რა არის ჰიპერტროფია?

კუნთოვანი ჰიპერტროფია არის ჩონჩხის კუნთების მიზანმიმართული გაფართოება. კუნთების ჰიპერტროფიაზე ფოკუსირებისას, კუნთებში ბევრი რამ ხდება, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ზომაში ცვლილებას.

არსებობს კუნთოვანი ჰიპერტროფიის ორი განსხვავებული ტიპი:

სარკოპლაზმური ჰიპერტროფია, რაც გულისხმობს კუნთებში გლიკოგენის შენახვის უნარის გაზრდას და მიოფიბრილარული ჰიპერტროფია, რომელიც ფოკუსირებულია კუნთის მოცულობის გაფართოებაზე კუნთოვანი ბოჭკოების ზომისა და სიმკვრივის გაზრდით.

გარდა იმისა, რომ კუნთოვანი ჰიპერტროფიის მრავალი ფენა არსებობს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს არის ადაპტაცია, რომელიც ხდება დროთა განმავლობაში თანმიმდევრულობით.

მაგალითად კუნთოვან ჰიპერტროფიაზე დიდ გავლენას ახდენს გენეტიკური ნიშნები, ვარჯიშის ისტორია და მრავალი სხვა. თუმცა საერთო ჯამში კუნთების ჰიპერტროფიას განაპირობებს ნებისყოფა, თანმიმდევრულობა და სწორი სავარჯიშო სტრატეგია.

ამ ბლოგში განვიხილავთ 3 საუკეთესო საკვებდანამატს, რომლებიც ხელს უწყობს კუნთის ჰიპერტროფიას.

კრეატინი

კრეატინის საკვებდანამატები არის მათთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს ძალა, სიმძლავრე და კუნთოვანი მასა.

განსაკუთრებით კრეატინ მონოჰიდრატი მიეკუთვნება იმ საკვებდანამატების კატეგორიას, რომელზეც ძალიან ბევრი კვლევა არის ჩატარებული.

კრეატინი კუნთოვან ქსოვილს გაცილებით ამტანს ხდის ვარჯიშების მიმართ, ხოლო უკეთესი უჯრედული სიგნალიზაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს კუნთების ზრდასა და აღდგენაში.

თუ თქვენი მიზანია კუნთოვანი ჰიპერტროფია, აუცილებლად გამოიყენეთ კრეატინ მონოჰიდრატი.

პროტეინი

მნიშვნელოვანია პროტეინის დანიშნულება სწორად გვესმოდეს. მისი მიღება არ იწვევს ავტომატურად კუნთის ზრდას, რადგან ამ პროცესზე პასუხისმგებელია ჰიპერტროპიული პროცესი.

თუმცა პროტეინის მიღება ხელს უწყობს კუნთოვანი ბოჭკოების გრძელვადიან აღდგენას, რაც პირდაპირ კავშირშია კუნთის ზრდის პროცესთან.

პროტეინის საკვებდამატები პრაქტიკულია ყოველდღიურობაში გამოსაყენებლად. გარდა ამისა იგი კარგად ეხამება ისეთ საკვებს, როგორიცაა შეიკები და შვრიის ფაფა.

არსებობს სხვადასხვა წარმოშობის, დამუშავების და ათვისების სისწრაფის მქონე პროტეინის საკვებ დანამატები. მრავალფეროვანი არჩევანი ხელს შეგიწყობს შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროტეინი.

ციტრულინი

ციტრულინი არის კიდევ ერთი დანამატი, რომელიც ერთ ერთი  გამოკვლეული საკვებდანამატია ჰიპერტროფიისთვის. ციტრულინს შეუძლია გააუმჯობესოს სხეულში აზოტის ოქსიდის წარმოება, რაც ხელს უწყობს სისხლის უკეთეს მოძრაობას.

კუნთოვანი ჰიპერტროფიის კონტექსტში, გაუმჯობესებული სისხლის ნაკადი კარგი საშუალებაა საკვები ნივთიერებების კუნთებში უფრო ეფექტურად გადასატანად.

ციტრულინი არის ინგრედიენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ვარჯიშის წინ დასალევ საკვებდანამატებში.

კვლევის შედეგად დადასტურებულია რომ 3-6გრ  L-ციტრულინის მიღება აუმჯობესებს კუნთოვანი ჰიპერტროფიის პროცესებს.