კატეგორიის გარეშე

მიწის თხილის კარაქი – ცილის და ჯანსაღი ცხიმების გემრიელი წყარო

თანამედროვე ეპოქაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაცვა საკმაოდ რთულია. მისი ძირითადი სირთულე მდგომარეობს ბაზარზე არსებული პროდუქტების ფართო არჩევანში და რეალურად ჯანსაღი საკვების შერჩევაში. ჯანსაღი ცხოვრება 21-ე საუკუნის მარკეტინგისთვის ერთ-ერთი სამიზნე წერტილია და ყველა მწარმოებელი ცდილობს საკუთარი პროდუქტის რეკლამირება მოახდინოს როგორც ნატურალური და სასარგებლო. თუმცაღა, რეალურად ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტის ამოცნობა არცთუ ისე ადვილია.

ერთ-ერთი ასეთი ჯანსაღი პროდუქტი არის მიწის თხილის კარაქი. ბოლო წლებში მიწის თხილის კარაქი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, თუმცა ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის რეალურად რაში მდგომარეობს მისი სარგებლიანობა. ამ ბლოგში გაგაცნობთ მიწის თხილის კარაქის შექმნის ისტორიას, მის უპირატესობას სხვა პროდუქტებთან შედარებით და აგიხსნით იმ მარტივ ხრიკებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ჭეშმარიტად ნატურალური მიწის თხილის კარაქის ამოცნობას.

მიწის თხილის კარაქი არის სპრედის ან პასტის სახით წარმოდგენილი საკვები, რომელიც მზადდება დაფქვილი, მოხალული მიწის თხილისგან. იგი გამოიყენება ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკაში. შეერთებული შტატები არის მიწის თხილის კარაქის წამყვანი ექსპორტიორი და ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე მიწის თხილის  კარაქის ერთ – ერთი უდიდესი მომხმარებელი.

მიწის თხილის წარმოშობის წყაროდ ითვლება სამხრეთ ამერიკა, ძირითადად პერუ და ბრაზილია. ევროპელმა მკვლევარებმა პირველად მიწის თხილი ბრაზილიაში აღმოაჩინეს. მათ იგი ესპანეთში შეიტანეს, საიდანაც ვაჭრებმა აზიასა და აფრიკაში გაავრცელეს. მხოლოდ 1800-იანი წლების დასაწყისში მოხდა მისი კომერციული კულტურის მოყვანა შეერთებულ შტატებში. მიწის თხილი და მიწის თხილის კარაქი შეიარაღებული ძალების რაციონის განუყოფელი ნაწილი გახდა I და II მსოფლიო ომებში, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ამ პროდუქტის პოპულარობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

როგორ მზადდება მიწის თხილის კარაქი. როგორც წესი, მიწის თხილი გაზაფხულზე ითესება და მოსავლის აღება აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრამდე ხდება. აღებული მოსავალი სპეციალურ სათავსოში ინახება, სადაც ხდება მისი მექანიკურად გამოშრობა. ამის შემდეგ იწყება მიწის თხილის მშრალად მოხალვის პროცესი. მოხალვა მიმდინარეობს დაახლოებით 800 ° F (430 ° C) ტემპერატურაზე. მიწის თხილი ღუმელიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვთ და პირდაპირ ათავსებენ ვინტილიატორის გამაგრილებელ ცილინდრში. შედეგად მიწის თხილი არ შრება, რადგან სწრაფ გაგრილებას შეუძლია შეინარჩუნოს ცხიმიანობა და ტენიანობა. გაგრილების პროცესი დასრულებულია, როდესაც ცილინდრში ტემპერატურა 86 ° F (30 ° C) მიაღწევს. გაგრილების შემდეგ ხდება ჩენჩოს მოშორება და დაფქვა. შემდეგ ეტაპზე ხდება მისი ცივად დაწნეხვა და კარაქის მასის მიღება. შეფუთვამდე ხდება მიწის თხილის კარაქის გაცივება, რათა მოხდეს მისი ქილებში მოთავსება.

კვებითი ღირებულება. მიწის თხილის კარაქს საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, ჯანსაღ ცხიმს, საკვებ ბოჭკოსა და მცირე რაოდენობის ნახშირწყალს.

