BCAA 8:1:1 არის უმაღლესი ხარისხის დანამატი, რომელიც განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს მხარი დაუჭიროს სხეულის ფუნქციონირებას ინტენსიური ვარჯიშების დროს. მისი ეფექტურობა დადასტურებულია, პროფესიონალი სპორტსმენების მიერ.
როგორ მუშაობს Nuclear Nutrition - BCAA 8:1:1 ?
მის შემადგენლობაში შედის 8:1:1 თანაფარდობით დაწყვილებული უმაღლესი ხარისხის სუფთა BCAA-ს ამინომჟავები (ლეიცინი, იზოლეიცინი, ვალინი), რომელიც წარმოდგენილია მყისიერად ხსნადი ფხვნილით, რაც ძალიან იშვიათია ბაზარზე.
ეს შეუცვლელი ამინომჟავები აუმჯობესებს კუნთების მეტაბლიზმის ეფექტურობას, შედეგად იძლევა სწრაფ ანაბოლურ ეფექტს და იცავს კუნთოვან ქსოვილებს დაზიანებისგან და კატაბოლიზმისგან.
თუ მას გამოიყენებთ უშუალოდ ვარჯიშის დროს, იგი დაიცავს თქვენს კუნთებს და გაახანგრძლივებს მათი მუშაობის რესურს ფიზიკური აქტივობის დროს, ხოლო ვარჯიშის დასრულებისთანავე მისი მიღება შეწყვეტს კატაბოლიზმს, გაააქტიურებს ანაბოლურ პროცესებს და ხელს შეუწყობს უსწრაფეს აღდგენას.
კვლევებმა აჩვენა, რომ ამინომჟავა ლეიცინი არის მთავარი აქტივატორი ანაბოლური პროცესებისა, სწორედ კვლევების ამ დასკვნაზეა დამყარებული ამ პროდუქტის თანაფარდობაც 8:1:1, სადაც 1 პორციაში შემავალი ლეიცინის დოზა - 3.5 გრამია.
BCAA 8:1:1 – ის თვისებები
- ზრდის კუნთურ მასას
- აჩქარებს აღდგენით პროცესებს
- მატებს გამძლეობას
- ზრდის ვარჯიშის ეფექტურობას
- აუმჯობესებს ძალოვან მაჩვენებლებს
- აქვს ძლიერი ანაბოლური ეფექტი
- იცავს კუნთს კატაბოლიზმისგან
მიღების წესი და დოზირება
6,6 გრ (1 კოვზი) გახსენით 250 მლ წყალში ან წვენში და მიიღეთ ვარჯიშს დროს და ვარჯიშის დასრულებისთანავე.
რეკომენდაცია:
იდელური შედეგისთვის გამოიყენეთ კომბინაციაში კრეატინთან ან გლუტამინთან ერთად.
გაფრთხილება
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის, ორსული ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, თუ რაიმე სამედიცინო მდგომარეობის დიაგნოზი გაქვთ ან იყენებთ მედიკამენტებს, არ გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვებდანამატები უნდა იყოს ჯანსაღი მრავალფეროვანი დიეტის ნაწილი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.