ბუღალტერის ასისტენტი

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 დეკემბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] 
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ბუღალტერის ასისტენტი“.
რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

ძირითად ფუნცია-მოვალეობები

  • ბუღალტერის/მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
  • ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
  • ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში ;
  • სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
  • სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება)
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია)
  • დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.
  • დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების მომზადების პროცესში ჩართულობა;

 

მოთხოვნებით

  • უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
  • სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  • სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის ასისტენტის პოზიციაზე.

 

პიროვნული თვისებები

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვიტამინი.ჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!


გაფრთხილება
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”