DR2 Supplements – Bcaa Plus არის უმაღლესი ხარისხის ამინომჟავების კომპლექსი, სადაც გაერთიანებულია 5 სახის უმნიშვნელოვანესი ამინომჟავა: L-გლუტამინი, Bcaa (L-ლეიცინი, L-ვალინი, L-იზოლეიცინი) და ციტრულინ მალატი.
პროდუქტში გაერთიანებული ამინომჟავები შერჩეულია ეფექტური დოზირებით და უზრუნველყოფს კუნთის სრულფასოვან აღდგენასა და კატაბოლური პროცესების დაბლოკვას.
Bcaa შედგება 3 ამინომჟავისაგან:
L-LEUCINE – უზრუნველყოფს კუნთებს ენერგიით და მხარს უჭერს ცილის სინთეზს.
L-ISOLEUCINE – ხელს უწყობს კუნთის ქსოვილის განვითარებას, აღდგენას და მშრალი კუნთის მასის ზრდას.
L-VALINE – მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთებში ენერგიის მისაწოდებლად.
გარდა ამისა, პროდუქტი გვთავაზობს გლუტამინის ყველაზე სუფთა, აქტიურ L (Levo) ფორმას. გლუტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პრო-ანაბოლური ამინომჟავას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილის სინთეზში, ასევე ხელს უშლის კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) გამოყოფას და იცავს კუნთებს დაშლისაგან.
L-გლუტამინისა და BCAA-ს კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ეს ორი სახის ამინომჟავა, ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი ამინომჟავების 60%-ს შეადგენს.
BCAA Plus ფორმულა ასევე შეიცავს ციტრულინის ოპტიმალურად განსაზღვრულ დოზირებას ადვილად ასათვისებელი მალატის სახით. ციტრულინი არის ამინომჟავა, რომელიც ზრდის აზოტის ოქსიდის გამომუშავებას და გამოყოფას სისხლში. იგი იწვევს კუნთების „ტუმბოს ეფექტს“ (ფამფი), რომელიც განაპირობებს კუნთში უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების და ჟანგბადის შეტანას და მის ეფექტურ ზრდას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ამ ამინომჟავის მონაწილეობა შარდოვანას ციკლის პროცესში. ეს არის რეაქციების კასკადი, რომელიც ახდენს ორგანიზმიდან ტოქსიკური ამიაკის მოცილებას. ციტრულინი არასაჭირო და მავნე მეტაბოლური პროდუქტებისგან გაწმენდის ერთ – ერთი ბუნებრივი მეთოდია.
DR2 Supplements – Bcaa Plus-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის ძალას და გამძლეობას
– უზრუნველყოფს აღდგენას
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
– მონაწილეობს ცილის სინთეზში
– ზრდის აზოტის ოქსიდის წარმოებას და უზრუნველყოფს ფამფს
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– აქტიურებს ანაბოლურ პროცესებს
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (2,5 კოვზი) 150-200 მლ წყალში და მიიღეთ 1-2-ჯერ დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.