თანამედროვე ქაოსურ სამყაროში ადამიანების უმრავლესობა ზეწოლას განიცდის სხვადასხვა გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე. ეს ზეწოლა არის როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური და გონებრივი. ადამიანის ორგანიზმი, გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს კონკრეტული რეაქციით პასუხობს. სტრესი არის ინდივიდის განზოგადებული, გონებისა და სხეულის ერთობლივი სისტემატური რეაქცია გარემოს მოთხოვნებსა და ზეწოლაზე.
ზოგადად, სხვადასხვა სიტუაციამ ან ცხოვრებისეულმა მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. ეს ხშირად ხდება მაშინ, როდესაც რაიმე ახალს, მოულოდნელს განვიცდით, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს თვითშეგრძნებას. ასევე სტრესი შეიძლება გამოჩნდეს როდესაც ვგრძნობთ, რომ კონკრეტულ სიტუაციაზე მცირე კონტროლი გვაქვს. ადამიანები განსხვავებულად უმკლავდებიან სტრესს. გამკლავების უნარი შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩვენს გენეტიკაზე, ადრეულ ცხოვრებისეულ მოვლენებზე, პიროვნულობასა და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოებებზე.
როდესაც სტრესთან გვიწევს შეხვედრა, ჩვენი სხეული იწყებს სტრესის ჰორმონების წარმოებას და ააქტიურებს ჩვენს იმუნურ სისტემას. ეს გვეხმარება ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფ რეაგირებაში. თუმცა, გრძელვადიანმა სტრესმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
სტრესის ძირითადი ნიშნები. ადამიანის ორგანიზმი გრძელვადიან და სისტემურ ზეწოლას მწვავე სტრესით პასუხობს. სტრესის ძირითადი ნიშნები შეიძლება იყოს: შეშფოთება, შეშინება, აგრესიულობა, მოწყენა, გაღიზიანება, იმედგაცრუება, დეპრესია და სხვა. ამ გრძნობებს შესაძლოა ფიზიკური სიმპტომებიც მოყვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ფიზიკური სიმპტომებიდან აღსანიშნავია: თავის ტკივილი, გულის რევა, სუნთქვის შეზღუდვა, გულის ცემის გახშირება, ტკივილი და ოფლიანობა. თუ სტრესი ხანგრძლივია, შესაძლოა მან გავლენა იქონიოს ძილის ხარისხზე, მეხსიერებაზე, კვებით ჩვევებსა და სხვა.
სტრესის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ სტრესს ძლიერი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. განვიხილოთ კონრეტულად რომელ ორგანოებზე აქვს გავლენა სტრესსა და დაძაბულობას.
ცენტრალური ნერვული და ენდოკრინული სისტემები. გარემო ფაქტორების გავლენით წარმოშობილ სტრესს პირველ რიგში ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს) პასუხობს. ჩვენს ტვინში არსებული ჰიპოთალამუსი თირკმელზედა ჯირკვალს ეუბნება, გაათავისუფლეთ სტრესის ჰორმონები - ადრენალინი და კორტიზოლი. ეს ჰორმონები აძლიერებს ჩვენს გულისცემას და სასწრაფოდ გადატყორცნის სისხლს იმ ადგილებში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მაგალითად: კუნთები, გული და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები. როდესაც სტრესი განეიტრალდება ჰიპოთალამუსი ყველა სისტემას ნორმაში აბრუნებს. თუ სტრესორი არ გაქრება და ცენტრალური ნერვული სისტემა ნორმას ვერ დაუბრუნდება, ორგანიზმის ეს რეაქცია გაგარძელდება. ქრონიკული და განგრძობადი სტრესი შეიძლება გახდეს ადამიანის ისეთი ქცევის ფაქტორი, როგორიცაა: ჭარბი, ან არასაკმარისი ჭამა, ალოჰოლზე ან ნარკოტიკზე დამოკიდებულება, ასოციალიზაცია და სხვა.
