ნივრის ექსტრაქტის ბენეფიტები

შენი წამალი იყოს შენი საკვები.

ეს არის ცნობილი სიტყვები რომელიც ეკუთვნის ძველ ბერძენ ექიმ ჰიპოკრატეს, რომელსაც უწოდებენ დასავლური მედიცინის მამას.

ნიორი არის მცენარე, რომელიც მიეკუთვნება ალიუმის ოჯახს. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ხახვთან, შალოტთან და პრასთან.

ნივრის ბოლქვის თითოეულ სეგმენტს კბილი ეწოდება. ერთ ბოლქვში დაახლოებით 10-20 კბილია.

ნიორი იზრდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომელიც მისი მკვეთრი სუნის და არომატის გათვალისწინებით კულინარიაში პოპულარული ინგრედიენტია.

უძველესი ისტორიის განმავლობაში, ადამიანები ფართოდ იყენებდნენ ნიორს მისი ჯანმრთელობისა და სამკურნალო თვისებებისთვის. არსებობს ამ ყველაფრის დოკუმენტირებული მტკიცებულება.

ნივრის სასარგებლო თვისებები უკავშირდება გოგირდის ნაერთების წარმოქმნას, როდესაც ნიორი იჭრება ან იღეჭება ეს ნაერთები აქტიურდება.

ერთ ერთი ასეთი ცნობილი ნაერთი რომელიც ნიორში გვხვდება, არის ალიცინი.

სხვა ნაერთები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს, ეს არის დიალილ დისულფიდი და ს-ალილცისტეინი.

გოგირდის ნაერთები სხეულში ხვდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. შემდეგ ისინი მოგზაურობენ მთელს სხეულში და ახდენენ ძლიერ ბიოლოგიურ ეფექტს.

თანამედროვე დროში არსებობს ნივრის ექსტრაქტის საკვებდანამატები, რომლის გამოყენება გაცილებით კომფორტულია. ტაბლეტებს არ ახასიათებს არც სიმძაფრე და არც სუნი.

სარგებელი

დაბალკალორიული

ერთი კბილი ნიორი(დაახლოებით 3 გრამი)შეიცავს 4,5 კალორიას, 0,2 გრამ ცილას და 1 გრამ ნახშირწყლებს.

ნიორი არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერების კარგი წყარო:

მანგანუმი

ვიტამინი B6

ვიტამინი C

სელენი

ბოჭკოვანი

2.იმუნური სისტემის გაძლიერება.

ნივრის ექსტრაქტი მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნურ სისტემას. კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ნივრის ექსტრაქტის საკვებდანამატებს 3 თვის განმავლობაში, ნაკლებად აღენიშნებათ გაციების და გრიპის სიმპტომები.

ნიორში შემავალ ნაერთებს გააჩნია ანტივირუსული თვისებები. იმუნური სისტემის გაძლიერების გარდა, ნიორს შეუძლია ხელი შეუშალოს ვირუსების შეღწევას ან გამრავლებას უჯრედებში.

3.არტერიული წნევის შემცირება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი, უფრო მეტ სიკვდილს იწვევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მდგომარეობა.

მაღალი წნევა ან ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეს დაავადებები.

2020 წლის კვლევების მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ნივრის საკვებდანამატები ამცირებს არტერიულ წნევას.

მკვლევარებმა ეს ეფექტი დაუკავშირეს გულ-სისხლძარღვთა მოვლენების 16-40%-ით შემცირებულ რისკს.

ანალიზმა აღნიშნა, რომ ნივრის ექტსტრაქტს, წნევის ზოგიერთი წამლის მსგავსი ეფექტი აქვს, ნაკლები გვერდითი ეფექტებით.

2019 წლის მიმოხილვა აღნიშნავს, რომ ნიორში შემავალი ალიცინი ზღუდავს ანგიოტენზინ II-ის გამომუშავებას, ეს არის ჰორმონი, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას.

მას ასევე შეუძლია მოადუნოს სისხლძარღვები, რაც საშუალებას მისცემს სისხლს იმოძრაოს თავისუფლად.

4. ვარჯიში და გამძლეობა

უძველესი ცივილიზაციები ნიორს იყენებდნენ დაღლილობის შესამცირებლად და შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად. ხოლო ძველ საბერძნეთში ოლიმპიური სპორტსმენები ნიორს მიირთმევდნენ გამძლეობის გასაუმჯობესებლად.

ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ნიორს შეუძლია შეამციროს ვარჯიშთან დაკავშირებული ოქსიდაციური სტრესი და კუნთების დაზიანება.

გარდა ამისა ნივრის საკვებდანამატები ზრდის ჟანგბადის მოცულობას ვარჯიშის დროს.

5.მძიმე მეტალების დეტოქსიკაცია

ნიორში შემავალი გოგირდის ნაერთები იცავს ორგანოების დაზიანებას მძიმე მეტალის ტოქსიკურობისგან.

ნიორში შემავალი ალიცინი დაგეხმარებათ სისხლში და სასიცოცხლო ორგანოებში ტყვიის დონის შემცირებაში.

2012 წელს ჩატარდა კვლევა სადაც მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ტყვიის გადაჭარბებული ზემოქმედება, სადაც ნიორმა ტყვიის დონე სისხლში 19%-ით შეამცირა.

მან ასევე შეამცირა ტოქსიკურობის სხვა ნიშნები, მათ შორის თავის ტკივილი და მაღალი წნევა.