როგორ შევინარჩუნოთ ღვიძლის ჯანმრთელობა ბუნებრივი გზით

ღვიძლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ისეთი მნიშვნელოვანი პროცესების წარმართვას როგორებიცაა:  მეტაბოლიზმი და დეტოქსიკაცია.

ღვიძლს საკმაოდ მძიმე და ამავდროულად საპასუხიმგებლო ტვირთი აკისრია. ღვიძლი ადამიანის სხეულში მოხვედრილი ნებისმიერი ტიპის ნივთიერებას (საკვები, მედიკამენტები, ალკოჰოლი, ტოქსინები) ამოწმებს და შემდგომ ფილტრავს. გამართული მუშაობის დროს, ღვიძლის უჯრედები გამოიმუშავებს მრავალფეროვან ფერმენტებს, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმში მიმდინარეობს საკვების დაშლა ნუტრიენტების დონეზე (მაგალითად ცხიმები, ნახშირწყლები და ცილები).

ღვიძლს შეუძლია ერთდროულად გამოიმუშავოს ენერგია და თავად შექმნას ასობით აუცილებელი ნაერთი, როგორებიცაა: ცილები, ნახშირწყლები ცხიმები. ასევე, ღვიძლი ინახავს შაქარს და ვიტამინებს და გამოყოფს მათ საჭიროების შემთხვევაში. ღვიძლის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული შედეგები.

ღვიძლის უჯრედები, რომელსაც ეწოდება ჰეპატოციტები, შეიცავს შიდა აღდგენის სისტემებს, რომლებიც მუდმივად ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და აღადგენს დაზიანებულ უჯრედულ კომპონენტებს. თუმცა,  როდესაც ეს თვითშენარჩუნების სისტემა ძალიან გადატვირთულია, დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ მოხდეს ღვიძლის უჯრედების დაზიანება.

ღვიძლის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ყველასთვის, მაგალითად, თუ ადამიანი ფიზიკური აქტივობით არის დაკავებული, ღვიძლი სტანდარტულზე მეტად იტვირთება, რადგან ასეთ დროს მეტაბოლიზმი გაცილებით სწრაფად მუშაობს.

 დღევანდელ ჩვენს ბლოგში განვიხილავთ იმ საკვებ დანამატებს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ დაიცვათ ღვიძლი დაზიანებისგან.

 

Uns – lecytyna - ლეციტინი გახლავთ ქოლინის მთავარი წყარო და მაკროელემენტი, რომელიც წარმოდგენილია ფოსფატიდილქოლინის სახით. ქოლინი არის ნაერთი, რომელიც ქმნის ცხიმის სტრუქტურულ კომპონენტს.

ქოლინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის ჯანმრთელობისთვის, რადგან მისი მეშვეობით ხდება ცხიმის სათანადო ტრანსპორტირება ღვიძლის უჯრედიდან მთელ სხეულში. თუ ადამიანს აქვს ქოლინის დეფიციტი, ამან შეიძლება ღვიძლის გაცხიმოვნება გამოიწვიოს.

ქოლინის კიდევ ერთი მთავარი სარგებელი არის ის, რომ ღვიძლი გაათავისუფლოს მავნე ტოქსიკური წარმონაქმნებისგან. აღნიშნული პროცესის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემა როგორიცაა NAFLD.( ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება)

ქოლინი ასევე ხელს უწყობს ორი ტიპის ცხიმის, ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების ტრანსპორტირებას. ღვიძლი ზემოთ ნახსენებ ცხიმებს გზავნის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში რათა დროულად მოხდეს სხვადასხვა ორგანოების მომარაგება და მხარდაჭერა.

ქოლინი ხელს უწყობს განწყობის, ძილის ციკლის და ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ, აღდგენითი კომპონენტების გაუმჯობესებას. როდესაც აღნიშნული პროცესების  წარმართვა სათანადოდ მიმდინარეობს, ღვიძლიც დაცულია დაზიანებისგან.

Diet-Food - Bio Beetroot Powder - ორგანული ჭარხლის ფხვნილი, რომელიც ცნობილია განსაკუთრებული კვებითი შემცველობით. იგი გახლავთ როგორც ბოჭკოვანი ნივითიერების, ასევე ფოლიუმის და კალიუმის წყაროც, სწორედ, ამ მდიდარი შემადგენლობის გამო, ჭარხალი ითვლება ღვიძლის მკვებავ და მატონიზირებელ საშუალებად.

ღვიძლისთვის ჭარხლის მაღალი ბოჭკოვანი შემცველობა დეტოქსიკაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ხელს უწყობს ნარჩენების გადატანას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ჭარხლის ერთ-ერთი მთავარი ბოჭკოა პექტინი, რომელიც ითვლება ღვიძლის გამწმენდ მთავარ სტიმულატორად, მისი დახმარებით ღვიძლში არსებული ტოქსინები მინიმუმამდე მცირდება.