რესპირატორული და კარდიოვასკულარული სისტემა. სტრესის ჰორმონები გავლენას ახდენენ ჩვენს სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე. სტრესის საპასუხოდ, ჩვენი სხეული ახშირებს სუნთქვას და ცდილობს სწრაფად მოამარაგოს ორგანიზმი ჟანგბადით მდიდარი სისხლით. თუ ადამიანს უკვე აქვს სუნთქვის პრობლემა, როგორიცაა ასთმა ან ემფიზემა, სტრესმა შეიძლება დაამძიმოს მდგომარეობა.
სტრესის დროს, ჩვენი გულიც უფრო სწრაფად ტუმბავს სისხლს. სტრესის ჰორმონები იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას და უფრო მეტ ჟანგბადის გადატუმბვას კუნთებში. ეს პროცესი, თავის მხრივ, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვას და ზრდის თქვენს არტერიულ წნევას. ქრონიკული სტრესის დროს ჩვენს გულს უწევს დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დატვირთვით მუშაობა, იზრდება არტერიული წნევა და იმატებს ინსულტისა და ინფარქტის რისკები.
საჭმლის მომნელებელი სისტემა. სტრესის დროს, ჩვენი ღვიძლი, ენერგიის გაძლიერების მიზნით, წარმოქმნის დამატებით შაქარს სისხლში (გლუკოზა). თუ სტრესი ქრონიკულია, შესაძლოა ჩვენმა სხეულმა ვერ შეძლოს გლუკოზის მაღალი დონის შენარჩუნება. ამ პროცესმა შესაძლოა გაზარდოს მე -2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი.
ჰორმონების აჩქარებამ, სწრაფმა სუნთქვამ და გულისცემის გახშირებამ შეიძლება ასევე დაარღვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა. შესაძლოა მოიმატოს გულძმარვამ ან მჟავა რეფლუქსი კუჭის მჟავის მომატება. სტრესი არ იწვევს წყლულებს (ბაქტერიას, რომელსაც ჰქვია H. pylori), მაგრამ ამან შეიძლება გაზარდოს მათი რისკი და არსებული წყლულების დამძიმება გამოიწვიოს. გარდა ამისა, სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმში საკვების გადაადგილებაზე, რაც იწვევს დიარეას ან ყაბზობას. შეიძლება ასევე გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება ან კუჭის ტკივილი.
სექსუალური და რეპროდუქციული სისტემა. სტრესი დამღლელია როგორც სხეულისთვის, ასევე გონებისთვის. ამიტომაც, მუდმივ სტრესში ყოფნისას, შესაძლებელია შეგიმცირდეთ სექსუალური ლტოლვა და დაგიქვეითდეთ ლიბიდო. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცებში მეტი მამრობითი ჰორმონის - ტესტოსტერონის გამოყოფა, ეს ეფექტი არ არის განგრძობითი. მუდმივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს, მამაკაცის ტესტოსტერონის დონის დაცემა. ამან კი, თავის მხრივ, ხელი შეუშალოს სპერმის წარმოებას და გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია ან იმპოტენცია. ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება ასევე გაზარდოს ინფექციის რისკი მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოებისთვის, მაგალითად პროსტატისა და სათესლე ჯირკვლებისთვის.
ქალების შემთხვევაში, სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მენსტრუალური ციკლის შეფერხებაზე. ქრონიკულ სტრესს ასევე შეუძლია გააძლიეროს მენოპაუზის უარყოფითი ფიზიკური სიმპტომები.
იმუნური სისტემა. სტრესი ასტიმულირებს იმუნურ სისტემის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება დადებითი ფაქტორი იყოს კონკრეტული სიტუაციებისთვის. ეს სტიმულაცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ინფექციები და მოიშუშოთ ჭრილობები. დროთა განმავლობაში, სტრესის ჰორმონები დაასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას და შეამცირებს სხეულის რეაგირებას უცხო სხეულების წინააღმდეგ. ქრონიკული სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ვირუსული დაავადებების და სხვადასხვა ინფექციების წინააღმდეგ. სტრესმა ასევე შეიძლება გაზარდოს დაავადების ან ტრავმისგან განკურნების დრო.
