Uns - Sylimaryna+Bioperine - რძის ეკალი, ასე ჰქვია ქართულად მცენარეს, რომელიც შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს - სილიმარინი (Silymarin) და რომელიც გამოიყენება ღვიძლის დეტოქსიკაციისა და მისი ფუნქციის აღდგენისათვის. მისი მიღება ზრდის ღვიძლის სიცოცხლისუნარიანობას და აუმჯობესებს მის ფუნქციებს, განსაკუთრებით უკვე ცეროზით, ჰეპატიტით, ღვიძლის გაცხიმოვნებითა და სხვა პათოლოგიებით დაზიანებული ღვიძლის შემთხვევაში.
Sylimaryna+Bioperine ხასიათდება ანტიოქსიდანტური მოქმედებით, ამცირებს ღვიძლის ანთებით პროცესებს და იცავს მას უჯრედული დაზიანებისაგან.
გარდა ღვიძლისა, ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს ასევე თირკმლის ფუნქციაზე, რადგან ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსიკურ ნარჩენებს - ამიაკს, რომელიც წამლავს მას და აზიანებს თირკმლის უჯრედებს.
Uns - Sylimaryna+Bioperine - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას
- იცავს მას დაზიანებისაგან
- ამცირებს ღვიძლის გაცხიმოვნებას
- აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
- აუმჯობესებს თირკმლის მუშაობას
- აღადგენს ცეროზითა და ჰეპატიტით დაზიანებულ უჯრედებს
მოხმარების წესი და დოზირება:
UNS Silymarin 300 მგ + ბიოპერინი
მიიღეთ დღეში 1 ან 2 აბი საკვებთან ერთად. საუკეთესო შედეგისთვის მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს, განსაკუთრებით ტრანს-ცხიმებს.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.