შატო ზეგაანი – წიპწის ზეთი არის ცივი დაწნეხვის მეთოდით მიღებული ყურძნის წიპწის ზეთი. ზეთი მიღებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან.
ცივად დაწნეხვის მეთოდით, 500 კილო ყურძნისგან, 10 კილოგრამი წიპწა მიიღება, საიდანაც 1 ლიტრი ზეთი გამოიხდება.
ამ მეთოდით გამოხდით, ზეთი ინარჩუნებს ყველა შემადგენელ ნივთიერებას და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.
მაღალი ფიზიკური დატვირთვის დროს, წიპწის ზეთის ქიმიური შემადგენლობა იცავს და აღადგენს ხრტილებს. იგი ასევე იცავს და აჯანსაღებს კანს.
მას „ახალგაზრდობის ელექსირსაც“ უწოდებენ. იგი შეიცავს ბიოფლავონოიდებს, რომელი ნივთიერებაც არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს თმის ზრდას, კოლაგენის სინთეზს და აფერხებს დაბერების პროცესებს. ყურძნის წიპწის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, თირკმელში კენჭის წარმოქმნას, ათეროსკლეროზის და სიმსივნის განვითარებას.
ყურძნის წიპწაში შემავალი ანტიოქსიდანტები – პროციანიდი, რეზვერატროლი, ვიტამინები E, A, C – გამოდევნიან ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს და აუმჯობესებენ იმუნიტეტს.
ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია: ვიტამინებით – E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 და მიკროელემენტებით – კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა – რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ზეთის 70%–ს შეადგენს ლინოლეის მჟავა – ომეგა–6, რომელიც ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ პროცესებს.
პედიატერების რეკომენდაციით, წიპწის ზეთის გამოყენება მნიშვნელოვანია ბავშვის კვების რაციონში იმ ასაკიდან, როდესაც შესაძლებელია პატარას რაციონში ზეთის დამატება, ასევე გამოიყენება გარეგანი მოხმარებისთვის კანის სიმშრალის დროს
შატო ზეგაანი – წიპწის ზეთი-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– დამზადებულია ცივი დაწნეხვის მეთოდით
– შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების ფართო სპექტრს
– არის ცხიმოვანი მჟავების მდიდარი წყარო
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
-იცავს და აღადგენს ხრტილებს
– აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები
– ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენეთ დღის განმავლობაში სურვილისამებრ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.