შრატის ცილა-პროტეინის მიღების პოპულარული ფორმები

პროტეინის გამოყენება საკვები დანამატის სახით არის სწრაფი და კომფორტული საშუალება, რათა სტაბილურად უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზმი აუცილებელი საკვები ნუტრიენტებით.

პროტეინის მიღების რამდენიმე საფუძვლიანი მიზეზი არსებობს, მაგალითად: სპორტული აქტივობის ასამაღლებლად, კუნთოვანი მასის ასაშენებლად და ორგანიზმის ზოგადი თუ ინდივიდუალური კეთილდღეობის  გასაუმჯობესებლად.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პროტეინის მიღება არ ნიშნავს , ტრადიციული მეთოდით საკვებ პროდუქტებზე უარის თქმას, პირიქით, რაც უფრო ვცდილობთ, რომ ჯანსაღი საკვები დღის განმავლობაში სტაბილურად მივიღოთ, მით უფრო მეტი ეფექტი ექნება პროტეინის გამოყენებას.

ჩვენს გარშემო არსებობს პროტეინის სხვადასხვა ფორმა, ფასი და მწარმოებელი. როგორ განვსაზღვროთ, რომელი სახეობის პროტეინი იქნება საუკეთესო ვარიანტი პირადად თქვენთვის?

ამ შეკითხვას პასუხი რომ გავცეთ, მოდი განვიხილოთ პროტეინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა.

Whey protein - რძის შრატზე დამზადებული პროტეინი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებად და ამავდროულად პოპულარული ფორმაა ცილის. შრატი გვხვდება რძის წყლიან ნაწილში, როდესაც ყველი იწარმოება, რძის ცხიმოვანი ნაწილები კოაგულაციას განიცდის, რა დროსაც შრატი გამოიყოფა. (თუ ოდესმე გაგიხსნიათ იოგურტის კონტეინერი, ზედაპირზე შეამჩნევთ მცურავ სითხეს - ეს არის შრატი.)

შრატის პროტეინს თავისთავად გააჩნია სპეციფიური გემო, რის გამოც ის ხშირ შემთხვევაში არომატიზირებულია.

არომატიზირებული შრატის პროტეინების უმეტესობა, საკმაოდ გემრიელია. მათი მეშვეობით, შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ცილის მოთხოვნილება, მოამზადოთ ჯანსაღი საკვები სხვადასხვა ფორმით, მაგალითად: სმუზი, შეიკი, ორცხობილები, ფენქეიქები და ასე შემდეგ.

Whey protein - ის მიღება საკმაოდ პრქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას და ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ამინომჟავები ხელს უწყობს ენერგიის ზრდას და ამცირებს სტრესის დონეს.

Whey protein - ის გამოყენება უნდა მოხდეს დილით უზმოზე, ან ვარჯიშის დასრულების შემდეგ. მისი გამოყენება ვარჯიშის წინ, ან მსგავსი აქტივობის დროს, არ არის რეკომდებული. ცილა, საკმაოდ რთულად დასამუშავებელი საკვები ნუტრინეტის ფორმა გახლავთ, რომლის დამუშავებაშიც, ფაქტობრივად, მთელი ორგანიზმის რესურსია ჩართული.

შრატის ცილის სამი ძირითადი ტიპი არსებობს, მთავარი განსხვავება  დამუშავების ხარისხია. შრატის ცილის კონცენტრატი (WPC), შრატის ცილის იზოლატი (WPI) და შრატის ცილის ჰიდროლიზატი (WPH). მოდი, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული.

შრატის ცილის კონცენტრატი (whey protein concentrate),  მის შემადგენლობაში პროტეინის მაჩვენებელი შეადგენს 70/80 %-ს. ეს გახლავთ რძისგან დამუშავებული პირველი ხარისხის ცილა, რომელსაც მეტ-ნაკლებად, ბუნებრივი გზით თან სდევს სხვა საკვები ნუტრიენტები, მაგალითად: ცხიმი, ნახშირწყალი,ლაქტოზა.

შრატის ცილის კონცენტრატი გამოირჩევა ამინომჟავების მაღალი შემცველობით, ამიტომაც მისი გამოყენება აუცილებელია მაღალი ინტენსიური ვარჯიშების დროს. ასევე მასში შემავალი საჭირო რაოდენობის ნახშირწყლები და ცხიმები საჭიროა მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია წონის მომატება.

