Cloma Pharma – China White არის რევოლუციური ფორმულით შექმნილი უძლიერესი ცხიმისმწველი დანამატი. ეფექტური მცენარეული ექსტრაქტების ერთობლიობა, მათ შორის ეფედრა, უზრუნველყოფს თერმოგენეზის პროცესს და გვთავაზობს ცხიმის წვის შესანიშნავ ეფექტს.
ეფედრა არის ნივთიერება, რომელიც მიიღება მცენარე Ephedra sinica-საგან. მას გააჩნია თერმოგენული და მასტიმულირებელი ეფექტი. იგი ასტიმულირებს ტვინს, ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, ზრდის გულისცემას, ახდენს სისხლძარღვების შეკუმშვას (არტერიული წნევის მომატება) და აფართოებს ბრონქულ მილებს (სუნთქვას ამარტივებს). მათი თერმოგენული თვისებები იწვევს მეტაბოლიზმის ზრდას და სხეულის ტემპერატურის მატებას. ეფედრინი მოქმედებს უშუალოდ ალფა და ბეტა ადრენორეცეპტორების გააქტიურებაზე (სიმპათიკური სისტემის სტიმულირება, ადრენალინი) და არაპირდაპირი გზით ნერვული დაბოლოებებიდან ნორადრენალინის გამოყოფის გზით. გარდა ამისა, იგი ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის T4 (თიროქსინი) არააქტიური ფორმის გარდაქმნას (ტრანსფორმაციას) T3 აქტიურ ფორმაში (ტრიიოდთირონინი).
ECA (ეფედრინი, კოფეინი, ასპირინი) არის ინგრედიენტების ლეგენდარული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხიმის მაქსიმალური წვისათვის. ეს არის ძლიერი თერმოგენული კომპლექსი, რომელიც შედგება ეფედრინის, კოფეინის და აცეტილსალიცილის მჟავისგან. ECA- ს ეფექტურობა წონის კლებისათვი უდავოა და დასტურდება დიდი რაოდენობით კლინიკური კვლევებით, აგრეთვე მომხმარებლებისა და სპორტსმენების მრავალწლიანი გამოცდილებით.
კოფეინი – პურინის ალკალოიდი ფსიქოაქტიური ეფექტით, ბუნებრივად გვხვდება, მათ შორის ყავა, ჩაი, გუარანა, იერბა მატე და კაკაო, მაგრამ ასევე მიიღება სინთეზურად. იგი მიეკუთვნება სტიმულატორების ჯგუფს, რომლებიც ასტიმულირებენ სიმპათეტიკური და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) აქტივობას. კოფეინი ზრდის მეტაბოლიზმს, ანუ ორგანიზმში მიმდინარე საერთო ენერგიის გარდაქმნას და ხელს უწყობს ლიპოლიზს, ანუ ტრიგლიცერიდების დაშლას. ადენოზინის რეცეპტორების ბლოკირებით, ის ეწინააღმდეგება ძილიანობას და ამცირებს დაღლილობას.
იოჰიმბის ქერქის ექსტრაქტი – ზრდის სისხლში ადრენალინისა და ნორეპინეფრინის გამოყოფას და ამგვარად უზრუნველყოფს ნერვული სისტემის სტიმულაციას. ამ ეფექტით იგი აფართოვებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას სხეულში. გარდა ამისა, იოჰიმბი ბლოკავს რეცეპტორებს, რომლებიც აფერხებენ ცხიმის წვის პროცესს.
გუარანას თესლის ექსტრაქტი – არის კოფეინის , თეობრომინისა და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყარო. თეობრომინი ამცირებს არტერიულ წნევას, ასტიმულირებს და ზრდის საბაზისო მეტაბოლურ მაჩვენებელს და უზრუნველყოფს დაგროვილი ცხიმის ენერგიად მეტაბოლიზებას.
მწვანე ყავის მარცვლის ექსტრაქტი. შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტ – ქლოროგენური მჟავას, რომელიც ამცირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეწოვილი შაქრის რაოდენობას. აქედან გამომდინარე, სხეული იწყებს დაგროვილი მარაგის გახარჯვას და იწყება წონის კლება.
Cloma Pharma – China White-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– გააჩნია ძლიერი თერმოგენული ეფექტი
– უზრუნველყოფს წონაში კლებას
– მატებს ენერგიას
– ამცირებს მადას
– ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას
– აჩქარებს მეტაბოლიზმს
– შეიცავს მხოლოდ მცენარეულ ექსტრაქტებს
მიღების წესი და დოზირება
მიიღეთ 1 კაფსულა საუზმეზე და 1 კაფსულა სადილის დროს. არ გადააჭარბოთ 2 კაფსულას 24 საათის განმავლობაში. მიიღეთ ძილამდე მინიმუმ 6 საათით ადრე. მოიხმარეთ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყალი.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ, გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა ან ნერვული დაავადება, ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს გვერდითე ეფექტი შფოთვის, მოუსვენრობის, გაღიზიანების ადა უძილობის სახით. თუ გვერდითი მოვლენები 1 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, შეამცირეთ დოზა, ან შეწყვიტეთ მიღება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.