Universal Nutrition - Ultra Whey Pro არის უგემრიელესი, სწრაფად ათვისებადი შრატის პროტეინი, რომელიც დამზადებულია GMP სერტიფიცირებულ საწარმოში.
Ultra Whey Pro ™ წარმოადგენს ამინომჟავების შესანიშნავ და სრულყოფილ წყაროს. თითოეული პორცია გვთავაზობს 24 გრამ ცილის უნიკალური მატრიცას, რომელიც შედგება ულტრაფილტრირებული შრატის იზოლატისგან, პეპტიდებით მდიდარი შრატის ჰიდროლიზატისა და შრატის კონცენტრატისგან. მაქსიმალური ბიოლოგიური ღირებულების შენარჩუნებისთვის პროდუქტი გადის ულტრაფილტრაციასა და დამუშავებას შესაძლო ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს ცილის ნატურალური მახასიათებლების შენარჩუნებას.
პროდუქტი მაქსიმალურად გასუფთავებულია მავნე ნივთიერებებისგან და თითოეულ პორციაზე შეიცავს სულ რაღაც 2 გრამ ცხიმს, 4 გრამ ნახშირწყალსა და 2 გრამ შაქარს.
მისი უნიკალური მახასიათებლების გამო, Ultra Whey Pro ™-ს მიღება შესაძლებელია როგორც წონის მატების, ასევე კლების პროცესშიც.
Universal Nutrition - Ultra Whey Pro-ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მატებს მშრალ კუნთოვან მასას
- ზრდის ძალას და გამძლეობას
- მიღებულია ულტრაფილტრაციის გზით
- წარმოადგენს ამინომჟავების სრულყოფილ წყაროს
- აქვს მაღალი ბიოლოგიური ღირებულება
- გააჩნია სწრაფი შეწოვისა და მონელების თვისება
- გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი
- დამზადებულია GMP სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი) 250 მლ წყალში ან უცხიმო რძეში. საუკეთესო შედეგისთვის მიიღეთ 2 პორცია დღეში. მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ, ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკვების მიღებებს შორის.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.