ჭარხალი ასევე გამოიყენება, როგორც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც ორგანიზმში იწვევს ოქსიდაციურ სტრესს(უჯრედული მუშაობის დარღვევა) და სხვადასხვა ანთებით პროცესებს, ასეთ დროს, ღვიძლი შეფერხებით მუშაობს. ჭარხალი შეიცავს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტურ ნაერთს, როგორიცაა ბეტალაინის პიგმენტები, რომელიც ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს ანთებას სხეულში.

Real Pharm – Liver Control - კომპლექსური ტიპის ძლიერი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაშიც ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს ბაყაყურას ექსტრაქტი.

ბაყაყურას ექსტრაქტი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება როგორც ღვიძლის ჯანმრთელობისთვის, ასევე მის სამკურნალოდ. ბაყაყურას ექსტრაქტის თესლი შეიცავს ფლავონოიდს, რომელსაც სილიმარინი ეწოდება.

სილიმარინი იმ დონის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომ მას შეუძლია ალკოჰოლით და ნარკოტიკებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღდგენა, ფაქტობრივად, სილიმარინი მოქმედებს დამცავი კარიბჭის მსგავსად, იგი იცავს ღვიძლს ტოქსინებისა და თავისუფალი რადიკალებისგან.

ბაყაყურას ექსტარქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ორგანიზმში გაზარდოს გლუტათიონის გამომუშავება. ეს გახლავთ ნივთიერება რომელსაც მისი მაღალი ბილოგიური ღირებულების გამო ზედმეტსახელიც კი შეარქვეს. (ყველა ანტიოქსიდანტის დედა) გლუტათიონის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ღვიძლშია. ბაყაყურას ექსტრაქტი  ხელს უწყობს გლუტათიონის დაქვეითების თავიდან აცილებას. მას 10 ჯერ უფრო მეტად ძლიერი ანდოიქსიდანტური მოქმედება აქვს, ვიდრე E-ვიტამინს.

 

Uns – turmeric - კურკუმინი არის უძველესი სამკურნალო საშუალება, რომელსაც 2000 წელზე მეტი გამოყენების ისტორია აქვს. იგი ასევე ცნობილია როგორც ანთების საწინააღმდეგო და ძლიერი ანტიოქსიდანტური საშუალება. კურკუმას ფესვებში შემავალი პოლიფენოლები განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების რისკის შესამცირებლად. მას იმდენად ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს, რომ შეუძლია ღვიძლი დაიცვას მავნე თავისუფალი რადიკალებისგან, რის საშუალებითაც მცირდება ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნა.

ზრდასრული ადამიანების დაახლოებით 35% ებრძვის არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ღვიძლის უჯრედებში ხდება არასაჭირო ცხიმ დაგროვება, რაც ნიშნავს, რომ უჯრედები ვერ ფუნქციონირებენ ისე, როგორც საჭიროა.

 კურკუმინის დამცავი შესაძლებლობები ღვიძლ ეხმარება არ გაიკეთოს არასასურველი ცხიმის მარაგი. ეს ნამდვილად პრაქტიკული საშუალება გახლავთ, რადგან უალკოჰოლო ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  ქრონიკული დაავადება.

Musclecare – nac - იგივე N-აცეტილცისტეინი, რომელიც გახლავთ ნახევრად ცვლადი სახის ამინომჟავის ცისტეინის დამატებითი ფორმა. NAC-ს აქვს ჯანმრთელობის მრავალი სარგებელი, კერძოდ, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის დეტოქსიკაციის პროცესში.

NAC-ის ძლიერი ჯანმრთელობის სარგებელი გამომდინარეობს გლუტათიონის უჯრედშიდა დონის აღდგენის უნარიდან. გლუტათიონი არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაერთი, რომელიც ითვლება სხეულის ძლიერ ანტიოქსიდანტად და დეტოქსიკაციის პრაქტიკულ საშუალებად.

გლუტათიონი ეხმარება ღვიძლს, რათა დაიცვას ტოქსიკურობისგან. ის ყველაზე მეტად ესაჭიროება იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ანთებითი სიმპტომები, ან ღვიძლში ცხიმის მაღალი მაჩვენებელი. ღვიძლის ქრონიკული ანთება ანადგურებს ორგანიზმში გლუტათიონის მარაგს, ხოლო მისი დეფიციტი იწვევს ბევრ სხვადასხვა აუტოიმუნურ დაავადებებს (გაუმართავი დაცვის მექანიზმი, რომელიც ანადგურებს ჯანმრთელ, ნორმალურ უჯრედებს)

NAC არის გლუტათიონის სინთეზის ყველაზე მნიშვნელოვანი წინამორბედი, იგი ადვილად შეიწოვება ნაწლავებიდან და სწრაფად გარდაიქმნება გლუტათიონად.