რა არის L-ტრიფტოფანი?

ტრიპტოფანი (ასევე უწოდებენ L-ტრიპროფანს) არის აუცილებელი ამინომჟავა, რომელსაც ასევე ეწოდება განწყობის ბუნებრივი რეგულატორი. ეს იმიტომ რომ, მას აქვს უნარი დაეხმაროს ორგანიზმს გარკვეული ჰორმონების ბუნებრივად გამომუშავებასა და დაბალანსებაში.

ტრიპტოფანი ქმნის მნიშვნელოვან ნივთიერებას რომელსაც ეწოდება 5HTP. (5-ჰიდროქსიტრიპტოფანი) იგი უზრუნველყოფს თავის ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, კავშირების და განცდების გაძლიერებას. ამ ყველაფერს იგი აკეთებს სხეულის ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის სეროტონინის წარმოების გაზრდით. სეროტონინი არის იგივე დამამშვიდებელი ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა სასიამოვნო საკვების განსაკუთრებით ნახშირწყლების მიღებისას.

სეროტონინი მუშაობს ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალების გადაცემით. ის ცვლის ტვინის ფუნქციებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის განწყობასა და ძილის მდგომარეობაზე.

ამინომჟავების თერაპია საკმაოდ განვითარებადი და რაც მთავარია პრაქტიკული სფეროა. მათი მიღება სასარგებლოა ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ძილი, დეპრესია, დაღლილობა, შფოთვა და სექსუალური დისფუნქციები. ამინომჟავების მიზნობრივად გამოყენება აუმჯობესებს ჯანმრთელობას და რაც მთავარია ისინი სრულიად ბუნებრივია, არ საჭიროებს რეცეპტს და უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს.

ტრიპტოფანი სხეულს ეხმარება გამოიმუშაოს ისეთი სახის ამინომჟავები რომლებიც მიეკუთვნება ცვლადი ტიპის კატეგორიას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილის ასაშენებლად და ნეიროტრანსმიტერების ფუნქციებისთვის, რათა ტვინის გააჩნდეს საკმარისი ენერგია.

ტრიპტოფანი არა მხოლოდ დაგეხმარებათ  სიმშვიდის შენარჩუნებაში, არამედ აგიმაღლებთ ბუნებრივ განწყობას, რაც თავის მხრივ მინიმუმამდე შეამცირებს დეპრესიის რისკს. L-ტრიპტოფანი გარდაიქმნება დამამშვიდებელ სეროტონად ტვინში, რაც ხელს უწყობს სხვა აუცილებელი ამინომჟავების ხელმისაწვდომობას, ეს კი ავტომატურად ამცირებს სტრესის ჰორმონების წარმოებას.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ტრიპტოფანის დაქვეითება ზრდის ტკივილის შეგრძნებას სხვადასხვა სიტუაციებში. ერთ ერთი ასეთი გახლავთ თავის ქრონიკული ტკივილი, რომელსაც შაკიკს უწოდებენ. ასეთ დროს, ადამიანს იმდენად სტკივა თავი, რომ შეიძლება გულისრევაც გამოიწვიოს. როდესაც ტვინში იზრდება სეროტონინის სინთეზი, იგი ბუნებრივად ხსნის თავის ტკივილს და შაკიკის სიმპტომებს.(თუმცა, შაკიკს სრულად ვერ კურნავს ტრიპტოფანი)

როგორ განვსაზღვროთ დღიურად ტრიპტოფანის საჭიროება?

ტრიპტოფანის მიღება ინდივიდუალურია, ადამიანის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, რაშიც ძირითადად იგულისხმება: ასაკი, წონა, ფიზიკური აქტივობის დონე, მომნელებელი სისტემის გამართული მუშაობა.(ნაწლავის ჯანმრთელობა, გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კარგად შეიწოვება და გამოიყენება ტრიპტოფანი.)

კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად მოიხმარს დაახლოებით 900-დან 1000 მილიგრამამდე ტრიპტოფანს. თუ საკვებიდან იღებთ თქვენი ორგანიზმითვის საჭირო კალორიებს, რაშიც იგულისხმება ცილოვანი საკვებიც და თან არ გაქვთ მომნელებელი სისტემის პრობლემა, დიდი შანსია, რომ ტრიპტოფანს საკმარისად იღებთ. თუმცა, თუ თქვენ შეამჩნევთ გუნება-განწყობის და ხასიათის მარტივ ცვლილებას, ესეიგი თქვენს ორგანიზმს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ტრიპტოფანი.

ტრიპტოფანის საკვები წყარო

საკვების წყაროებიდან ტრიპტოფანის მოხმარების უპირატესობა ის არის, რომ, ორგანიზმში იგი უფრო მარტივად შეიწოვება. ასევე საკვებიდან მისი მიღება ზრდის სხვა აუცილებელი ამინომჟავების და ჯანსაღი ცხიმების სარგებლიანობასაც.

ტრიპტოფანისა და სხვა ამინომჟავების საკმარისად მიღების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის პროტეინი საკვები დანამატის სახით. (დაახლოებით 30 გრამი დღიურად) პროტეინის შემადგენლობაში შეხვდებით ყველა სახის ამინომჟავას, მათ შორის ტრიპტოფანს.

 ქვემოთ ჩამოთვლილია ცილოვანი საკვები, სადაც ტრიპტოფანი ყველაზე დიდი რაოდენობით შედის. ამ საკვებთან ერთად, ხშირად გამოიყენებენ ნახშირწყლებს, რომელიც არ არის რაფინირებული. (კარტოფილი, ბოსტნეული, ლობიო ან თუნდაც ხილი) ეს დაგეხმარებათ, რომ ტრიპტოფანმა გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი, რაც ზრდის სეროტონინის დონეს.

შემწვარი ცხვრის ხორცი (100გრ) – (353 მგ ტრიპტოფანი)

ქათმის მკერდი (100გრ) – (343 მგ ტრიპტოფანი)

გოგრის თესლი (100გრ) – (328 მგ ტრიპტოფანი)

ორაგული (100გრ) – (285 მგ ტრიპტოფანი)

ტუნას ფილე (100გრ) – (285 მგ ტრიპტოფანი)

შემწვარი ინდაურის მკერდი (100გრ) – (244 მგ ტრიპტოფანი)

მყარი ტოფუ (100გრ) - 222 მგ

ედამამი (100გრ) - 156 მგ

კვერცხი (ორი) - 154 მგ

შვრიის ფაფა (100გრ) – (94 მგ ტრიპტოფანი)

წითელი ლობიო (100გრ) – (74 მგ ტრიპტოფანი)

ისპანახი (100გრ) – (72 მგ ტრიპტოფანი)

გვერდითი მოვლენები

  • ის ადამიანები, რომლებიც ებრძვიან უძილობას ან სხვა ისეთ პრობლემებს, რომელსაც 5HTP-ი აგვარებს, უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: თავიდან მიღე დაბალი დოზები და ნელ ნელა გაზარდეთ, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი გვერდით მოვლენები, როგორიცაა: გულისრევა, დიარეა, თავის ტკივილი ან პირის სიმშრალე.

 

ტრიპტოფანს ან 5HTP-ს, რომლებიც მიიღება საკვები დანამატების სახით, ასევე აქვთ სეროტონინის სინდრომის გამოწვევის პოტენციალი. ეს იმ შემთვხვევაში თუ რომელიმეს მიიღებთ ანტიდეპრესანტებთან ერთად.  ასე რომ, თუ თქვენ იღებთ მსგავს პრეპარატებს, ნუ გამოიყენებთ ტრიპტოფანს ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე. .