ახალი წელი, ეს არის ოცნებებისა და სურვილების ახდენის ჯადოსნური დრო. ახლობელი და სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან და აბედნიერებენ. საჩუქრების შერჩევის ეს ერთის მხრივ სასიამოვნო პროცესი, ამავდროულად საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. აუცილებელია ახლობელსა და საყვარელ ადამიანს ზუსტად ის საჩუქარი შეურჩიოთ, რომელიც მას სურს და რომელიც ყველაზე მეტად გააბედნიერებს.
ამ ბლოგში გაგაცნობთ ტოპ 7 საჩუქარს, რომელიც 2021 წლის შობა-ახალ წელს შეგიძლიათ აჩუქოთ ფიტნესითა და ჯანსაღი ცხოვრებთ დაკავებულ ადამიანს.
სასაჩუქრე ნაკრები. სასაჩუქრე ნაკრები ნამდვილად შეგიმსუბუქებთ საქმეს, რადგან ეს არის ყველაზე სასურველი ფიტნეს საჩუქარი თქვენი ჯანსაღი ცხოვრებით დაკავებული მეგობრისათვის.
Bcaa ფიტნესით დაკავებული ყველა ადამიანისთვის სასურველი საჩუქარია. და თუ იგი უძლიერეს ენერგეტიკთან და მაღალი ხარისხის შეიკერთან არის წარმოდგენილი, თქვენი საჩუქარი ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება. იდიალური საჩუქრის შესარჩევად სულაც არ არის საჭირო ბევრი ფიქრი და დროის კარგვა. სამი ყველაზე აუცილებელი ფიტნეს პროდუქტი ნამდვილად გაახარებს თქვენს მეგობარს და სამუდამოდ დაიკავებს ადგილს ყველაზე ძვირფასი საახალწლო საჩუქრების სიაში.
რკინის, თერმო შეიკერი. ნებისმიერი სპორტით დაკავებული, მოვარჯიშე ადამიანისთვის შეიკერი საუკეთესო მეგობარი და მუდმივი ფიტნეს პარტნიორია. იგი არის შეუცვლელი და მოსახერხებელი საშუალება ვარჯიშის დროს სხვადასხვა ჩვენთვის სასურველი სითხის შესანახად. თუმცა, ბაზარზე გავრცელებული პლასტმასის შეიკერი არცთუ ისე ხარისხიანი და გამძლეა. საშუალოდ პლასტმასის შეიკერი 2-3 თვეს ფუნქციონირებს გამართულად და შედეგ თავს იჩენს ისეთი წუნი როგორიცაა: არასასიამოვნო სუნი, სითხის გაჟონვა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე კარგი ვარიანტია რკინის, თერმო შეიკერის გამოყენება. ფიტნესით დაკავებული ადამიანისათვის რკინის შეიკერი ზუსტად ის საჩუქარია, რომელიც გულწრფელად გაუხარდება და გააბედნიერებს.
გარდა იმისა, რომ ეს შეიკერი რკინის, გამძლე მასალისგანაა შექმილი, იგი ასევე არის თერმული, რაც გარანტიაა, რომ ხანგძლივი ვარჯიშის დროს შიგნით მოთავსებული წყალი და Bcaa შეინარჩუნებს ტემპერატურას და იქნება ისეთივე გემრიელი დასალევი, როგორც ვარჯიშის დასაწყისში.
სპორტით დაკავებულ ადამიანებთან ერთად, თერმო შეიკერი შესანიშნავი საჩუქარია, მოლაშქრე, მთამსვლელი, ველოსიპედით სიარულის მოყვარული და უბრალოდ გადატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანისათვის.
ჯანსაღი ფიტნეს სნეკი. ფიტნესი და ჯანსაღი ცხოვრება ბევრ გემრიელობაზე უარის თქმას გვაიძულებს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შოკოლადისა და სასურველი ტკბილეულის მიღება არ შეგიძლიათ. დღეისათვის ბაზარზე უკვე არაერთი, არაჩვეულებრივი გემოს, სრულიად ჯანსაღი ცილოვანი შოკოლადები არსებობს, რომლებიც ნამდვილად გააბედნიერებს თქვენს მეგობარს.
ფიტნესით დაკავებული ადამიანისათვის ისეთი საახალწლო საჩუქარი, რომელიც იქნება უგემრიელესი და ამავდროულად მისი მიღების შემდეგ არც მომატებული წონა შეაწუხებს და არც სინდისი, ნამდვილად საოცნებო საჩუქარია. შეარჩიეთ სასურველი არომატი და არ მისცეთ საშუალება თქვენს მეგობარს საახალწლო დღეები ტკბილეულის გარეშე გაატაროს.
ფიტნეს საათი. სპორტითა და ფიტნესით დაკავებული ადამიანისთვის ფიტნეს საათი არაჩვეულებრივი საჩუქარია. 21-ე საუკუნე ხომ ჭკვიანი გაჯეტების და ელექტრო მოწყობილობების ხანაა. ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში მაღალი დოზითაა ჩართული ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური ინტელექტი. გამონაკლისი არც ფიტნეს სამყაროა. 2020 წელს კიდევ უფრო პოპულარული გახდა ჭკვიანი ფიტნეს საათი, რომელიც მოვარჯიშე ადამიანის გულითადი მეგობარია.
