WHEY PROTEIN “ISOLATE”-ის შერჩევისას შეიძლება იფიქროთ, რომ მისი ხარისხის განმსაზღვრელი თითო პორციაზე პროტეინის მაღალი შემცველობა უნდა იყოს, თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ იზოლატის ტიპის პროტეინის შერჩევისას. ესენია: ცილის რეალური წყარო, ინგრედიენტების ხარისხი და პროდუქტის სისუფთავე.
წლების წინ შეუძლებელი იყო ჩვენი მხრიდან იმის დადასტურება, თუ რამდენად სუფთა იყო შრატის ცილის იზოლატი, რადგან ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. თუმცა ამ მხრივ დღევანდელ დროში, ლანდშაფტი მკვეთრად შეიცვალა და როგორც მომხმარებლებს გაცილებით უფრო დეტალურ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა.
ამ სტატიაში ჩამოთვლილი პრინციპების გამოყენება, დაგეხმარებათ რომ თავად დარწმუნდეთ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილი Whey protein “isolate”. (თუ გსურთ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ WHEY PROTEIN-ის სრულ სახეობებზე, იხილეთ სტატია: შრატის ცილა-პროტეინის მიღების პოპულარული ფორმები)
პროტეინის შემცველობა
შრატის იზოლატი ითვლება პროტეინის ყველაზე ბიოხელმისაწვდომ სახეობად, შესაბამისად პროტეინის სხვა სახეობებთან შედარებით მას აქვს მაღალი ფასი. ამიტომ ლოგიკურია, რომ მასში ცილის შემცველობა გადახდილი საფასურის შესაბამისი უნდა იყოს.
ზოგიერთი კომპანია იზოლატის წარმოებისას იყენებს ხარისხობრივი თვალსაზრისით გაცილებით დაბალი ტიპის ცილას, თუნდაც ეს შეიძლება იყოს კონცენტრატი. მსგავსი ტიპის პროტეინში რათქმაუნდა ცუდი არაფერია, თუმცა იგი რადიკალურად განსხვავდება იზოლატისგან, მის შემადგენლობაში იზოლატისგან განსხვავებით მაღალია ნახშირწყლების და ცხიმების რაოდეობა, ასევე კონცენტრატს ბუნებრივად სდევს ლაქტოზა, რის მიმართაც ზოგიერთი ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა.
ასეთი ტიპის პროდუქტები მწარმოებლისთვის გაცილებით მომგებიანია, რადგან წარმოების და ინგრედიენტების ხარჯები დაბალია. ხოლო მომხმარებლისთვის ეს არასასურველია, რადგან ყიდულობს „იზოლატს“, სინამდვილეში კი ის არის ნაკლებად სუფთა და ხარისხობრივად დაბალი დამუშავების პროტეინი.
ამიტომაც, პროტეინის შერჩევისას წაიკითხეთ პროდუქტის მთლიანი შინაარსი, რომელიც მიკრულია ტუბზე ეტიკეტის სახით. 100% შრატის პროტეინის იზოლატში, მის გარდა დასაშვებია მხოლოდ ჰიდროიზოლატი. (როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე) რომელიც პროტეინის დამუშავების ყველაზე მაღალ ფორმად ითვლება. თუ ეს ასე არ იქნება დააბრუნეთ პროტეინი თაროზე!
კალორიების შემცველობა
პროტეინის შერჩევისას შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ აქვს 60 გრამიანი კოვზი (საუბარია მხოლოდ იზოლატზე), საიდანაც ცილის შემცველობა 30 გრამია. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა გაარკვიოთ რა შედის იმ დარჩენილ 30 გრამში.
მრავალი კომპანია იყენებს ისეთ შემავსებლებს, როგორიცაა დიდი რაოდენობით შაქარს და ცხიმებს ფორმულის და არომატის გასაუმჯობესებლად. ასეთ დროს იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვარჯიშობთ, ეს საკითხი მეტად პრიორიტეული უნდა იყოს.
მაღალი ხარისხის იზოლატში, შაქრისა და ცხიმის მაჩვენებელი უნდა იყოს 0% ან ძალიან მინიმალური. ისეთი მაკრო ელემენტები, როგორებიცაა შაქარი ან თუნდაც ცხიმი, ჩვენი მხრიდანაც მარტივი მისაღებია, თანაც გაცილებით იაფი.
პროტეინის მონელება
გარდა იმისა, რომ იზოლატში ნახშირწყლების და ცხიმის შემცველობა ნაკლებია, ასევე მინიმალური შემცველობით უნდა იყოს ლაქტოზა. არსებობს ზოგიერთი ტიპის იზოლატი, რომელშიც ლაქტოზის შემცველობა 0%-იც კი არის.
ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ადამიანს შეიძლება სურს იზოლატის მიღება, ეს შეიძლება იყოს ლაქტოზის მინიმალური რაოდენობა, რადგანაც თუ მას აქვს მსგავსი პრობლემა, რომელსაც ლაქტოზის აუტანლობას უწოდებენ, თავისუფლად შეძლებს მისი ორგანიზმი, იზოლატის მონელებას გვერდითი მოვლენების გარეშე. ახლა კი პირიქით, წარმოიდგინეთ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ასეთი ადამიანი პროტეინის შერჩევისას არ გამოიჩენს სიფრთხილეს. (შებერილობა, შეკრულობა, მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება).
გამჭვირვალობა
პროტეინის წარმოებისას ზოგიერთი კომპანია შეიძლება უპატიოსნოდ მოიქცეს. მათ მიერ შექმნილ პროდუქტებში ცილის შემცველობა შეიძლება იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე ეს ეტიკეტზე არის მითითებული. მსგავსი პრობლემის აღმოსაფხვრელად არსებობს ეგრეთწოდებული „მესამე მხარის ტესტირება“, რა დროსაც თავისი სურვილით და სრულიად თამამად მხოლოდ მაღალი დონის კომპანიები იღებენ მონაწილეობას.
“მესამე მხარის” ტესტირება არის ნებაყოფლობითი ღონისძიება, რომელსაც მწარმოებელი კომპანიები იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ მათი პროდუქციის შემადგენლობაში შედის ზუსტად ის რაოდენობა, რაც ეტიკეტზე აქვთ მითითებული. პროცესი მოიცავს მკაცრ, მიუკერძოებელ ტესტირებას, რაც გარანტიას იძლევა, რომ შემცველობა ზუსტად ისეთია, როგორც ეს აღწერილია ეტიკეტზე.
ზოგიერთი კომპანია, თავს არიდებს „მესამე მხარის“ ტესტირებას. სავარაუდოდ, მათთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ფინანსური სარგებელი, ვიდრე ხარისხიანი პროდუქცია და კმაყოფილი მომხმარებელი.
საქართველოში სრული გარანტიით, ხარისხიანი იზოლატი პროტეინის შეძენა შეგიძლიათ „ვიტამინში“. კომპანია წლებია თანამშრომლობს მსოფლიო დონის ისეთ ბრენდებთან, როგორებიაა: OPTIMUM NUTRITION, UNIVERSAL NUTRITION, MUSCLETECH, RONNIE KOLEMAN, APPLIED NUTRITION, RULE1, და ასე შემდეგ.