Kevin Levrone - Anabolic Creatine არის უმაღლესი ხარისხის კრეატინ მონოჰიდრატი.
კრეატინი არის ნაერთი, რომელიც ბუნებრივად გამომუშავდება სხეულის მიერ იმისათვის, რომ უზრუნველყოს კუნთები ენერგიით. კრეატინის გამომუშავება ხდება ღვიძლში, პანკრეასში და თირკმელებში, შემდეგ ტრანსპორტირდება სისხლძარღვებში და სხეულის კუნთებში, სადაც გარდაიქმნება ფოსფოკრეატინად. ეს მაღალსიჩქარიანი მეტაბოლიტი შემდგომში გამოიყენება კუნთების რეგენერციისთვის, რაც კუნთების ენერგიის წყაროა.
კრეატინის დონის ზრდა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს კუნთის უჯრედებში და აძლიერებს სხეულის შესაძლებლობებს. იგი არის ყველაზე მეტად შესწავლილი საკვები დანამატი.
კვლევების თანახმად, კრეატინს შეუძლია გაზარდოს თქვენი კუნთების უჯრედების უნარი - სწრაფად აღიდგინოს დახარჯული ენერგია (ATP).
ATP- ის მაღალი დონის საშუალებით თქვენ შეძლებთ უფრო მძიმე წონების აწევას, გაგიუმჯობესდებათ გამძლეობა და ამასთანავე ვარჯიშის შემდგომ უფრო სწრაფი აღდგენა გექნებათ.
კრეატინის კიდევ ერთი დადებითი თვისება არის პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება უჯრედების მოცულობის გაზრდა. კრეატინ მონოჰიდრატი წყალს აგროვებს კუნთოვანი უჯრედის შიგნით, რაც ეფექტურად ზრდის კუნთის მოცულობას. რატომ არის კუნთოვანი უჯრედის მოცულობა მნიშვნელოვანი? კვლევის თანახმად, უჯრედული ჰიდრატაცია და უჯრედების მოცულობის გაზრდა ხელს უშლის ცილების დაშლას და ასტიმულირებს ცილების სინთეზს. თქვენი კუნთების კრეატინით გაჯერებით, შეგიძლიათ გაზარდოთ უჯრედშიდა სითხე, შედეგად კი მიიღოთ უფრო დიდი კუნთი და მომატებული წონა.
Kevin Levrone - Anabolic Creatine - ს ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– ზრდის გამძლეობას
– მატებს ძალას და ენერგიას
– მატებს წონას და კუნთოვან მასას
– ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
– ასტიმულირებს ცილის სინთეზს
– აძლიერებს ATP-ს რესინთეზს
– ახდენს კუნთის უჯრედის ჰიდრატაციას
– არ შეიცავს კალორიებს, ნახშირწყალსა და შაქარს
მიღების წესი და დოზირება
გახსენით 1 პორცია (1 კოვზი – 5გ) 200-300 მლ წყალში და მიიღეთ ვარჯიშამდე 30-60 წთ ადრე და ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ 1 პორცია დღის მანძილზე. კრეატინის გამოყენების პერიოდში მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი (მინიმუმ 3 ლიტრი დღეში).
რეკომენდაცია:
კრეატინისგან მაქსიმალური და სწრაფი შედეგის მისაღებად, გამოიყენეთ ის ნახშირწყლებთან ან პროტეინთან ერთად კომბინაციაში. რაც კიდევ უფრო დააჩქარებს კუნთის ზრდას.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.