საუკეთესო ფიტნეს ტრეკერი მოგცემთ დამატებით სტიმულს ვარჯიშისათვის და მოგაწვდით მნიშვნელოვან სტატისტიკას თქვენი ვარჯიშის ინტენსივობისა და ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ. მისი დახმარებით თქვენ გექნებათ საჭირო მონაცემები, რაც გაგიადვილებთ თქვენი ფიტნეს მიზნების მიღწევას.
ფიტნეს საათების უმრავლესობა ზომავს თქვენს გულიცემას, დღიურად გახარჯულ კალორაჟს, ნაბიჯების რაოდენობას, გავლილ მანძილსა და ანხორციელებს ძილის მონიტორინგს. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი საჭირო და გამოსადეგი ფუნქციები, როგორებიცაა: მაღვიძარა, წამზომი, შეტყობინებების მიღების, ფლეიერის კონტროლის ფუნქციები და სხვა. იგი ნამდვილად არის 2020 წლის საჭირო და მოდური აქსესუარი ფიტნესითა და აქტიური ცხოვრებით დაკავებული ადამიანებისათვის.
სავარჯიშო რეზინი. სავარჯიშო რეზინი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ფართოდ გავრცელებული სავარჯიშო აქსესუარია. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 2020 წელს მისი აქტუალურობა კიდევ უფრო გაიზარდა. რეზინი, სახლის პირობებში ვარჯიშისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და კომფორტული დამხმარეა. პანდემიური შეზღუდვებისა და დაკეტილი ფიტნეს დარბაზების ფონზე, ეს აქსესუარი იდიალური საახალწლო საჩუქარია როგორც ქალბატონებისათვის, ასევე მამაკაცებისთვის.
სახლის პირობებში ვარჯიშის დროს სავარჯიშო რეზინი, წონებით ვარჯიშის იდიალური ალტერნატივაა. რეზინის განსხვავებული ხარისხი და სიხისტე საშუალებას გაძლევთ თქვენს ახლობელ ადამიანისთვის ზუსტად მორგებული საჩუქარი შეარჩიოთ.
ბლუთუზ დინამიკი. ეფექტური და ნაყოფიერი ვარჯიშისთვის აუცილებელია ექსტრემალურად მაღალი მოტივაცია. რა ამაღლებს მოტივაციას, თუ არა ენერგიული მუსიკა? ენერგიული მუსიკის კომფორტულად მოსასმენად კი აუცილებელია ხარისხიანი ბლუთუზ დინამიკი.
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახლში ვარჯიშისას, ასევე ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზეც. ყურადღებით შერჩეული ბლუთუზ დინამიკი ნამდვილად საუკეთსო საჩუქარი იქნება თქვენი ფიზიკური აქტივობით დაკავებული მეგობრისათვის.
ბლუთუზ დინამიკის შერჩევისას ყურადღებით დააკვირდით და შეამოწმეთ ხმის ხარისხი. უხარისხო და დაზიანებული ხმა ხარისხს უკარგავს მუსიკას და იკარგება თქვენი ვარჯიშის მოტივაციაც. გარდა ამისა, ვიანიდან მოწყობილობა ყოველდღიური აქტიური გამოყენებისთვის არის საჭირო, მნიშვნელოვანია მისი ელემენტის სიცოცხლის უნარიანობის ხანგძლივობა. ასევე ყურადღებით შეარჩიეთ ზომა და განსაზღვრეთ თქვენი საჩუქრის ადრესატი აპირებს მის აქტიურ გადაადგილებას, თუ უბრალოდ ერთ კონკრეტულ ადგილზე დასადებად სურს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ სპორტული ბლუთუზ დინამიკის შეძენისას, ყურადღება მიაქციოთ არის თუ არა იგი წყალგამძლე, ვინაიდან ჭეშმარიტი მოვარჯიშე არ უშინდება წვიმას, ქარსა და ნიაღვარს.
ომეგა 3. ეს არის ვიტამინი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ დროს, იდეალური საჩუქარი იქნება. განსაკუთრებით მისი აქტუალურობა იმატებს ახალ წელს. ქართული კულინარია რამდენადაც გემრიელია, იმდენად არაჯანსაღია. ცხიმისა და ქოლესტერინის მაღალი რაოდენობა საახალწლო კერძებში, ეს არის მთავარი გამოწვევა ჯანსაღი ცხოვრების სტილით დაკავებული ადამიანისთვის. სწორედ აქ შემოდის ომეგა 3, როგორც ჯადოსნური საჩუქარი. იგი როგორც ცხიმოვანი მჟავა, იცავს ჩვენს სისხლძარღვებს მავნე ქოლესტერინის დაგროვებისაგან და გვეხმარება სასურველი წონის შენარჩუნებაში.
ალბათ ყველას გვყავს გარშემო ერთი ისეთი ადამიანი მაინც, რომელიც „მოწამლულია“ ფიტნესითა და ჯანსაღი ცხოვრების სტილით. შეიძლება სულაც ჩვენ ვართ ასეთი ადამიანი. მაშინ უფრო ადვილად მივხვდებით, რას ნიშნავს ასეთი ადამიანებისათვის აქტიური ცხოვრების სტილი და რამდენად ძვირფასია მათთვის ნებისმიერი საჩუქარი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული ამ საკითხთან. შესაბამისად, საუკეთესო საჩუქარი, რაც შეგიძლიათ ასეთ ადამიანებს შეურჩიოთ, ისევ ფიტნესთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული. შეარჩიეთ იდიალური საჩუქარი საახალწლოდ და ეცადეთ მომდევნო წელს თქვენ იყოთ ის ადამიანი, ვისაც შეურჩევენ საახალწლო ფიტნეს საჩუქარს.