health, ზოგადი ჯანმრთელობა

გახადეთ თქვენი დიეტა სასიამოვნო. 6 ჯანსაღი “სნექი“ წასახემსებლად.

წონის კლებისა თუ გამოშრობის პროცესში, საყვარელი საჭმლის შეზღუდვა ადამიანზე ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური კუთხით. თუმცა, ცხადია, რომ თუ ჩვენს საკვებ რაციონს არ გავაჯანსაღებთ, ვერ მივალთ სასურველ წონამდე და ვერც სასურველ ფორმებს მივაღწევთ.

ვარჯიშისა და მძიმე დიეტის პროცესში ჩართული ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, რომ არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა საშულებითაც გემრიელად წახემსებას შეძლებენ და ამავდროულად, მხოლოდ ჯანსაღ და დაბალკალორიულ საკვებს მიიღებენ.

გთავაზობთ 6 გემრიელ და ჯანსაღ პროდუქტს წასახმესებლად, რომელთა მიღების დროს თქვენ არც სინდისი შეგაწუხებთ და არც ზედმეტი კალორიები.

ხაჭო კენკრით. თუ მოგბეზრდათ ყოველ საღამოს ხაჭოს ჭამა და იგი საძულველ პროდუქტად არის ქცეული, ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. ერთი შეხედვით უგემური ხაჭოს გამრავალფეროვნება და  გემრიელად მირთმევა მარტივადაა შესაძლებელი. ერთ ჭიქა დაბალ ცხიმოვან ხაჭოს დაუმატეთ ცოცხალი, ან გაყინული კენკრა, მოცვი ან მაყვალი და მიიღებთ უგემრიელესს დესერტს, რომელიც დიდი რაოდენობით ცილას და სულ რაღაც, 17 გრამ ნახშირწყალს შეიცავს. მეტი მრავალფეროვნებისათვის შეგიძლიათ დაუმატოთ დაბალკალორიული დამატკბობლები სხვადასხვა გემოს ვარიაციით.

პროტეინ ბარი. პროტეინ ბარი ეს ის ცილოვანი საკვებია, რომელიც მძიმე დიეტის დროს დაგიკმაყოფილებთ ტკბილეულის მოთხოვნილებას და ამასთანავე, წარმოადგენს ცილის დღიური ნორმის შევსების მარტივ წყაროს. Vitamin.ge-ს მაღაზიათა ქსელში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროტეინ ბარები მრავალფეროვან არომატით და ეს ყველაფერი არაა. თუ თქვენ გსურთ ნაცნობი გემოსა და ჯანსაღი შემადგენლობის კომბინაცია, ჩვენთან დაგხვდებათ  შაქრის დაბალი შემცველობის, ცილით გაჯერებული “სნიკერსი“ და „ბაუნტი“.

ვაშლი და ყველი. ორი განსხვავებული გემოს კომბინირებით მიიღებთ სასიამოვნო და ამავდროულად, სრულიად ჯანსაღი სნექს. ერთ დაჭრილ ვაშლს დაუმატეთ 30 გრამი მოცარელა და თქვენს წინაშეა იდიალურად კომბინირებული ცილა, ცხიმი და საკვები ბოჭკო, რომელიც არის გემრიელი, ჯანსაღი და რაც მთავარია, სულ რაღაც 10 გრამი ნახშირწყალი.

იოგურტი და კიტრი. გამოიყენეთ იოგურტი ჯანსაღი გზით. ერთ ჭიქა უცხიმო იოგურტს დაუმატეთ ერთი საშუალო ზომის თხლად დაჭრილი კიტრი და გაგრილდით ზაფხულის ცხელ დღეებში. ამას გარდა, თქვენ მიიღებთ 10 გრამამდე ნახშირწყალს და 8,5 გრამ ცილას.

ნიახური და არაქისის კარაქი. დიახ, არ მოგესმათ. ნიახური და არაქისის კარაქი. ერთი შეხედვით ეს ორი, სრულიად განსხვავებული გემოს მქონე პროდუქტი, ერთმანეთთან იდიალურ კომბინაციას ახდენს. ჰარმონია მიღწეულია როგორც გემოს, ასევე კვებითი ღირებულების თვალსაზრისით. ორ საშუალო ზომის ნიახურის ღეროს წაუსვით ორი კოვზი ნატურალური და ჯანსაღი არაქისის კარაქი. სულ რაღაც 10 გრამი ნახშირწყალი დაგავიწყებთ მტანჯველი დიეტისა და მოსაბეზრებელი კვების რუტინას.

თხილეული. თხილეულის ისეთი კომბინაცია, როგორიცაა: თხილი, ნიგოზი, ნუში, გოგრის თესლი და მზესუმზირას თესლი, გემრიელი და ჯანსაღი „სნექის“ კლასიკურ კომბინაციას წარმოადგენს. მათი სასარგებლო თვისებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, საკმარისია ვთქვათ, რომ ყოველდღიურად მათი ზომიერი მიღება ჩვენს ორგანიზმს შეავსებს აუცილებელი ნატურალური ცხიმებით და დიეტის დროს ესოდენ საჭირო ენერგიით დაგვმუხტავს. ეს ყველაფერი, მხოლოდ, 10 გრამზე ნაკლები ნახშირწყლით.

კომენტარის დატოვება