როგორც ხედავთ, სტრესი - ეს ერთი შეხედვით არცთუ მნიშვნელოვანი ფიზიკური მდგომარეობა სინამდვილეში ძალიან საშიში და ზიანის მომტანია ადამიანის ორგანიზმისათვის. თუმცა, თანამედროვე სამყაროში თითქმის შეუძლებელია, რომ სტრესისგან თავი დავიცვათ. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისწავლოთ სტრესის მართვა და სხვადასხვა საშუალებით შევამციროთ მისი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. სტრესის გავლენის შესამცირებლად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უვნებელი საშუალება არის მცენარეული ექსტრაქტების მიღება.
როდიოლა. როდიოლა ბალახია, რომელიც იზრდება ევროპისა და აზიის ცივ, მთიან რეგიონებში. მისი ფესვები ადაპტოგენებად ითვლება, რაც ნიშნავს, რომ ისინი ეხმარებიან ჩვენს სხეულს სტრესთან შეგუებაში. მისი ფესვი შეიცავს 140-ზე მეტ აქტიურ ინგრედიენტს, რომელთაგან ორი ყველაზე ძლიერია როზავინი და სალიდროზიდი. საუკუნეების განმავლობაში რუსეთში და სკანდინავიის ქვეყნებში როდიოლას იყენებდნენ შფოთის, დაღლილობისა და დეპრესიის სამკურნალოდ.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, როდიოლამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესება სტრესის სიმპტომები, როგორიცაა: დაღლილობა, გადაღლა და შფოთვა.
ადაპტოგენური თვისებების გამო, როდიოლა ითვლება კარგ საშუალებად დაღლილობის შესამცირებლად. ასევე აღასანიშნავია, რომ როდიოლა ახდენს ჩვენს ტვინში ნეიროგადამცემების დაბალანსებას და გააჩნია ანტიდეპრესანტული თვისებები.
ჟენშენი. ჟენშენი ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება საუკუნეების განმავლობაში. ამ ბალახის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ყველაზე პოპულარულია ამერიკული (Panax quinquefolius) და აზიური ჟენშენი (Panax ginseng). ამერიკული და აზიური ჟენშენი განსხვავდება აქტიური ნაერთების კონცენტრაციითა და ორგანიზმზე გავლენით. ითვლება, რომ ამერიკულ ჟენშენს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება, ხოლო აზიური ჯიში გამოირჩევა გამამხნევებელი ეფექტით.
გარდა იმისა, რომ ჟენშენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და აძლიერებს იმუნიტეტს, მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ჩვენი ტვინის ფუნქციონირებასა და ენერგიის ზრდაზე.
ჟენშენს შეუძლია ხელი შეუწყოს ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებას, როგორიცაა: მეხსიერება, ქცევა და განწყობა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 200 მგ ჟენშენი ეფექტურია გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და დაღლილობის სიმპტომების შესამცირებლად.
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ჟენშენს აქვს პოზიტიური გავლენა ენერგიის მეტაბოლიზმზე და საგრძნობლად ამცირებს დაღლილობას. 155-ზე მეტი კვლევის მიმოხილვამ ცხადყო, რომ ჟენშენის დანამატების მიღება შეიძლება არამარტო დაეხმაროს დაღლილობის შემცირებაში, არამედ აძლიერებს ფიზიკური შესაძლებლობებს.