 ვარჯიშის დასრულების შემდეგ, whey protein concentrate-ის მიღება საკვები დანამატის სახით დაგეხმარებათ, დახარჯული ენერგიის სწრაფ რეგენერაციაში, ხოლო შეუცვლელი ამინომჟავების სრული სპექტრი დაიცავს კუნთს კატაბოლური პროცესებისგან.

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ალერგიული იყოს რძეზე, ან ახასიათებდეს „ლაქტოზის აუტანლობა“ , რომელიც იწვევს შებერილობისა და სიმძიმის შეგრძნებას. ასეთ დროს არ არის რეკომენდებული შრატის ცილის კონცენტრატი (whey protein concentrate) და უმჯობესია პროტეინის სხვა ფორმით მიღება, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

 

(Whey Protein Isolate) - შრატის ცილის იზოლატის შემადგენლობაში პროტეინის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 90%-ს. ის ფაქტობრივად გახლავთ (whey protein concentrate) შრატის ცილის კონცენტრანტის გადამუშავებული ფორმა, რა დროსაც მისი ბიოლოგიური ღირებულება გაცილებით მაღალია, ხოლო მინიმუმამდე მცირდება ცხიმის, შაქრის და ნახშირწყლების საერთო შემცველობა.

გარდა იმისა, რომ ნახშირწყლების შემცველობა ნაკლებია, შრატის იზოლატში მინიმუმამდე იკლებს ლაქტოზის შემცველობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ  თუ ადამიანს აქვს ლაქტოზის აუტანლობა, თავისუფლად შეძლებს მათი ორგანიზმი, მსგავსი ტიპის ცილის მონელებას გვერდითი მოვლენების გარეშე.

შრატის იზოლატის დამუშავების ხარისხი, გაცილებით მაღალია, რაც გამოიხატება ცილების უფრო მაღალ შემცველობაში, ხოლო ცხიმების და ნახშირწყლების ნაკლებ შემცველობაში. ამიტომაც, მისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისას სურს შეინარჩუნოს ის შედეგი, რომელსაც აქტიური ვარჯიშის შედეგად მიაღწია.

შრატის ცილის კონცენტრატთან შედარებით, შრატის პროტეინის იზოლატი უფრო სწრაფად შეიწოვება, რაც მას ვარჯიშის შემდეგ იდეალურ საკვებ დანამატად აქცევს, რომელიც ორგანიზმისთვის ამინომჟავების კონცენტრაციის მაღალ წყაროს წარმოადგენს.

(Whey protein hydrolyzed)  შრატის ცილის ჰიდროლიზატი, ყველაზე მაღალი ხარისხის ცილის სახეობად ითვლება, ის გახლავთ შრატის იზოლატის გადამუშავებული ფორმა, სადაც რძის უარყოფითი მახასიათებლები მთლიანად ნულდება. (ლაქტოზა, შაქარი, ცხიმი,)

ჰიდროლიზებული შრატის ცილა, ყველაზე მეტად გადის დამუშავების პროცესს. ამ მიზეზით მეტად ჩქარდება ცილის სინთეზირება და ათვისების სისწრაფე.

 ჰიდროლიზებული შრატის ცილაში პროტეინის მაჩვენებელი მინიმუმ 95%-ია, იგი  უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე შრატის იზოლატი.

ჰიდროლიზებული შრატის ცილა სისხლში ამინომჟავების კონცენტრაციას უფრო მეტად ზრდის. გარდა ამისა, მსგავსი ტიპის პროტეინს აქვს მაღალი ბიოშეღწევადობა

აღნიშნული პროტეინის გამოყენება განსაკუთრებით პრაქტიკულია მათთვის, ვისაც სუფთა ფორმით სურს კუნთური მასის მომატება.

ასევე, ჰიდროლიზებული შრატის პროტეინი  ხელს უწყობს წონის კლებას და ცილის მაღალი ბიოშეღწევადობის ხარჯზე, ხდება მადის ბუნებრივად დაქვეითება. 

მადის დაქვეითება კი, ამცირებს დღიურ კალორიებს, ხოლო კუნთების ცილით მომარაგება და შემდგომ მისი დამუშავება ხელს უწყობს კალორიების დაწვას.

დღევანდელი ბლოგი რომ შევაჯამოთ, შრატის ნებისმიერი ტიპის ცილას მოაქვს უნიკალური და განხვავებული სარგებელი. რადგანაც პროტეინის სამივე ფორმა განსხვავდება ერთმანეთისგან, ეს საშუალებას გვაძლევს, ინდივიდუალურად, ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე შევარჩიოთ სასურველი ფორმის პროტეინი.