Uns Supplement – Bcaa G-Powder არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც შეიცავს ყველაზე მნიშვნელოვანი ამინომჟავების კომპლექსს. იგი თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 5 გრამ BCAA-ს (2:1:1) და 5 გრამ L-გლუტამინს.
Bcaa შედგება 3 ამინომჟავისაგან:
L-LEUCINE – უზრუნველყოფს კუნთებს ენერგიით და მხარს უჭერს ცილის სინთეზს.
L-ISOLEUCINE – ხელს უწყობს კუნთის ქსოვილის განვითარებას, აღდგენას და მშრალი კუნთის მასის ზრდას.
L-VALINE – მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთებში ენერგიის მისაწოდებლად.
გარდა ამისა, გვთავაზობს გლუტამინის ყველაზე სუფთა, აქტიურ L (Levo) ფორმას. გლუტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ პრო-ანაბოლური ამინომჟავას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცილის სინთეზში, ასევე ხელს უშლის კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) გამოყოფას და იცავს კუნთებს დაშლისაგან.
Bcaa-ს და L-გლუტამინის კომბინაცია არ არის შემთხვევით შერჩეული. იგი წარმოადგენს ამინომჟავების ყველაზე ეფექტურ კომბიანციას, რომელიც მაღალი ფიზიკური დატვირთვის პირობებში უზრუნველყობს აქტიურ აღდგენას და კუნთოვანი მასის შენარჩუნებას.
Uns Supplement – Bcaa G-Powder-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– უზრუნველყოფს ეფექტურ აღდგენას
– მონაწილეობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და ზრდაში
– მონაწილეობს ცილის სინთეზში
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– უზრუნველყოფს ძალისა და ენერგიის ზრდას
– ამცირებს დაღლილობასა და ტკივილს კუნთებში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (12,5 გ – 2 კოვზი) 150 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშის წინ, დროს ან შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.