Swanson - L-Arginine 850mg არის კაფსულების სახით წარმოდგენილი საკვები დანამატი, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენებისათვის და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
იგი შეიცავს ბუნებრივ ამინომჟავას – L- არგინინს, რომელიც არის ენდოგენური ამინომჟავა. იგი მონაწილეობს აზოტის ოქსიდის (NO) სინთეზში ძალიან მაღალი ბიოლოგიური აქტივობით.
L-არგინინი ასტიმულირებს ორგანიზმში აზოტის ოქსიდის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას და ზრდის მათ მოქნილობას. ინტენსიური ვარჯიშის დროს, გაფართოებული სისხლძარღვებით, კუნთს მეტი სისხლი და შესაბამისად მეტი საკვები ნივთიერებები მიეწოდება, წარმოიქმნება მეტი ენერგა და მცირდება დაღლილობა. ამას გარდა, პროდუქტი კარგია არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და ზრდის იმუნიტეტს.
Swanson - L-Arginine 850mg - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აძლიერებს აზოტის ოქსიდის წარმოებას
– აძლიერებს ფამფს ( კუნთს მაქსიმალურ ტონუსს)
– მატებს ძალას და ენერგიას
– არეგულირებს არტერიულ წნევას
– ხელს უწყობს ცილის ბიოსინთეზს და კუნთოვანი მასის აგებას.
– ხდის სისხლძარღვებს უფრო მოქნილს
– მონაწილეობს არტერიული წნევის ნორმალიზებაში
– აძლიერებს იმუნიტეტს
– დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე
– ასტიმულირებს ტვინის მუშაობას
– აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას და ჭრილობების შეხორცებას
– ხელს უწყობს ერექციის გაძლიერებას მამაკაცებში და სექსუალური დისფუნქციის პრევენციას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1-2 კაფსულა ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე და 1-2 კაფსულა ძილის წინ. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ყოველდღიურად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.