Myprotein – Vitamin D3 არის თხევადი კაფსულების სახით წარმოდგენილი D-ვიტამინი, რომელიც დაგეხმარებათ შეავსოთ ორგანიზმი D-ვიტამინის ყოველდღიური დოზით. ვინაიდან ამ ვიტამინის ძირითადი წყარო მზის სხივები და კონკრეტული საკვებია, ზამთრის პერიოდში ადამიანების უმრავლესობა განიცდის D-ვიტამინის ნაკლებობას. სწორედ ამ პრობლემის გადასალახად არის შექმნილი აღნიშნული პროდუქტი.
ვიტამინი D3 არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი D, რომელსაც ქოლეკალციფეროლი ეწოდება, იგი უზრუნველყოფს ძვლების ჯანმრთელობასა და სიმტკიცეს, იმუნურ სისტემას სიძლიერეს და ხელს უწყობს ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში, რაც განაპირობებს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.
Myprotein – Vitamin D3-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობასა და სიმტკიცეს
– უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას
– აძლიერებს კალციუმის ათვისებას
– აძლიერებს იმუნიტეტს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ დღეში 1 კაფსულა, საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.