს ორგანიზმში ცუდი მიკრობები. პრობიოტიკების მეშვეობით შექმნით ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებენ მავნე ბაქტერიებს და ასტიმულირებენ მარეგულირებელი T- უჯრედების სეკრეციას, რომლებიც მხარს უჭერენ იმუნურ ფუნქციას.
პრობიოტიკური დანამატების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ გვარს, სახეობასა და შტამს. ეტიკეტზე ასევე მითითებული უნდა მიეთითოს CFU-ების (კოლონიების ფორმირების ერთეულების) ტიპი.
უმჯობესია მიიღოთ პრობიოტიკი, რომელსაც აქვს მინიმუმ 50 მილიარდი CFU და აქვს შტამების მრავალფეროვნება.(Bacillus clausii, Bacillus subtilis, Lactobacillus plantarum, Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus და Lactobacillus.)