ტოპ 4 საკვებდანამატი ბავშვის განვითარებისთვის

როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, ბევრს აინტერესებს, სჭირდება თუ არა მას დანამატები.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვისთვის ვიტამინების ან საკვებდანამატების არჩევისას.

პირველ რიგში კარგი იქნება თუ კონსულტაციას გაივლით პედიატრთან, რათა მან შეამოწმოს ბავშვის საჭიროებები. ეს მიდგომა დაგეხმარებათ შეარჩიოთ ბავშვისთვის ყველაზე შესაფერისი საკვებდანამატები.

ქვემოთ განხილულია რამდენიმე რჩევა, რომელსაც საკვებდანამატები უნდა აკმაყოფილებდეს.

ძირითადი საკვები ნივთიერებები: პირველ რიგში, ბავშვისთვის საუკეთესო დანამატები არის ის, რომელიც შეიცავს სწორ საკვებ ნივთიერებებს მათი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისი რაოდენობით. მაგალითად, თუ თქვენი შვილი მოიხმარს ვეგანურ საკვებს და არ უყვარს ხორცის ჭამა, მას აუცილებლად დასჭირდება დამატებით რკინის მიღება, რომლის მთავარი წყარო ხორცია.

ხარისხი და უსაფრთხოება: ყოველთვის წაიკითხეთ ეტიკეტი, რათა ნახოთ, რა სხვა ინგრედიენტები შედის აქტიური ინგრედიენტების გარდა და იცავს თუ არა კომპანია კარგ წარმოების პრაქტიკას. აირჩიეთ პროდუქტი, რომელიც შემოწმებულია კარგი რეპუტაციის მქონე “მესამე მხარის” მიერ.

დოზირება: მულტივიტამინების შემთხვევაში ნაკლებად, თუმცა სხვა საკვებდანამატების მიღებამდე აუცილებელია მიმართოთ პედიატრს. მაგალითად რკინა ან ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შემთხვევაში, რათა სწორით დოზირებით მოხდეს ბავშვისთვის მისი მიწოდება.

არომატი: ბავშვების გემოვნება ერთმანეთისგან განსხვავებულია, ზოგს უყვარს კენკრის არომატული დანამატები, ზოგს კი პირიქით. ორ მსგავს პროდუქტს შორის არჩევისას, აუცილებლად გაითვალისწინეთ ბავშვის გემოვნება.

ფორმატი: ვიტამინები და საკვებდანამატები არსებობს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის თხევადი, საღეჭი და რეზინის. თხევადი ვერსია, ყველაზე მეტად შესაფერისია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, საღეჭი და რეზინის ვიტამინები 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

ინგრედიენტები: შეარჩიეთ ისეთი საკვებდანამატები, სადაც არ იქნება შემავსებლები, ხელოვნურ არომატები, საკვების საღებავები და კონსერვანტები.

ახლა კი განვიხილოთ ყველაზე ეფექტიანი საკვებდანამატები ბავშვის განვითარებისთვის.

 

1. მულტივიტამინები

ზოგჯერ არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვს სჭირდება ვიტამინები, განსაკუთრებით მაშინ თუ კვების მოყვარული არ არის.

საბავშვო მულტივიტამინების შეიცავს საჭირო ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებულ დღიურ დოზას,( A, C, D და K, B ვიტამინები, ასევე რკინა და კალციუმი.) თუმცა ზოგიერთ ვერსიას აქვს მეტი ვიტამინი და მინერალი, ვიდრე ბავშვს შეიძლება სჭირდებოდეს, ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ ეტიკეტი და განიხილეთ ინგრედიენტები პედიატრთან.

2. ვიტამინი D

ვიტამინი D არის აუცილებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს მას. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვების, საკვებდანამატების ან მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობაში

ამერიკის პედიატრიის აკადემიის თანახმად, დაბადების შემდეგ ყველა ბავშვს სჭირდება D ვიტამინი. 1 წელზე ქვემოთ - 400 სე დღეში, ხოლო  ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის 600 სე დღიურად. ძუძუთი და ბოთლით ნაკვები ბავშვებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ სვამენ დღეში 32 უნცია ფორმულას, D ვიტამინის თხევადი დანამატი შესანიშნავი ვარიანტია. როდესაც ბავშვები 3 წელზე მეტი ასაკის არიან და შეუძლიათ მძიმე საკვების ღეჭვა, საღეჭი ვიტამინები ასევე კარგი ვარიანტია.

3. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ომეგა 3 დადებითად მოქმედებს ტვინისა და გულის ჯანმრთელობაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის შემთხვევაში.

თევზი ომეგა-3 ის შესანიშნავი წყაროა, მაგრამ ყველა ბავშვს არ მოსწონს თევზის არომატი ან კონსისტენცია. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად პრაქტიკული იქნება ომეგა 3 ის საკვებდანამატები.

4. რკინა

რკინა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ სათანადო განვითარებისა და ზრდისთვის. ჩვენი სხეული იყენებს რკინას სისხლის წითელ უჯრედებში პროტეინის შესაქმნელად, რომელიც ატარებს ჟანგბადს მთელ სხეულში.

ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, ესაჭიროებათ რკინის დამატება 4 თვიდან, რადგან სწორედ ამ დროს იწყება რკინის მარაგების შემცირება დაბადებიდან. როდესაც ისინი დაიწყებენ რკინით გამდიდრებული საკვების ჭამას, როგორიცაა ახალი ხილი და ბოსტნეული ან რკინით გამდიდრებული მარცვლეული, მათ შეუძლიათ შეამცირონ დანამატები.

ნაადრევად დაბადებულ ბავშვებსაც შეიძლება დასჭირდეთ რკინა. ასევე მათაც, რომლებიც არ ჭამენ ხორცს ან იცავენ ვეგანურ დიეტას.

გადაამოწმეთ თქვენს პედიატრთან, თუ რა რაოდენობის რკინა სჭირდება თქვენს შვილს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის არ იღებს ზედმეტად ბევრს ან პირიქით, არ განიცდის დეფიციტს.

რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა რომელიც ცნობილია ანემიი სახელწოდებით, რამაც შეიძლება სხვადასხვა პრობლემები, ესენია: დაღლილობა, გულისცემის გახშირება, გაღიზიანება და ასე შემდეგ.