Olimp nutrition – Platinum ginseng არის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ამერიკულ და კორეულ ჟენშენის ექსტრაქტებს.
ჟენშენი არის მცენარე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფართოდ გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. იგი განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სპორტსმენებისა და ფიზიკურად აქტიური ადამიანების მიერ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად, აერობული და ანაერობული ეფექტურობის გასაზრდელად და გონებრივი შესაძლებლობების გასაზრდელად.
მრავალი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მისი მიღება ხელს უწყობს სპორტული შედეგების გაუმჯობესებას. ჯინსენგის დამატებითი უპირატესობაა მისი დამხმარე მოქმედება ერექციულ დისფუნქციის დროს. ასევე უნდა ავღნიშნოთ ჟენშენის ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები,, როგორებიცაა: ეს არის კონცენტრაციის გაუმჯობესება, კოორდინაცია, სიფხიზლე და სათანადო სიცოცხლისუნარიანობა.
PLATINUM GINSENG ™ SPORT EDITION შეიცავს 550 მგ ბიოაქტიური ინგრედიენტებს.
Panax ginseng– ის გვარისგან მიღებული აქტიური და არააქტიური ქიმიური ინგრედიენტები შეიძლება დაიყოს ოთხ მთავარ კატეგორიად: საპონინები, პოლიაციტელენები, სახარიდები, აგრეთვე ფენოლური ნაერთები და ეთერზეთები.
ზოგიერთი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ჟენშენმა შეიძლება გაზარდოს ანტისხეულების გამომუშავება, ბუნებრივი მკვლელი უჯრედების მოქმედება და ხელი შეუწყოს სასუნთქი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკასა და თერაპიას.
სპორტსმენებისათვის ჟენშენი მნიშვნელოვანია საკუთარი ერგოგენური თვისებებით, რისთვისაც პასუხისმგებელნი არიან ისეთი აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა გინსენოზიდები და ელეუტეროზიდები. ითვლება, რომ ჟენშენმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ – თირკმელზედა ჯირკვლის ღერძზე და შეამციროს კორტიზოლის კატაბოლური მოქმედება. ჟენშენის დანამატის სახით მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სპორტული შედეგები, სპორტსმენებს საშუალება მისცეს უფრო ინტენსიურად ივარჯიშონ ან შეამცირონ კუნთების დაზიანებები და გაზარდონ გამძლეობა შეჯიბრების დროს.
2008 წელს გამოქვეყნებულ სისტემურ კვლევაში დადგენილია, რომ ჟენშენის მიღება შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ერექციის პრობლემების მკურნალობის დროს. იგი იძლევა ჰორმონალურ ეფექტს, რომელიც ჰგავს ტესტოსტერონის მოქმედებას. სხვა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჯინსენგის გავლენა ერექციაზე, სავარაუდოდ, უკავშირდება გლუვი კუნთოვანი შრის მოდუნებას აზოტის ოქსიდის საშუალებით, თუმცა მექანიზმის ასახსნელად საჭიროა მეტი სამეცნიერო კვლევა.
ჟენშენს ასევე აქვს გავლენა ნერვულ სისტემაზე. კორეული ჟენშენი შეიცავს მეტ ინგრედიენტებს მასტიმულირებელი ეფექტით, ხოლო მის ამერიკულ ალტერნატივას უფრო მეტი ინგრედიენტები აქვს დამამშვიდებელი ეფექტით. კორეული ჟენშენი ითვლება როგორც მასტიმულირებელი საშუალება, ხოლო ამერიკული ჟენშენი – როგორც დამამშვიდებელი საშუალება. ამრიგად, ჟენშენის ორივე ტიპის ექსტრაქტის ერთდროულად გამოყენება იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირების დონის დასტანილურებას, რასაც სპრტსმენებში და ფიზიკურად აქტიურ ადამიანებში გააჩნია ორმაგი სარგებელი.
Olimp nutrition – Platinum ginseng-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– აქვს მაღალი კონცენტრაცია და თითოეული კაფსულა შეიცავს 550 მგ ჟენშენის ექსტრაქტს
– შეიცავს კორეილ და ამერიკულ ჟენშენს
– აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
– ზრდის აერობულ და ანაერობულ ეფექტიანობას
– აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, კონცნეტრაციასა და კოორდინაციას
– აქვს ანტიოქსიდანტური თვისება
– ახდენს სასუნთქი დაავადებების პროფილაქტიკას
– თრგუნავს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) ქმედებას და კატაბოლურ პროცესებს
– აუმჯობესებს ერექციას
– ასტაბილურებს ნერვულ სისტემას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.