Real Pharm - Max mag+Potas Shot არის ერთჯერადი შოტების სახით წარმოდგენილი მაგნიუმის, კალიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.
Max mag+Potas Shot - ეს არის პატარა, მოსახერხებელი ამპულა, რომელიც შექმნილია ფიზიკურად აქტიური ადამიანებისათვის. იგი არის კუნთების გამართული ფუნქციონირებისათვის და უნებლიე კრუნჩხვების თავიდან აცილებისათვის შექმნილი ყველაზე ეფექტური კომპლექსი. პროდუქტი ხელმისაწვდომია მოსახერხებელ 80 მლ შეფუთვით და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ვარჯიშის დაწყებამდე, ასევე ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ. ის შეუცვლელი საშუალებაა ინტენსიური სპორტული შეჯიბრებების დროს, მაგალითად, მარათონის დისტანციაზე სირბილისას.
ამას გარდა, მაგნიუმისა და კალიუმის ეს ეფექტური კომბინაცია შეუცვლელი საშუალებაა გულის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის.
Real Pharm - Max mag+Potas Shot -ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– თითოეული ამპულა შეიცავს მაგნიუმის, კალიუმისა და ვიტამინი B6-ის განსაზღვრულ და რეკომენდირებულ დოზირებას
– შეიცავს მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს და აქვს ძლიერი შეწოვის უნარი
– უზრუნველყოფს კუნთებისა და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– ამცირებს დაღლილობას
– უზრუნველყოფს ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას
– მონაწილეობს ენერგიის სწორ მეტაბოლიზმში
– მხარს უჭერს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას
– აქვს სასიამოვნო გემო და მოსახერხებელი გამოსაყენებელია
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 შოტი ყოველდღე, ვარჯიშის წინ. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.