Muscle Pharm – Carnitine Essentials Liquid არის სითხის სახით წარმოდგენილი, კომპლექსური შემადგენლობის L-კარნიტინი.
L-კარნიტინი არის მთავარი ელემენტი ცხიმების დაშლის პროცესში. მისი ძირითადი მოვალეობაა თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების უჯრედის მიტოქონდრიამდე ტრანსპორტირება, სადაც იგი გადამუშავდება და საწვავად გარდაიქმნება. გარდა ცხიმის წვისა, L-კარნიტინი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ტვინის გამართულ ფუნქციონირებას.
L- კარნიტინს აქვს პოზიტიური გავლენა ვარჯიშის ეფექტურობაზე. იგი აუმჯობესებს ენერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს კუნთებს დამატებით მხარდაჭერას ფიზიკური აქტივობის დროს, მხარს უჭერს ვარჯიშის შემდგომ აღდგენას და შეუძლია აერობული შესაძლებლობების გაუმჯობესება. L- კარნიტინი დანამატების სახით აქტიურად გამოიყენება სპორტის სხვადასხვა სახეობებში – მაღალი წონებით ვარჯიშის და გამძლეობის ვარჯიშებიდან დაწყებული, აერობული ვარჯიშებით ან გუნდური თამაშებით დასრულებული.
Carnitine Essentials Liquid თითოეულ პორციაზე გვთავაზობს 1000 მგ L-კარნიტინების კომპლექსს: აცეტილ-L-კარნიტინი, L-კარნიტინ Base, L-კარნიტინ-L-ტარტრატი, ჟოლოს კეტონები და პროპიონილ-L-კარნიტინი. შედეგად, პროდუქტი არის უფრო ეფექტური როგორც ცხიმის წვის, ასევე ჯანმრთელობის სხვა ბენეფიტების მხრივ.
Muscle Pharm – Carnitine Essentials Liquid ტესტირებულია აკრძალულ ნივთიერებებზე, არ შეიცავს ზედმეტ დანამატებს და ფლობს Informed-Choice სერტიფიკატს.
Muscle Pharm – Carnitine Essentials Liquid-ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები:
– შეიცავს L-კარნიტინის კომპლექსს
– აძლიერებს ცხიმის წვას და ხელს უწყობს წონაში კლებას
– ასწრაფებს მეტაბოლიზმს
– მატებს ენერგიას და გამძლეობას
– დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ტვინის მუშაობაზე
– არის ძლიერი ანტიოქსიდანტი
– წარმოდგენილია სითხის სახით და აქვს სასიამოვნო გემო
– არ შეიცავს ხელოვნურ ფერებსა და არომატიზატორებს
– ტესტირებულია აკრძალულ ნივთიერებებზე და ფლობს Informed-Choice სერტიფიკატს
მიღების წესი და დოზირება:
მიიღეთ 1 პორცია ( 1 სუფრის კოვზი) დილით უზმოზე, ან ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე.
გაფრთხილება:
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. საკვები დანამატები უნდა იყოს ჯანსაღი და მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.