Optimum Nutrition - Platinum Hydro Whey არის უმაღლესი ხარისხის, შრატის ჰიდროლიზებული იზოლატის პროტეინი.
Platinum Hydro Whey დამზადებულია სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის მეთოდით, რომელიც ხელს უშლის ცილის სტრუქტურის დაშლას. ამგვარად შენარჩუნებულია ნატურალური ამინომჟავების პროფილი და ცილის ფრაქციები გათავისუფლებულია არასაჭირო მინარევებისგან. შედეგად, მიღებულია მაღალი ბიოშეღწევადობის, სწრაფად შეწოვადი და ათვისებადი ცილა, ამინომჟავების სრულყოფილი პროფილით. კიდევ უფრო უკეთესი და სწრაფი ათვისებისთვის, მას დამატებული აქვს ფერმენტების კომპლექსი, რომლებიც აუმჯობესებენ ცილის დაშლას ამინმჟავებად და სისხლში მისი ტრანსპორტირების დაჩქარებას.
პროდუქტი უზრუნველყოფს კუნთების ცილის სინთეზის დაწყებას (კუნთების მშენებლობა) და აფერხებს ცილების დაშლის პროცესს. ეს მნიშვნელოვანია, თუ თქვენი მიზანი გამოშრობა და ამასთანავე, კუნთოვანი მასის შენარჩუნებაა. იგი აძლიერებს ვარჯიშის ანაბოლურ ეფექტს, რადგან ის სწრაფად აწვდის აუცილებელ ამინომჟავებს კუნთოვან ქსოვილს, როდესაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.
Platinum Hydro Whey თითოეულ პორციაზე შეიცავს 30 გრამ მაღალი ხარისხის ჰიდრო-იზოლატის ცილას, 8.8 გრამ BCAA-ს და 15.5 გრამ შეუცვლელ ამინომჟავას (EAA). მას აქვს უმაღლესი ბიოლოგიური ღირებულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაზე ადვილად შეიწოვება, ვიდრე ცილის ყველა სხვა წყარო.
Optimum Nutrition - Platinum Hydro Whey - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მიღებულია სამმაგი ჯვარედინი მიკროფილტრაციის მეთოდით
- არის უმაღლესი ხარისხსი შრატის ჰიდრო-იზოლატი
- ზრდის მშრალ კუნთოვან მასას
- უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- მატებს ძალას და გამძლეობას
- აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა და შეწოვის უნარი
- შეიცავს დიდი რაოდენობით EAA-სა და BCAA-ს
- არ შეიცავს დამატებულ შაქარს
- დამატებული აქვს ფერმენტები
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 200-300 მლ წყალში ან უცხიმო რძეში. მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში, დილით უზმოზე და ვარჯიშის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.