მაკა. მაკა არის მცენარე, რომელსაც, ზოგჯერ პერუს ჟენშენად მოიხსენიებენ. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მაკას შეუძლია განწყობის გაუმჯობესება. მაკა შეიცავს მცენარეულ ნაერთებს, რომლებსაც ფლავონოიდები ეწოდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მაკას გააჩნია ფსიქოლოგიური სარეგებელი ადამიანისთვის. გარდა ამისა, მას შეუძლია ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესება, რასაც ადასტურებს ისიც, რომ იგი ტრადიციულად გამოიყენებოდა პერუში ადგილობრივების მიერ, სკოლის ასაკის ბავშვების გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
აშვაგანდა. აშვაგანდა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარე ტრადიციულ ინდურ მედიცინაში. იგი გამოიყენება 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტრესის შესამსუბუქებლად, ენერგიის დონის გასაზრდელად და კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად.
სტრესის დროს გამოიყოფა კორტიზოლი - ცნობილი, როგორც სტრესის ჰორმონი. ზოგიერთ შემთხვევაში, კორტიზოლის დონე შეიძლება ქრონიკულად გაიზარდოს, რამაც გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება და სხეულში ცხიმის დაგროვება. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აშვაგანდას შეუძლია ხელი შეუწყოს კორტიზოლის დონის შემცირებას.
მიუხედავად იმისა, რომ იგი საფუძვლიანად არ არის შესწავლილი, რამდენიმე კვლევის თანახმად, აშვაგანდას შეუძლია დაეხმაროს დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქებაში.
სხვადასხვა გამოკვლევების თანახმად, აშვაგანდას შეუძლია შეამსუბუქოს მეხსიერების და ტვინის ფუნქციონირების პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ტრავმით ან ინტენსიური სტრესით. კვლევამ აჩვენა, რომ ის ხელს უწყობს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და იცავს ნერვულ უჯრედებს მავნე თავისუფალი რადიკალებისგან.
Griffonia simplicifolia ( 5-HTP). 5-HTP არის აფრიკული მცენარის თესლისაგან (Griffonia simplicifolia) მიღებული ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს L- ტრიპტოფანის ცილის სამშენებლო ბლოკის ქიმიური პროდუქტს.
5-HTP გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების დროს, მაგალითად: ძილის დარღვევების დროს, როგორიცაა უძილობა, დეპრესია, შფოთვა და მრავალი სხვა მდგომარეობა. იგი მუშაობს თავის ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ქიმიური სეროტონინის გამომუშავების გაზრდით. სეროტონინი, არის ჰორმონი, რომლის დაბალი დონე ასოცირდება დეპრესიასთან, შფოთვასთან, ძილის დარღვევებთან, წონის მატებასთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, 5-HTP გამოიმუშავებს სეროტონინს, რომელიც შეიძლება გარდაიქმნას ჰორმონ მელატონინად. მელატონინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძილის რეგულირებაში. ამიტომ, 5-HTP– ის მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ძილს, თქვენს სხეულში მელატონინის გამომუშავების გაზრდით.
ბაზარზე მრავლად გვხვდება ყველა ის მცენარეული ექსტრაქტი, რომელიც ეფექტურად მუშაობს სტრესის შემცირებაზე. ისინი წარმოდგენილია როგორც კაფსულების, ასევე ტაბლეტებისა და ფხვნილის სახით. თუმცა, არსებობს პროდუქტი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ექსტრაქტს აერთიანებს და მეტად ეფექტური ანტისტრესული საშუალებაა. Olimp Nutrition – Stress control არის პროდუქტი, სადაც გაერთიანებულია როდიოლას, აშვაგანდას, ჟენშენის, მაკასა და ასტრაგალუსის ექსტრაქტები. გარდა ამისა, იგი ასევე შეიცავს ძლიერ ანტისტრესულ ამინომჟავა L-თეანინს და ვიტამინებს - მაგნიუმი, B5 და B6. ამ პროდუქტში ყველა უძლიერესი ანტისტრესული ინგრედიენტი ერთად არის თავმოყრილი და წარმოადგენს გარანტიას თქვენი მშვიდი და გაწონასწორებული ცხოვრებისთვის.