Real Pharm – Piperine არის სტანდარტიზებული შავი წიწაკის ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს პიპერინს, ორგანულ ქიმიურ ნაერთს ალკალოიდების ჯგუფიდან.
პიპერინის მრავალრიცხოვან სასარგებლო თვისებებს შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი: ამცირებს ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას, აძლიერებს კუჭის წვენის გამომუშავებას, რომლის წყალობით ის აჩქარებს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესს, აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, ხელს უწყობს კუნთებისა და გულის რეგენერაციას ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, მხარს უჭერს სეროტონინის და დოფამინის გამომუშვებას, ზრდის სხეულის ტემპერატურას და აჩქარებს კუნთოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესს, აუმჯობესებს სელენის, B ვიტამინებისა და კოენზიმ Q10-ის შეწოვას და სხვა. როგორც ხედავთ პიპერინს საკმოად ფართო და ყოვლისმომცველი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე.
Real Pharm – Piperine-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა არის ცხიმის წვის გაძლიერება და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება, რაც დიდად უწყობს ხელს წონის დაკლებას. აღსანშნავია, რომ პიპერინი არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არის ძლიერი თერმოგენული ცხიმისმწველი, რომელიც მოქმედებს ნერვული სტიმულირების გარეშე. ნაკლებად ცხიმოვანი ქსოვილი განაპირობებს უფრო ინტენსიურ და ეფექტურ ვარჯიშს და ზრდის სხეულის შესაძლებლობებს.
ჰიპერტენზია, ბუასილი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და წყლული არის ის პათოლოგიური მდგომარეობები, რომელთა დროსაც პიპერინის მიღება კატეგორიულად არის აკრძალული. ასევე, თუ რაიმე სახის წამალს იღებთ, გამოყენებამდე აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.
Real Pharm – Piperine-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- სტანდარტიზებული შავი წიწაკის ექსტრაქტი
- აძლიერებს ცხიმის წვას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას
- თერმოგენული ცხიმისმწველი, რომელიც მოქმედებს ნერვული სტიმულირების გარეშე
- აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები
- აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
- დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე
- მხარს უჭერს სეროტონინის და დოფამინის გამომუშვებას
- აუმჯობესებს სხვადასხვა საკვები ნივთიერების შეწოვას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.