Optimum Nutrition – Fish Oil არის ამერიკული წარმოების თევზის ქონი, ცხიმოვანი მჟავების მაღალი კონცენტრაციით.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები მოიპოვება როგორც თევზის ქონში, ასევე სხვადასხვა საკვებსა და მცენარეულ ზეთში. მცენარეული ზეთებისაგან განსხვავებით, ომეგა -3 ცხიმები მიეკუთვნება აქტიური ცხიმოვანი მჟავების კლასს, რომელიც შეიცავს ცხიმოვან მჟავებს ეიკოსაპენტაენოის მჟავას (EPA) და დოკოზაჰექსაენოის მჟავას (DHA). ცხიმოვანი მჟავების ეს ტიპები არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და აუცილებელია მათი გარედან მიწოდება.
ომეგა 3 უზრუნველყოფს ქოლესტერინის ბალანსის აღდგენა კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდით, ხოლო ცუდი ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის შემცირება სისხლში. ეს თვისებები ხელს უწყობს ვენების და არტერიების დაცვას ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ. ამცირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა დაავადებების რისკს,როგორიცაა: (ჰიპერტენზია, კორონარული არტერიის დაავადება). იგი ასევე აუცილებელია ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
Optimum Nutrition – Fish Oil კაფსულები დაფარულია პოლიმერით, რომელიც ერთის მხრივ თრგუნავს თევზის შემაწუხებელ არომატს და მეორეს მხრივ, ბლოკავს კუჭის მჟავის მოქმედებას და იცავს პრეპარატს კუჭში დაშლისა და დეგრადირებისგან.
Optimum Nutrition – Fish Oil-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– არეგულირებს ქოლესტერინის დონეს
– ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში
– აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
– უზრუნველყოფს ტვინისა და ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას
– აუმჯობესებს მხედველობას
– აძლიერებს იმუნიტეტს
– არის 1000 მგ-იანი კაფსულები და შეიცავს 300 მგ ცხიმოვან მჟავებს
– არის პოლიმერით დაფარული კაფსულა და უძლებს კუჭის მჟავის მოქმედებას
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.