მდოგვის ზეთი, რომელიც მცენარის თესლიდანვე მიიღება, ბევრისთვის სამზარეულოს ერთ ერთი აუცილებელი ინგრედიენტია.
მდოგვი ცნობილია თავისი ძლიერი გემოთი და მკვეთრი არომატით.
თუმცა ამ სტატიაში ვისაუბრებთ მდოგვის იმ სასარგებლო მხარეებზე, რომლებიც აქამდე შეიძლება არ გსმენიათ.
მიკრობული ზრდის დაბლოკვა
კვლევები აჩვენებს, რომ მდოგვის ეთერზეთს აქვს ძლიერი ანტიმიკრობული თვისებები და რაც ხელს უწყობს გარკვეული სახის მავნე ბაქტერიების ზრდის ბლოკირებას.
უფრო მეტიც: თეთრი მდოგვის ეთერზეთი ამცირებს ბაქტერიების რამდენიმე შტამის ზრდას, მათ შორის: Escherichia coli, Staphylococcus aureus და Bacillus cereus
სხვა საცდელმა კვლევამ შეადარა სხვადასხვა ეთერზეთების ანტიბაქტერიული ეფექტები (მდოგვი, თიამი და მექსიკური ორეგანო) პათოგენურ ბაქტერიებთან. აღმოჩნდა, რომ მდოგვის ეთერზეთი ყველაზე ეფექტიანი იყო.
გარდა ამისა კვლევები გვაუწყებს, რომ მდოგვის ეთერზეთი შეიძლება დაეხმაროს გარკვეული ტიპის სოკოების და ბაქტერიების ზრდის შემცირებას.
კანის და თმის ჯანმრთელობას
სუფთა მდოგვის ზეთი ხშირად გამოიყენება ადგილობრივად, თმისა და კანის ჯანმრთელობის ოპტიმიზაციისთვის.
გარდა იმისა, რომ მას უმატებენ ხელნაკეთ სახის ნიღბებსა და თმის პროცედურებს, ზოგჯერ მას ურევენ ცვილს, ფეხებზე დაბზარული ქუსლების სამკურნალოდ.
ისეთ რაიონებში, როგორიც არის ბანგლადეში, მას ასევე ჩვეულებრივ იყენებენ ახალშობილებზე ზეთის მასაჟის შესასრულებლად, კანის ბარიერის გასაძლიერებლად.
გაითვალისწინეთ: თუ გადაწყვეტთ მდოგვის ზეთის გამოყენებას თქვენს კანზე ან სკალპზე, დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული, თავიდან გამოიყენეთ მისი მხოლოდ მცირე რაოდენობა.
ტკივილის შემსუბუქება
მდოგვის ზეთი შეიცავს ალილ იზოთიოციანატს, ქიმიურ ნაერთს, რომელიც კარგად არის შესწავლილი სხეულის ტკივილის რეცეპტორებზე მისი დადებით ზემოქმედებით.
მდოგვის ზეთი ასევე მდიდარია ალფა-ლინოლენის მჟავით (ALA), ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავის ტიპი, რომელიც ხელს უწყობს ანთების შემცირებას და ტკივილის შემსუბუქებას.(განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის დროს)
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ სუფთა მდოგვის ზეთზე ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხება
კვლევები ვარაუდობს, რომ მდოგვის ზეთი შეიძლება შეანელოს გარკვეული ტიპის კიბოს უჯრედების ზრდა და გავრცელება.
ერთ ძველ კვლევაში გამოჩნდა რომ, მდოგვის ზეთის მირთმევა აფერხებდა მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების ზრდას.
მდოგვის თესლი, მდიდარია ალილ იზოთიოციანატით, აფერხებს შარდის ბუშტის კიბოს ზრდას თითქმის 35%-ით, ასევე ხელს უშლის მის გავრცელებას ბუშტის კუნთოვან კედელში.
თუმცა, ამ მხრივ საჭიროა მეტი კვლევების ჩატარება იმის შესაფასებლად, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს მდოგვის ზეთმა და მისმა კომპონენტებმა ადამიანებში კიბოს განვითარების შეფერხებაზე.
ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას
მდოგვის ზეთი მდიდარია მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომელსაც არაერთ სარგებელი გააჩნია.
ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტრიგლიცერიდების, არტერიული წნევის და სისხლში შაქრის დონის შემცირებას - ეს ყველაფერი გულის დაავადების მთავარი რისკ ფაქტორებია.
უფრო მეტიც, ვარაუდობენ, გაჯერებული ცხიმების შეცვლა მონოუჯერი ცხიმებით, რომელიც მდოგვის ზეთში გვხვდება ამცირებსს LDL (ცუდი) ქოლესტერინის დონეს, რაც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.
ამცირებს ანთებას
ტრადიციულად, მდოგვის ზეთი ადგილობრივად გამოიყენებოდა ართრიტის, ზოგადი ტკივილის და დისკომფორტის შესამსუბუქებლად და პნევმონიით ან ბრონქიტით გამოწვეული ანთების შესამცირებლად.
როგორც ზევით ავღნიშნეთ, მდოგვის ზეთი ასევე მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, მათ შორის ალფა-ლინოლენის მჟავით.
კვლევებმა ადასტურებს, რომ ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს ორგანიზმში ანთებითი პროცესების რეგულირებაში, რაც ხელს უწყობს ოქსიდაციური სტრესის მართვას და ანთების შემცირებას.