ექსპორტის მენეჯერი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Outlook).

 

ფუნქცია–მოვალეობები

  • ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
  • შეკვეთების დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
  • ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის დეპარტამენტში დროული მიწოდება;
  • შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
  • თვიური და წლიური გეგმის შედგენა და მონიტორინგი;
  • ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება;
     

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • კრეატიულობა
  • ორგანიზებული
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 სექტემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] 
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ექსპორტის მენეჯერი“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვიტამინი.ჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


გაფრთხილება
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”