ტესტერი.
1/4 პორცია - 32 გრამი
Redcon1 - Mre Protein არის პრემიუმ ხარისხის კომპლექსური საკვები დანამატი, რომელიც შექმნილია სპორტსმენებისთვის და ფიტნესის მოყვარულთათვის, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ მშრალი კუნთოვანი მასა და მიიღონ უსწრაფესი აღდგენა ვარჯიშის შემდეგ. ამ დანამატში გაერთიანებულია ყველა საჭრო კომპონენტი, რაც დაგეხამრებათ თქვენი მიზნის სწრაფად მიღწევაში.
სრულყოფილი შემადგნელობიდან გამომდინარე პროდუქტი განეკუთვნება MRE Protein კატეგორიას. MRE არის შემოკლებული ინიციალები სიტყვისა - Meal Replacement, რაც საკვების სრულფასოვან ჩამნაცვლებელს ნიშნავს.
Redcon1 - Mre Protein შეიცავს მაღალი ხარისხის ნატურალურ ცხოველურ და მცენარეულ ცილებს: საქონლის, ქათმის, თევზის, კვერცხის, ბრინჯისა და ბარდის ცილებს. ეს ყოველივე უზრუნველყოფს სხეულის მომარაგებას ნატურალური, ბუნებრივი ცილებით, რაც აუცილებელია კუნთების აღდგენისა და ზრდისთვის. უზრუნველყოფს ამინომჟავების სრული სპექტრის მიწოდებას ახალი კუნთოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისთვის.
კომპლექსური ნახშირწყლები: რომელიც მიღებულია შვრიისა და ტკბილი კარტოფილის ნედლეულისგან, ხელს უწყობს გლიკოგენის უსწრაფეს შევსებას, რაც უზრუნველყოფს მდგრად ენერგიას და დაჩქარებულ აღდგენას.
Redcon1 - Mre Protein მართლაც გამორჩეული პროდუქტია თავისი შემადგენლობით, რადგან შეიცავს ნამდვილი საკვებისგან მიღებულ პროტეინებს, როგორებიცაა: ძროხის პროტეინი, ქათმის პროტეინი, თევზის პროტეინი, კვერცხის ცილა, ბრინჯისა და ბარდის პროტეინი. არ შეიცავს შრატის პროტეინს, რაც იდეალურია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს.
Redcon1 - Mre Protein ნამდვილი საკვების წყაროებიდან მიღებული პროტეინისა და ნახშირწყლების ხარჯზე იწვევს ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას, და ამასთანავე ამარაგებს ორგანიზმს კუნთოვანის მასის ზრდისთსვის ყველა საჭირო კომპონენტით.
ამ ამერიკული ბრენდის პროდუქცია დაფუძნებულია კარგად შესწავლილ ინგრედიენტებზე და დამზადებულია FDA-სა და cGMP-ის (Good Manufacturing Practices) სტანდარტების სრული დაცვით. ბრენდი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ინგრედიენტების სისუფთავეს და ეფექტურობას.
მისი ერთი პორცია (130 გრამი) შეიცავს:
47 გრ კომპლექსურ ცილას
530 კალორიას
75 გრ ნახშირწყლების კომპლექსს
Redcon1 - Mre Protein - ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
- მატებს წონას
- მატებს კუნთოვან მასას
- მატეს ძალას და გამძლეობას
- უზრუნველყოფს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას
- ბლოკავს კატაბოლურ პროცესებს
- შეიცავს საქონლის, ქათმის, კვერცხისა და თევზის ცილებს
- არ შეიცავს რძის პროდუქტსა და ლაქტოზას
- შეიცავს ტკბილი კარტოფილისა და შვრიის ნახშირწყლებს
- აქვს ძალიან გემრიელი არომატი და კარგი სტრუქტურა
- დამზადებულია ამერიკაში, არის უმაღლესი ხარისხის და 100% უსაფრთხო
მიღების წესი და დოზირება:
გახსენით მასში მოთავსებული 4 კოვზი (130 გრ) 300-500 მლ წყალში ან რძეში და მიირთვით დილით უზმოზე, ვარჯიშამდე 60-90 წუთით ადრე და ვარჯიშის დასრულებისთანავე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში კვების რომელიმე შემცვლელად ან შემავსებლად.
შენიშვნა: არ მოახდინოთ ყველა კვების მისით ჩანაცვლება.
რეკომენდაცია:
წონისა და კუნთის მაქსიმალური ზრდისთვის, კარგი იქნება გაურიოთ კრეატინ მონოჰიდრატი, ყოველდღიურად 5 გრამი.
გაფრთხილება
თუ ხართ 18წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი. შეინახეთ ეს პროდუქტი გრილ და მშრალ ადგილას, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.