ტოპ 5 დანამატი ფიზიკური მომზადების დროს

ფიზიკური მომზადება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.  თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ გსურთ დარწმუნებული იყოთ, რომ ვარჯიშისგანაც მაქსიმალურ შედეგს იღებთ.

ვარჯიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი გახლავთ კუნთური მასის მომატება და ძალისმიერი მაჩვენებლების გაუმჯობესება. ეს ორი რამ კი, საშუალებას გაძლევთ თქვენი ორგანიზმი ყოველთვის მაქსიმალურ ტონუსში იყოს.

ფიზიკური მომზადების დღეებში, ადამიანს გაცილებით მეტი საკვები ნუტრიენტი ესაჭიროება. სწორად შერჩეული საკვები დანამატები დაგეხმარებათ, რომ თქვენს ორგანიზმს დროულად მიაწოდოთ ყველა სახის მიკრო და მაკრო ნუტრიენტები.

ქვემოთ განხილული ტოპ 5  საკვები დანამატი დაგეხმარებათ, რომ თქვენი ფიზიკური მომზადება გაცილებით ეფექტიანი და შედეგის მომცემი იყოს.

პროტეინი - ცილა არის ჩვენი სხეულის ყველა უჯრედის სამშენებლო მასალა. ცილის ძირითადი ფუნქცია გახლავთ კუნთის უჯრედების აშენება და აღდგენა, რაც მას კუნთის ზრდის აუცილებელ ელემენტად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ პროტეინს საკვებიდან ბუნებრივად ვიღებთ, ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი ფიზიკური მომზადების დროს.

2018 წელს გამოქვეყნდა 49 კვლევის შედეგი, რის შემდგომაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ  პროტეინის მიღება საკვები დანამატის სახით, გავლენას ახდენს კუნთის მასისა და ძალის ზრდაზე. მიმოხილვამ აჩვენა, რომ პროტეინის საკვები დანამატის სახით დამატებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ძალა და კუნთებს გაცილებით მეტი ენერგია შემატა ხანგრძლივი  ვარჯიშის პერიოდში.

პროტეინის მოხმარების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, ვარჯიშიდან ორი საათის შემდეგ, ან დილით საკვების მიღებამდე. მისი გამოყენება შეგიძლიათ ვარჯიშის შემდეგ ან დილით, ასევე თუ დრო არ გაქვთ რეგულარული კვებისთვის, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ცილის შემცველი საკვები.

თუმცა სიფრთხილე გვმართებს პროტეინის შერჩევისას, რადგან დიდი ყურადღება ექცევა მის ხარისხს. ზოგიერთი პროტეინი შეიცავს დიდი რაოდენობით მარტივ ნახშირწყლებს, რაც იწვევს სისხლში ინსულინის ზრდას და შაქრის მატებას. 

ვიტამინში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბრენდის, მაღალი ხარისხის პროტეინი.

კრეატინი - ეს არის ბუნებრივად არსებული ნივთიერება კუნთოვან ქსოვილებში. ადამიანის ორგანიზმი კრეატინს გარდაქმნის  ფოსფოკრეატინად და ინახავს მას კუნთებში, სადაც იგი გამოიყენება ენერგიისთვის. თანამედროვე დროში, კრეატინი ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები დანამატია, რომელსაც ხშირად იყენებენ ადამიანები, რათა გააუმჯობესონ სპორტული აქტივობა და გაზარდონ კუნთური მასა.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად ხუთი გრამი კრეატინის მოხმარება ზრდის მშრალი კუნთის მასას, ასევე აუმჯობესებს ძალასა და გამძლეობას, გვერდითი ეფექტების გარეშე.

კრეატინი კარგად სინთეზირდება ნახშირწყლებთან, ამიტომ ხშირად ადამიანები იყენებენ ნახშირწყლების და კრეატინის კომბინაციას, ასეთი სახით კუნთში იმატებს კრეატინის მარაგი და ვარჯიში ბევრად ეფექტიანია.

ფიზიკური მომზადების პერიოდში, კრეატინი იწვევს კუნთის მასის, სიძლიერის და ფუნქციონალური მუშაობის უფრო დიდ ზრდას. ერთ ერთი კლინიკის თანახმად, კრეატინი ყველაზე სასარგებლოა სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ სიჩქარის ან აჩქარების გაუმჯობესება, მაგალითად სპრინტერები და ძალოსნები.