ცილის კარგი წყარო. მიწის თხილი მდიდარია ცილით, რაც ძალზედ სასარგებლო პროდუქტად აქცევს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არ იღებენ ცილას ცხოველური წყაროებიდან (ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისათვის). თუმცაღა, გასათვალისწინებელია, რომ მიწის თხილის ცილა დაბალი რაოდენობით შეიცავს ორ მნშვნელოვან ამინომჟავას: მეთიონინსა და ცისტეინს.

ჯანსაღი ცხიმი. მიწის თხილის კარაქი გამოირჩევა ცხიმის მაღალი შემცველობით, თუმცა ძირითადი წილი ჯანსაღ ცხიმზე მოდის. ცხიმის ნახევარი შედგება ოლეინის მჟავისგან, ჯანსაღი ტიპის მონოუჯერი ცხიმისგან, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ზეითუნის ზეთს. გარდა ამისა, მიწის თხილის კარაქი შეიცავს ლინოლეინის მჟავას, ომეგა -6 ცხიმოვან მჟავას, რომელიც უხვად გვხვდება მცენარეულ ზეთებში. ცხიმის მაღალი შემცველობის გამო, მიწის თხილის კარაქი ასევე წარმოადგენს მაღალკალორიულ პროდუქტს, თუმცა მისი ზომიერი მიღება შესაძლებელია როგორც წონის მატების, ასევე კლების დროსაც.

ნახშირწყლის დაბალი შემცველობა. სუფთა მიწის თხილის კარაქი შეიცავს მხოლოდ 20% ნახშირწყლებს, რაც შესაფერისს ხდის დაბალი ნახშირწყლოვანი დიეტისთვისაც. ამ 20%-ში დაახლოებით 5 პროცენტი საკვები ბოჭკოა, რაც კიდევ უფრო ზრდის მის კვებით ღირებულებას.

ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობებისა, მიწის თხილის კარაქი ასევე მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, მინერალითა და ანტიოქსიდანტით. იგი განსაკუთრებით გამოირჩევა ვიტამინების: E, B3, B5, B6, ბიოტინი, ფოლატი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, თუთია და სელენის შემცველობით.

მიწის თხილი ასევე შეიცავს უამრავ სხვა ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ ნივთიერებას, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები. მიწის თხილის კარაქი საკმაოდ მდიდარია ანტიოქსიდანტებით, როგორიცაა p- კუმარინის მჟავა და რესვერატროლი.

როგორც ვხედავთ, ნატურალური მიწის თხილის კარაქი საკმაოდ ჯანსაღი და მიკრო და მაკრო ნუტრიენტებით მდიდარი პროდუქტია. თუმცა, ბევრი მწარმოებელი პროდუქტის გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად იყენებს დამუშავების არაჯანსაღ მეთოდებს, დამატებით ემულგატორებს, დამატკბობლებსა და არასასურველ ნივთიერებებს. რეალურად ნატურალური კარაქის შესარჩევად აუცილებელია გაითვალისწინოთ შედეგი ფაქტორები:

რაც შეიძლება ნაკლები ინგრედიენტი. არაქისის ხარისხის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის რაც შეიძლება ნაკლები ინგრედიენტი. ყველაზე კარგ შემთხვევაში ეს უნდა იყოს მხოლოდ ორი ინგრედიენთ: თავად არაქისი და მარილი (დაბალი რაოდენობით). სხვა დანარჩენი ინგრედიენტი, იქნება ეს შაქარი, არომატიზატორი, დამატკბობელი თუ ემულგატორი, არასაურველია და მხოლოდ ამცირებს პროდუქტის

დაბალი რაოდენობის მარილი. როგორც აღვნიშნეთ პროდუქტის ერთ-ერთი ინგრედიენტი შეიძლება იყოს მარილი, იგივე ნატრიუმი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ყურადღება უნდა მიაქციოთ მარილის შემცველობას. გადაჭარბებული ნატრიუმის მიღება შესაძლოა გახდეს გულის დაავადებების გამომწვევი ფაქტორი. ამერიკის გულის ასოციაცია (AHA) ურჩევს ნორმალური არტერიული წნევის მქონე ადამიანებს მიიღონ არაუმეტეს 2,3 გრამი დღეში, ეს იგევეა, რაც 1 ჩაის კოვზი მარილი. ორგანიზაცია ურჩევს მაღალი წნევის მქონე პირებს, კიდევ უფრო შეზღუდონ მარილის მიღება, დღეში 1,5 გრამამდე. მიწის თხილის კარაქის შერჩევისას დააკვირდით მარილის შემცველობას, იგი უნდა შეიცავდეს 100-125 მგ მარილზე მეტს, 2 სუფრის კოვზ პროდუქტზე.

ნაკლები ჰიდროლიზებული ცხიმი. მიუხედავად იმისა, რომ არაქისის კარაქი ძირითადად ჯანსაღი ცხიმების წყაროა, იგი ასევე შეიძლება შეიცავდეს ჰიდროლიზებულ და ნახევრად ჰიდროლიზებულ ცხიმებს, როგორიცაა ტრანს ცხიმები. ნატურალური არაქისის კარაქის გახსნისას თქვენ შეამჩნევთ ძირითადი მასის თავზე მოქცეულ გამოცალკევებულ ცხიმს. ეს სრულიად ნორმალურია და მეტყველებს პროდუქტის მაღალ ხარისხზე. მრავალი კომპანია ამ მოვლენის თავიდან ასაცილებლად იყენებდა ნაწილობრივ ჰიდროლიზებულ ცხიმებს, რათა მომხადარიყო კარაქის ერთიანი მასის შენარჩუნება. თუმცა ეს ფაქტი პირიქით, უარყოფით გავლენას ახდენს პროდუქტის ხარისხზე. ტრანს ცხიმების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის გამო, აშშ – ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 2018 წელს აკრძალა ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული ზეთების გამოყენება საკვებში.

ახლა ზოგიერთი კომპანია თავის პროდუქტს უმატებს ნეიტრალური არომატის მქონე პალმის ზეთს, რათა თავიდან აიცილოს ცხიმის ეს გამოყოფა. თუმც, არც პალმის ზეთი გამოირჩევა მაინცდამაინც დადებითი თვისებებით და უმჯობესია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს პალმის ზეთს.

ნაკლები დამატებული შაქარი. თითქმის ყველა სახის პროდუქტში გვხვდება შაქრის ორი ტიპი: ბუნებრივი და დამატებული შაქარი. ბუნებრივი არის შაქარი, რომელიც ნატურალურად შედის პრიდუქტში შემავალ ინგრედიენტებში და წარმოადგენს აუცილებელ ნივთიერებას ადამიანის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის. რაც შეეხება დამატებულ შაქარს, იგი არის პროდუქტში ხელოვნურად დამატებული შაქარი, რომელიც ძირითადად წარმოადგენს ჩვეულებრივ სუფრის შაქარს (საქაროზა) და მაღალი ფრუქტოზის შემცველ სიმინდის სიროფს.

დიდი რაოდენოფით შაქრის მიღება არ არის რეკომენდირებული და იწვევს ისეთ რთულ პრობლემებს, როგორებიცაა: წონის მატება, ტიპი 2 დიაბეტისა და გულის დაავადებების მომატებული რისკი, კანის დაავადებები და სხვა.

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) თანახმად, დამატებული შაქრის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც დღიურად შეგიძლიათ მიიღოთ, არის:

მამაკაცებისთვის – 150 კალორია დღეში (37,5 გრამი ან 9 ჩაის კოვზი)

ქალებისთვის -100 კალორია დღეში (25 გრამი ან 6 ჩაის კოვზი)

კარგად გაეცანით მიწის თხილის კარაქის ეტიკეტს და შეამოწმეთ, თუ რა რაოდენობის დამატებულ შაქარს შეიცავს იგი.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის მიწის თხილის კარაქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს პოპულარობა არ არის გადამეტებული. იგი ნამდვილად ძვირფასი საკვებია და მისი ზომიერი მოხმარება შეგვავსებს ყველა აუცილებელი მიკრო და მაკრო ნუტრიენტით.

კომენტარის დატოვება