Real Pharm – Beta Alanin – აპირებთ სრულყოფილი ფიზიკური მდგომარეობის მიღებას? გსურთ კუნთების მასის გაუმჯობესება? კაფსულის სახით წარმოდგენილი Β-Alanine Real Pharm საშუალებას მოგცემთ სწრაფად მიაღწიოთ სასურველ მიზნებს ფიტნესში. β-Alanine-ის გამოყენებით დაუყოვნებლივ იგრძნობთ ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვნად შეამჩნევთ ვარჯიშის დროს გამძლეობის გაზრდას. უმაღლესი ხარისხის β-Alanine წარმოადგენს მნიშვნელოვან ამინომჟავას თქვენი კუნთების სწორი განვითარებისთვის.შეიცავს სუფთა ხარისხის ბეტა-ალანინს. პროდუქტის მთავარი მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ნაადრევი დაღლილობა და ხელი შეუწყოს მშრალი კუნთის მასის ზრდას. აგრეთვე ხელს უწყობს ვარჯიშის ეფექტურობას და აჩქარებს აღდგენას. მისი ადვილად ხსნადი კაფსულა ძალიან სწრაფად შეიწოვება, სწრაფად გარდაიქმნება ორგანიზმში კარნოსინად, რაც პასუხისმგებელია ყველა ზემოთჩამოთვლილ თვისებებზე, რადგან კარნოსინი სწრაფად უზრუნველყოფს მშრალი კუნთის მასის მატებას.
როგორ მუშაობს Β-Alanine Real Pharm?
Β-alanine ოპტიმალურად შეესაბამება თითოეული სპორტსმენის ორგანიზმის საჭიროებებს. β-Alanine ორგანიზმში ერთიანდება სხვა ამინომჟავასთან ერთად ჰისტიდინთან, ორი ამინოს ერთიანობა ცნობილია როგორც კარნოსინი, რაც კუნთოვანი ქსოვილის ძირითადი კომპონენტია. კარნოსინი პასუხისმგებელია კუნთების pH-ის რეგულირებაზე და კუნთოვან უჯრედებში უზრუნველყოფს მჟავა-ტუტე ბალანსს, ხელს უწყობს სწრაფ რეგენერაციას და კუნთების ტკივილის თავიდან აცილებას. ორგანიზმში ბეტა-ალანინის ოპტიმალური კონცენტრაცია უზრუნველყოფს ვარჯიშის დროს გამძლეობას,მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კუნთების მასის ზრდაზე და ხელს უწყობს კუნთოვან ქსოვილებში ნუტრიენტების დონის გაუმჯობესებას.
Real Pharm – Beta Alanin – ის თვისებები
- აუმჯობესებს გამძლეობას
- ეფეტური ანტი-კატაბოლური დაცვა
- სწრაფად ზრდის მშრალი კუნთის მასას
- აუმჯობესებს კუნთოვან ბოჭკოებს
- სწრაფი რეგენერაცია
- ხანგრძლივი და ინტენსიური ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა
მიღების წესი და დოზირება
შეურიეთ ერთი პორცია 200 მლ წყალში ან წვენში. მიიღეთ ერთხელ დღეში ვარჯიშის წინ. (არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ დოზას).
გაფრთხილება
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.