Universal Nutrition - Animal Flex Powder არის უნიკალური პროდუქტი, რომელიც შექმნილია სახსრების, მყესებისა და იოგების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. იგი იცავს მათ როგორც ყოველდღიური ცვეთისაგან, ასევე მძიმე ვარჯშის დროს მიღებული დაზიანებისგან.
Animal Flex– ის ინგრედიენტები ხელს უწყობს სახსრების ჯანმრთელობას, ელასტიურობასა და მოქნილობას. მისი აქტიური ინგრედიენტები წარმოადგენენ ძირითად სამშენებლო ბლოკს, რომელიც საჭიროა ადამიანის სტრუქტურული მთლიანობის შესანარჩუნებლად.
Animal Flex– ის თითოეული პორცია შედგება რამდენიმე ძირითადი დამცავი კომპლექსისგან: (1) ძლიერი სახსრების მშენებლობის კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას; (2) საპოხი ნაერთი, რომელიც ხელს უწყობს სახსრების ხახუნის ძალის შემცირებას; (3) დამხმარე კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს რეაბილიტაციას და ტკივილის შემცირებას და (4) აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების ნაზავი სახსრების ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სახსრების გაძლიერება – Animal Flex შეიცავს ლაბორატორიულად დადასტურებულ ინგრედიენტებს, რომლებიც უზრუნვლყოფენ ჯანმრთელი სახსრის მშენებლობას. გლუკოზამინი (ორი ფორმა), MSM და ხონდროიცინი უზრუნველყოფენ სწრაფ და ეფექტურ ხრტილის აღდგენას.
სახსრების ლუბრიკაცია – სახსრების ლუბრიკაციის მხრივ, ჰიალურონის მჟავა (HA), დაპატენტებული ცეტილის მირისტოლეატი (CMO) და სელის თესლის ზეთი უზრუნველყოფს “საპოხი მასალებს”, რომელიც საჭიროა სახსრების დასაფარად და მისი ხახუნის ძალის შემცირებას. ეს ინგრედიენტები ბუნებრივად აღადგენენ სინოვიალურ სითხეს, რათა სახსრები შეუფერხებლად და უმტკივნეულოდ მუშაობდნენ.
დამხმარე კომპლექსი – რაც შეეხება სახსრების დახმაებას და მხარდაჭერას, Animal Flex იყენებს ძლიერ ბუნებრივ მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც ხელს უწყობენ სახსრების ანთების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების განადგურებას. ისეთი მცენარეები და ექსტრაქტები, როგორებიცაა კურკუმა, ბოსველელია და კოჭას ფესვი, ხელს უწყობენ ანთების საწინააღმდეგო პროცესების წარმართვას და იწვევენ ძლიერ და ხანგრძლივ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
ვიტამინები და მინერალები – Animal Flex ასევე შეიცავს სპეციალიზირებულ ვიტამინებსა და მინერალებს. ეს მთავარი ვიტამინების ნაზავი გთავაზობთ ძირითად აუცილებელ მიკროელემენტებს, რომლებიც საჭიროა სახსრების ჯანმრთელობისთვის. ისეთი საკვები ნივთიერებები, როგორიცაა C, E ვიტამინები, თუთია, სელენი და მანგანუმი საჭიროა სახსრების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
სხვა პროდუქტებისგან განსხვავეით, არ გჭირდებათ Animal Flex-ის დღეში რამდენიმეჯერ მიღება. მაქსიმალური შედეგისთვის, დღიურად მხოლოდ 1 პორციის მიღებაც საკმარისია.
Universal Nutrition - Animal Flex Powder-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის ჯანმრთელობას
– უზრუნველყოფს სახსრების ლუბრიკაციას
– ამცირებს ტკივის მძიმე ვარჯიშის დროს
– ხელს უწყობს ხრტილების ჯანმრთელობას
– გააჩნია მაქსიმალური შეწოვის და ათვისების უნარი
– გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
– ლიდერი გაყიდვადი პროდუქტი
– მრავალჯერ აღიარებული წლის პროდუქტი
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით 1 პორცია 250-300 მლ წყალში და მიიღეთ ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.