 

ბეტა ალანინი - ამინომჟავა, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლში და მას შეუძლია გააუმჯობესოს გამძლეობა და ვარჯიშების დროს დაგეხმაროთ ეგრეთ წოდებული დამატებითი „გამეორებების“ განხორციელებაში.

ბეტა-ალანინი მუშაობს ჩვენი კუნთების უჯრედებში pH-ის ბუფერულობით -როგორც pH იკლებს, ჩვენ ვიღებთ წვის შეგრძნებას, რომელიც კუნთისთვის შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

ბეტა-ალანინს შეუძლია შეანელოს pH-ის ვარდნა, რაც ნიშნავს, რომ  კუნთებს აქვთ „დამატებითი დრო“ ფიზიკური აქტივობისთვის.

2012 წელს ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ექვსი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ორი გრამი ბეტა-ალანინის მიღებისას, მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს, 19%-ით შემცირდა კუნთის დაღლილობა.

ბეტა-ალანინს საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ვარჯიშზე და რაც მთავარია მისი გამოყენება არის სრულიად უსაფრთხო.

BCAA - სამი შეუცვლელი სახის ამინომჟავა, ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლეიცინი, რადგან ცნობილია, რომ იგი ასტიმულირებს კუნთების ზრდას. პროტეინის მსგავსად, BCAA-ს მიღება შესაძლებელია საკვებიდან, მაგრამ BCAA საკვები დანამატის სახით, დიდად დამხმარეა კონკრეტულად კუნთის აღდგენაში.

2010 წელს ჩატარებულმა მცირე კვლევამ დაადასტურა BCAA-ს ეფექტი, განსაკუთრებით ჩაჯდომაზე.(ძლიერი საბაზისო ვარჯიში) შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებმაც, ვარჯიშის წინ მიიღეს BCAA, განიცადეს კუნთების შემცირებული ტკივილი და ნაკლები დაღლილობა სხვა ჯგუფთან შედარებით. ეს შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა გავლენა აქვს  BCAA-ს კუნთის უჯრედებზე.

BCAA-ს მიღება ვარჯიშის პერიოდში საკვები დანამატი სახით, ბლოკავს კორტიზოლს, რომელიც ცნობილია როგორც „სტრესის ჰორმონი“ .მისი გამოყოფა ხდება მძიმე წონებით ვარჯიშის დროს. ასე რომ BCAA-ს აქვს ანტიკატაბოლური უნარი, რომ დაიცვას კუნთი სხვადასხვა დაზიანებისგან.

HMB - მოლეკულა, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც სხეულში ამინომჟავა ლეიცინის სინთეზირება ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ HMB - ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, მისი მიღება საკვები დანამატის სახით, ფიზიკური მომზადების დროს, გაცილებით კარგ შედეგს იძლევა.

ვარჯიშის დროს, ენერგიის უზრუნველსაყოფად,  შესაძლოა სხეულმა დაშალოს კუნთოვანი ქსოვილი. HMB-ი მინიმუმამდე ამცირებს ცილების დაშლის პროცესს ორგანიზმში, გააჩნია ანაბოლური მოქმედება და იცავს კუნთს დაზიანებისგან.  

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ დღეში 3-6 გ HMB-ის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს მშრალი კუნთოვანი მასის მატება.  

HMB – ი გამოყენება ასევე განსაკუთრებით მათთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც ფიზიკური მომზადების დროს ებრძვის კანქვეშა ცხიმს და სურს კუნთოვანი რელიეფი უფრო მეტად გამოკვეთოს. HMB - ი გავლენას ახდენს კანქვეშა ცხიმის წვაზეც. კანქვეშა ცხიმის დაგროვება ხელს უშლის განსაკუთრებით გულის და ღვიძლის გამართულ მუშაობას. HMB-ის უნარი, რომ მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოს ცილის მშენებლობის და შენარჩუნების პროცესში, ორგანიზმს ეხმარება გათავისუფლდეს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილებისგან.